x
image
Yoona
Mediator image
5 მითი ართრიტის შესახებ, რის გამოც ადამიანი ქმედუუნარო ხდება
ართრიტი არის დაავადება, რომელიც ადამიანის ქმედუუნარობის მიზეზთა შორის ერთ-ერთ პირველ ადგილზეა. ბოლო წლებში გამოჩენილ მედიკამენტებსა და მკურნალობის მეთოდს ამ სიტუაციის შეცვლა შეუძლიათ, ოღონდ დროული დიაგნოზის შემთხვევაში.

რაც უფრო დაიწყებთ მკურნალობას, მით უფრო ნაკლები ალბათობაა, რომ ავადმყოფს მთელი ცხოვრების განმავლობაში ხანგრძლივი მკურნალობა დასჭირდება.

უბედურება ისაა, რომ ადამიანების უმეტესობამ ამ დაავადების შესახებ არაფერი იციან.

საკომუნიკაციო სააგენტოს AG Loyalty ექსპერტებმა ართრიტის შესახებ ყველაზე გავრცელებული მითები დაასახელეს.



image

მითი №1: ეს ხანდაზმულების დაავადებაა

ართრიტი შეიძლება ნებისმიერ ასაკში გქონდეთ: ზოგიერთი მისი ფორმა ბავშვებსაც აზიანებს. რევმატოიდული ართრიტი ყველა ასაკობრივ ჯგუფში გვხვდება, მაგრამ მისი პიკი 30-45 წლის ინტერვალშია, რომელიც შრომის ყველაზე აქტიურ პერიოდს ემთხვევა.

აღსანიშნავია, რომ რევმატოიდული ართრიტით დაავადებულთა დაახლოებით 2/3 ნაწილი 10 წლიანი ავადმყოფობის შემდეგ შრომისუუნარო ხდება. მათ გამოხატული ფუნქციური დარღვევა და ყოველდღიური ცხოვრების შეზღუდვები ახასიათებთ. ქალები 3-ჯერ უფრო მეტად მიდრეკილნი არიან ამ დაავადებისკენ, ვიდრე მამაკაცები.


მითი №2: ყველა ართრიტი ერთნაირია

სიტყვა „ართრიტი“, რომელიც სიტყვასიტყვით ნიშნავს „სახსრების ანთებას“ ხშირად ყველა სახეობის რევმატიული დაავადების აღსანიშნავად გამოიყენება. თუმცა 200-ზე მეტი სახეობის რევმატიული დაავადება არსებობს. მაგ., ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული რევმატოიდული ართრიტი ქრონიკული, აუტოიმუნური დაავადებაა, რომელიც მთელი მსოფლიოს მოსახლეობის 0, 5-დან 1%-მდე გავლენას ახდენს.

რევმატოიდული ართრიტი (RA) აუტოიმუნური დაავადების ჯგუფს მიეკუთვნება და ის სახსრების არაანთებითი დაავადებისგან (სხვადასხვა სახის ართროზისგან) უნდა გაარჩიოთ. სხვა სახის ართრიტიც არსებობს და თითოეულ მათგანს თავისი სპეციფიკა აქვს (მაგალითად, რეაქტიული ართრიტი, ფსორიტური ართრიტი). როგორც წესი, ართრიტის დიაგნოსტიკა საკმაოდ რთულია, ამას ექიმი რევმატოლოგი პაციენტის სრული შემოწმების შემდეგ ახდენს.


მითი №3: რევმატოიდული ართრიტის ერთადერთი სიმპტომი სახსრების ტკივილია

ტკივილის გარდა, რევმატოიდულ ართრიტს ახასიათებს სახსრების შეშუპება, დაზიანებული სახსრების მობილურობის შეზღუდვა და შებოჭილობის შეგრძნება. ამასთან აღსანიშნავია, რომ RA სისტემურ დაავადებას წარმოადგენს, ანუ დაავადება არა მხოლოდ სახსრებს, არამედ ბევრ ორგანოს და სისტემას ითრევს.

სისტემური გამოვლენა მოიცავს ანემიას, დაღლილობას, ოსტეოპოროზს, გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებას. ეს გამოვლინებები დაავადების პროგნოზსა და RA-თი დაავადებული პაციენტის სიცოცხლის ხანგრძლივობაზე ნეგატიურ გავლენას ახდენენ.


