x
მეტი
  • 05.05.2024
  • სტატია:134626
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508796
რაც ყველამ უნდა იცოდეს: მამაკაცის კანის მოვლის თავისებურებები
image
დღეს, გადავწყვიტე, თემა მივუძღვნა ისეთ მნიშვნელოვან საკითხს, რაც არის მამაკაცის კანის მოვლა. ძალიან ცუდია, რომ საქართველოში მხოლოდ ქალბატონების წახალისება ხდება სხვადასხვა ფარმაციული აქციებით, კოსმეტიკური საშუალებებით და კიდევ უსასრულოდ შეიძლება ეს გაგრძელდეს.

ეჭვი არ მეპარება, რომ როდესაც ნებისმიერი ადამიანი ჩაიხედავს სარკეში და ხედავს, რომ კანზე აქვს გამონაყარი, შავი წერტილები, ნაოჭები თუ ცხიმიანი სიპრიალე, ნასიამოვნები არ დარჩება. ქართულ მედია-სივრცეში მხოლოდ ერთეული მასალა მოიპოვება, რაც მამაკაცებს შესძენს ცოდნას, თუ როგორ მოუარონ კანს. მაშ ასე:

1) რა მოვუხერხოთ ცხიმიან კანს? - მაკაკაცის ჰორმონი "ანდროგენი", განაპირობებს ცხიმოვანი ჯირკვლების მიერ ცხიმის ჭარბად გამომუშავებას. ამას, რა თქმა უნდა, ყველაზე მწვავედ გარდატეხის ასაკში ვხვდებით, რადგან ჰორმონალური ცვლა ინტენსიურად 15-19 წლამდე მიმდინარეობს. აუცილებელია გამოვიყენოთ ისეთი დასაბანი საშუალებები, რომლებსაც გააჩნიათ სებო-მარეგულირებელი თვისებები. ასეთი ნივთიერებებია: თუთია, სალიცილის მჟავა, გლიკოლის მჟავა, თუთიის გლუკონატი, სპილენძის სულფატი და ა.შ.

image2) პილინგი - კანის ჭარბი ცხიმიანობიდან გამომდინარე, ჩნდება მკვდარი უჯრედები, რაც იწვევს აკნეს, შავ კომედონებს, კანის არაჯანსაღ შესახედაობას და ფორების დახურვას. ამ პრობლემისგან გასათავისუფლებლად, უნდა გამოვიყენოთ სკრაბი. სკრაბი არის სქელი კონსისტენციის ნიღბის მსგავსი მასა, აბრაზიული ნაწილაკებით, რაც აშორებს მკვდარ უჯრედებს. დღეს, სააფთიაქო ქსელში, შევხვდებით საკმაოდ ეფექტურ სკრაბებს, სხვადასხვა ფასის დიაპაზონით.image


4) ტონერი - ტონერი, იგივე ტონიკი, არის კანის მოვლის აუცილებელი პროდუქტი, განსაკუთრებით, თუ ცხიმიანი კანი გაქვთ, ის ხურავს ფორებს, აქრობს ცხიმოვან სიპრიალეს და ატენიანებს მას.image

3) შრატი - შრატი არის კონცენტრირებული კანის მოვლის საშუალება, რომელიც აგვარებს ისეთ პრობლემებს, როგორიცაა: აკნე, ნაწიბურები, ღია ფორები, და ა.შ. შრატი უნდა გამოვიყენოთ სახეზე დამატენიანებელი კრემის წასმამდე 5 წუთით ადრე.image

4) თვალის კრემი - მამაკაცის კანზე მარტივად ჩნდება ჩაშავებული უპეები და მიმიკური ნაოჭები, სწორედ ამიტომ, უნდა გამოვიყენოთ დამატენიანებელი კრემი ჰიალურონის მჟავას შემცველობით. image

5) დამატენიანებელი კრემი - ზამთარსა და ზაფხულში, ერთნაირ დამატენიანებელს ვერ გამოვიყენებთ, რადგან ზამთრის სუსხიან დღეებში კანი შრება და საჭიროა უფრო მსუყე დამატენიანებელი, ვიდრე ზაფხულში. შევარჩიოთ დამატენიანებელი, რომელიც ალოე ვერას ექსტრაქტს შეიცავს, ან სუფთა სახით ალოე ვერა მსუბუქი და იდეალურია. image6) მზისგან დამცავი - სანამ სახლიდან გახვალთ, წაისვით მზისგან დამცავი მინუმუმ SPF30 ფილტრით. ის გვიცავს პიგმენტური ლაქების, დამწვრობის, გამოშრობისა და კანის სიმსივნისაგანაც კი.image


მამაკაცებო, თუ კი გინდათ რომ კელვინ კლეინის მოდელებზე ნაკლებად არ გამოიყურებოდეთ, მოუარეთ კანს. შედეგიც არ დააყოვნებს. არ დაგენანოთ ამაში ფული.

0
115
1-ს მოსწონს
ავტორი:ლუკა ჭაფოძე
ლუკა ჭაფოძე
115
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0