x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134530
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508588
რა არის გენმოდიფიცირებული ორგანიზმი და რას ნიშნას გენმოდიფიცირებული პროდუქტი

image

ახალი ერა მოლეკულურ ბიოლოგიაში, არ შეიძლებოდა არ ასახულიყო საკვები
პროდუქტების მასიური წარმოების ტექნოლოგიებზეც. მით უმეტეს რომ საკვების
უკმარისობა ყველა კონტინენტზე, განსაკუთრებით აფრიკასა და აზიაში აღინიშნება. გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანიზმების მიღება, რომლებსაც მოსავლიანობის ზრდა, სხვადასხვა დაავადებისადმი ამტანობა, მარილიანი ნიადაგებისა და სხვა სტრესული პირობებისადმი გაზრდილი ტოლერანტობა ახასიათებთ, მოსახლეობის საკვებით უზრუნველყოფის პრობლემის გადაწყვეტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გზაა.

სურსათი (ან სასურსათო პროდუქტი) _ ადამიანის საკვებად განკუთვნილი
ნებისმიერი პროდუქტია, გადამუშავებული ან გადაუმუშავებელი. სურსათი მოიცავს ასევე ყველა სახის სასმელს, საღეჭ რეზინს, ყოველ ნივთიერებას დაფასოებული და სურსათში გამოსაყენებელი წყლის ჩათვლით, რომელიც მიზანმიმართულადაა დამატებული სურსათის შემადგენლობაში მისი წარმოების და გადამუშავების დროს. სურსათი არ მოიცავს ცხოველის საკვებს, ფარმაცევტულ პრეპარატებს ან სამკურნალო პროდუქტებს, საერთო მოხმარების საგნებს, თამბაქოს და თამბაქოს პროდუქტებს, ნარკოტიკულ და ფსიქოტროპულ საშუალებებს, სხვადასხვა ნარჩენებსა და დამაბინძურებლებს;

ორგანიზმი - ნებისმიერი ბიოლოგიური წარმონაქმნი, რომელსაც გააჩნია გამრავლების ან/და გენეტიკური მასალის გადაცემის უნარი;

imageგენმოდიფიცირებული პროდუქტი _ გენმოდიფიცირებული ორგანიზმის
გადამუშავების შედეგად მიღებული ან/და გენმოდიფიცირებული ორგანიზმის
ინგრედიენტის შემცველი პროდუქტი (სურსათი ან/და ცხოველის საკვები), რომელსაც ან რომლის ცალკეულ ნაწილსაც არ გააჩნია გამრავლების ან/და გენეტიკური მასალის გადაცემის უნარი;

image

ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმი _ ნებისმიერი ორგანიზმი, რომლის
გენეტიკური მასალა შეცვლილია არაბუნებრივი (თანამედროვე ბიოტექნოლოგიის) მეთოდების გამოყენების გზით; რაც ნიშნავს ორგანიზმის გენეტიკური მასალის შეცვლას ხელოვნურ პირობებში ნუკლეინის მჟავების ორგანიზმის უჯრედებში ან ორგანელებში პირდაპირი ინექციის მეთოდის ან/და სხვადასხვა ტაქსონომიური სტატუსის მქონე ორგანიზმების უჯრედების შერწყმის მეთოდების გამოყენების გზით; ეს მეთოდები საშუალებას იძლევა გადაილახოს ბუნებრივი ფიზიოლოგიური რეპროდუქციული ან რეკომბინაციული ბარიერი და ისინი, ამავე დროს, არ განეკუთვნება ტრადიციულ სელექციურ და ჯიშთა გამოყვანის მეთოდების რიგს.

0
186
1-ს მოსწონს
ავტორი:ლურჯი თოლია
ლურჯი თოლია
186
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0