მითი №4: ართრიტის მიზეზი - ცალკეული სახსრების მუშაობის „დარღვევაა:

სხვადასხვა სახეობის ართრიტის შესაძლო მიზეზებია - ტრავმა, მემკვიდრეობა, ჰორმონალური დარღვევები, ინფექციები, ალერგია, ასევე დაუდგენელი მიზეზები (აუტოიმუნური სახის ართრიტის შემთხვევაში). ყველაფერი ეს შეიძლება ართრიტის განვითარების მიზეზი გახდეს. RA-ს მთავარ მიზეზად იმუნური სისტემის არასათანადო ფუნქციონირებაა.

იმუნური სისტემის უჯრედები აქტიურდება და სპეციალურ მარეგულირებელ ცილებს აწარმოებს - ციტოკინებს, რომელიც ანთებას, სახსრების და ძვლის ქსოვილების დაზიანებას ხელს უწყობს, ბევრ ორგანოსა და სისტემაზე გავლენას ახდენს.


მითი №5: რევმატოიდული ართრიტი შეიძლება ხალხური საშუალებებით ან ტანვარჯიშით განიკურნოს

რევმატოიდული ართრიტი სერიოზული აუტოიმუნური დაავადება, მაგრამ ის შეიძლება თანდათანობით განვითარდეს, რაც იმას შეგრძნებას იძლევა რომ თვითმკურნალობის მეთოდების (ბალახებით და სხვა ხალხური საშუალებებით მკურნალობა, ფიზიკური ვარჯიშის გაზრდა სახსრების გასააქტიურებლად ) გამოყენებას თერაპიული ეფექტი აქვს.

სინამდვილეში, RA-ს მკურნალობაში გადამწყვეტი როლი ექიმთან დროულად ვიზიტი თამაშობს და აუცილებლობის შემთხვევაში სამკურნალო თერაპიის გავლა. ყველა დანარჩენი მკურნალობის მეთოდი (არამედიკამენტური) მხოლოდ დამატებითს წარმოადგენს და მათი მიღება ექიმთან კონსულტანციის შემდეგ შეიძლება.

ადრეული დიაგნოზი და დროული მედიკამენტური მკურნალობა რემისია და ქმედუნარიანობის ალბათობას ამცირებს.



ასევე დაგაინტერესებთ:

1. გაიგეთ, გემუქრებათ თუ არა ალცჰაიმერის დაავადება - 3 მარტივი ტესტი

2. დაამარცხეთ მუცლის ტკივილი, გულძმარვა და კუჭის წვენის გაზრდილი მჟავიანობა

3. აშშ-ში არტერიული წნევის ახალი ნორმები დაადგინეს! აი, რამდენზე მაღალი არ უნდა იყოს

4. 8 მეთოდი, როგორ გაწმინდოთ წყალი, თუ საყოფაცხოვრებო ფილტრი არ გაქვთ

5. 9 ნიშანი, რომ თქვენი ღვიძლი ტოქსინებით სავსეა

6. შეამოწმეთ გულ-სისხლძარღვთა სისტემის მუშაობა, უბრალოდ ხელი ყინულიან წყალში ჩადეთ

7. თუ ღამე ამ დროს გეღვიძებათ, შეიძლება პრობლემები გქონდეთ, ეს სერიოზულია!

8. ეს ერთი შეხედვით უვნებელი ჩვევები თირკმელებს ანადგურებს

9. სისხლის ცუდი ცირკულაციის 5 ნიშანი - ყურადღება მიაქციეთ

10. ინტიმური ჰიგიენა: 7 რამ რისი გაკეთებაც არ შეიძლება

11. ინფარქტის 5 ნიშანი ქალებში: რომელი სიგნალის უგულებელყოფა არ შეიძლება?!

12. ეს კოქტეილი დალიეთ და თრომბს დაივიწყებთ

13. როგორ შევამოწმოთ ფარისებრი ჯირკვალი თერმომეტრის დახმარებით

14. სცადეთ, უსახელო თითი 20 წამით გამართოთ

100 დაავადების სამკურნალო წერტილი: რა მოხდება, თუ მას ყოველდღე დაიმასაჟებთ

უფრო მეტი კი იხილეთ აქ: Yoona-ს არხი

0
239
შეფასება არ არის
ავტორი:Yoona
Yoona
Mediator image
239
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0