x
მეტი
  • 06.05.2024
  • სტატია:134646
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508836
"მე არავისთვის ბრძოლას და ვინმესთვის რამის წართმევას არ ვაპირებ" - შორენა ბეგაშვილი დავით ბაგრატიონთან ურთიერთობაზე

ბაგრატიონებს შორის ბოლოდროინდელმა დაპირისპირებამ კიდევ ერთხელ გახადა ქტუალური შორენა ბეგაშვილის და დავით ბაგრატიონის ურთიერთობა. გავიხსენოთ შორენა ბეგაშვილის ძველი ინტერვიუ, სადაც ურთიერთობის დეტალებზე საუბრობს.

image

- შორენა, ახლა რა ურთიერ­თობა გაქვთ?

- არანაირი. ყველაფერი და­სრულდა, დღეს მასთან არანაირი ურთიერთობა არ მაქვს

- მაინც რამდენი ხანია, რაც დაშორდით?

- შვიდი თვეა.

- ახლა ვის ხვდები?

- არავის.

- შორენა, შენ ერთ-ერთ ინტე­რვიუში თქვი, რომ საყვ­არლები არ ყოფილხართ, შეყვარებ­ულები ვიყავითო.

- მართლია, ჩვენ შეყვარებულ­ები ვიყავით და არა საყვარლები.

- ანუ შესაძლებელი იყო, მისი ცოლი გამხდარიყავი?

- არა, მაგაზე არც ერთი არ ვფიქრობდით, მით უმეტეს, მაშინ ქმარს ახალი გაშორებული ვიყავი.

- თქვენი დაშორების მიზეზი მარტო ბაგრატიონების ქორწინ­ება იყო?

- ჰო, აბა, სხვა რა მიზეზი უნდა ყოფილიყო.

- გული დაგწყდა იმაზე, რომ შენს თავს სხვა არჩია?

- არა, გული რაზე უნდა დამწ­ყვეტოდა. ჩემი გადასაწყვეტი მა­ნდ არაფერი არ იყო. უნდოდა ჩემი დაკარგვა და დამკარგა. ასე რომ, გული სხვებს დაწყდეთ.

- რომ შემოგთავაზოს, მასთან ურთიერთობას გააგრძ­ელებდი?

- (ფიქრობს) არა.

- არ გიყვარს თუ თავმოყვა­რეობის გამო?

- იცი რა, ამ დროს ქალი თა­ვმოყვარეობაზე ნაკლებად ფიქრ­ობს, მაგრამ დღევანდელი გადასახედიდან, ვფიქრობ, რომ არა.

- შენგან რომ მიდიოდა, რა გითხრა?

- არაფერი. ნორმალურად ამ­იხსნა, რა სიტუაცია იყო.

- შენ სიყვარულისთვის არ გიბრძოლია?

- არა, მე არავისთვის ბრძოლას და ვინმესთვის რამის წართმევას არ ვაპირებ. თუ საჭიროა, ჩემთვის იბრძოლონ.

- ბევრი იტირეთ მასთან და­შორების დროს?

- კი ვიტირე…












0
192
1-ს მოსწონს
ავტორი:ლურჯი თოლია
ლურჯი თოლია
192
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0