x
image
ნიკოლოზ ხუციშვილი
"დღეს აფხაზეთს შეუძლიან სთქვას: მოწმე ვარ მისი თუ ან როდის დაეცა ამაღლებული საქართველო და ნამეტურ აფხაზეთიო."

image

"დღეს აფხაზეთს შეუძლიან სთქვას: რომ მე ოდენღა
მხოლოდ მოწამე ვარ მისი, თუ ოდესმე როგორ ამაღლდა საქართველო და მოწამეც ვარ მისი, თუ ან როდის დაეცა ამაღლებული საქართველო და ნამეტურ აფხაზეთიო."

აფხაზეთის გათათრება (გამაჰმადიანება), ზ.ჭიჭინაძე.
ნაწილი პირველი.
(მეორე ნაწილის ხვალ, საღამოს 9 საათზე)

აჭარის გათათრების შემდეგ ოსმალთა სახელმწიფო და
სასულიერო წოდების ძალა აფხაზეთზედ იქმნა მოპყრობილი.
ყველამ ვიცით, რომ აფხაზეთი ძველად საქართველოში
განთქმული კუთხე იყო. დავით აღმაშენემელმა, ბაგრატ მესამემ და ბაგრატ მეოთხემაც აფხაზეთში გაიმაგრეს ფეხი და მერე ნაკუწ-ნაკუწად ქცეული საქართველოც განაძლიერეს. საქართველოს სამ სამეფოდ და ხუდ სამთავროდ გაყოფვის შემდეგ — იმერეთის კათოლიკოზი, იმერ-აფხაზთ კათოლიკოზად
ირიცხებოდა. დიდი ადგილი და მნიშვნელობა აქვს ამ კუთხეს საქართველოს ისტორიაში. იყვნენ კერძოთ აფხაზეთის
კათოლოკოზებიც, ეპისკოპოზნი და მთავრებიც. ბაგრატ მეოთხე როცა ევროპიელთაგან კეისრათ იქმნა წოდებული, მაშინ იგი იწოდებოდა: კეისარი აფხაზთ ქართველთა. ასე უწოდებენ თვით ბიზანტიის ძველი მწერლებიც ბაგრატს — იმპერატორად.
აფხაზეთი ძველადგანვე შეიმოსა ქართველთ მეფეთა ძლიერებით და მათგან განაკეთის ნაშთებით. დღესაც ამ ნაშთების მნახველი განცვიფრებაში მოჰყავსთ აფხაზეთში დღემდე
დაშთენილ დიდებულ ნაშთებს. ასეთი იყო ძველად აფხაზეთი, ასეთი იყვნენ აფხაზნი. ქართული ენის სწავლა მათში
უმაღლესად იყო წინ წასული და აღორძინებული.

შემდეგ დროს კი, ანუ ოსმალთა გაძლიერებიდამ, აფხაზეთსაც ეწვია
უბედურება. როგორც ვსთქვით ზემოთაც, ოსმალთა ადრიდგანვე იწყეს ამ კუთხის დამორჩილება, მაგრამ დაჭერას კი ვერ
ახერხებდნენ. ბევრის ხრიკების და შინაური ღალატის შემდეგ ოსმალთა აფხაზეთი დაიკავეს XVIII საუკუნეს დამდეგს,
ხოლო მისი ავტონომია კი სამცხე-საათაბაგოს მსგავსად დასტოვეს და მთავრებად შარუაშიძეები, მთავარნი ქრისტიანობით
განაგებდნენ და მართავდენ. მცირე ხნის შემდეგ, ანუ 1690
წლებიდამ აფხაზთა ავტონომიაც მოსპეს, მთავართა და დი-
დებულთ შორის გათათრება შეიტანეს. მოისპო კათოლიკოზის სახელ-წოდება. არღა იქმნა იმერ-აფხაზთ კათოლიკოზი.
აჭარაში თათრობის დამყარების შემდეგ აფხაზეთის ერის
წინაშე დაიჩოქა გათათრების ბრძოლამ. აქაც მოირთო გლოვის ძაძით ქართველთ სახელოვნება.

აფხაზნი პირველად დიდის გმირობით ეწინაღმდეგებოდენ ისლამის მიღებას. აქაც წინაღმდეგი ბრძოლა ისე იყო
დაწყობილი, როგორც აჭარს და სხვაგანაც, მაგრამ მაინც
ოსმალთა მოახერხეს და მარტოდ ოდენ ობლად შთენილი
ხალხი დაიმორჩილეს, დაამდაბლეს, შეაშინეს და იწყეს მით
ისლამის ვრცელება მათში. აფხაზთა გათათრებას დიდი ისტორია აქვს, მეტად სამძიმო. აფხაზნი სჯულის გულისთვის ისე
იხოცავდნენ თავებს, რომ მასზედ უსასტიკესი აღარა შეიძლებოდა რა. მოგეხსენებათ, რომ თვით აფხაზნიც მეტად ყოჩაღი, მხნე ხალხია. იგინი ერთ დროს საქართველოს ძლიერების სახელნი იყვნენ. მიტომაც იყო რომ, ეს კუთხე დიდათ
უყვარდათ ქართველთ მეფეებს. ესენი აქ ხშირად ისადგურებდენ. აქ აგებდნენ ციხე-კოშკებს, შესანიშნავ დიდრონს ტაძრებს, სასწავლებლებს და ხელოვნურად ნაგებ მონასტრებს,
რასაც ჩვენი ისტორიაც მოწმობს. იყო ისეთი დრო, როცა
საქართველო ოსმალთ და სხვათა ეკავათ და აფხაზეთი კი
თავისუფლად იყო დაშთენილი და აქედამ ეფინებოდა დანარჩენ ქართველობას პოლიტიკურად უფლების სხივები.
თვით ბაგრატოვანების დინასტიის განძლიერებაც აქედამ იწყება, რაც შემდეგ მკაცრად იქმნა ოსმალთაგან დაცემული.

აფხაზეთი ძველი კერა ქრისტეს სჯულისა, აკვანი მოციქულთა ანდრიასი და სიმონ ქანანელის, ბინათ სადგური
ბაგრატ მესამის, ბაგრატ მეოთხის, დავით აღმაშენებლის და
თამარის, სავანე წარჩინებულ ბრძენ მწერალთ აფხაზთა შვილების, მწიგნობართა და მწერალთა, იგი ღირსი გახდა
შესანიშნავის ტაძრების და სასწავლებლების. აფხაზეთში ბედიის ტაძარი, დრანდის, პიწუნდის და სხვანი იყვნენ სასწავლებელნიც ერისა. აფხაზთა შვილებს აქედამ ეფინებოდათ დიადი
სწავლა და განვითარების სიყვარული. ბედიელნი მამანი სა-
საქართველოს ისტორიაში დიდის დიდებით და ბრწყინვით
სჩანან. საქართველოს ისტორია ასეთ პირთა ამბების მოთხრო-
ბით მეტად მდიდარია. მის ისიორიას განცვიფრებაში და მგ-
ლოვიარებაში მოჰყავს ქართველი კაცი.

XVIII საუკუნის ნახევრიდამ კი ასეთ კუთხეს ბედი ეცვალა, დიდებულ ერის შთამომავალთ შვილებს ოსმალთა გათათრება დაუწყეს. ოსმალთა მთავრობის ცდამ იქამდის მიაღწია,
რომ 1775 წელს უკვე აფხაზეთი თათრის სჯულის მაღიარებლად იქმნა გამოცხადებული, ამიტომ მის საფუძვლით მათში
მრავლად იწყეს თათრის სჯულის თავი კაცების გზავნა, ნას-
წავლი მოლების, ხოჯების, ხაფიზების და სუნეთების. ოსმალთა მთავრობა ხალხს სასტიკად, მაგრა, ოსტატურა უშლიდა
ქრისტიანობის შენახვას. ამ დაშლაში მათი სასულიერო წოდება არ ერეოდა ისე, ეს როგორც აჭარაში იყო. მთავრობა
ამ სჯულის შენახვას სპობდა, სასტიკად ჰკრძალავდა, ყველგან ასე აცხადებდა: „ვინც მთავრობის ბრძანებას არ შეასრულებს,
ის მთავრობის წინადმდეგათ ჩაითვლება და ბოლოს სიკვდილათაც
დაისჯებაო“. ესენივე სდევნიდენ აფხაზთა სასულიერო წოდებას და სასტიკად უკრძალავდენ აფხაზეთში დარჩენას, მღვდელ
მოქმედების აღსრულებას. ყოველივე დევნას მიეცა და 1760
წლიდამ ოსმალეთის მთავრობის წყალობით დაკეტილ იქმნენ
მონასტერ-უდაბნო სასწავლებელნი. აფხაზთა შვილების სასწავლებლის ყოველივე ფერფლად იქმნა ქცეული და დაქცეული. ამ დღიდამ იწყება აფხაზთა შვილების სწავლა განათლების დაცემის დასაწყისი.

0
196
2-ს მოსწონს
ავტორი:ნიკოლოზ ხუციშვილი
ნიკოლოზ ხუციშვილი
196
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0