x
image
Yoona
Mediator image
ნახეთ, როგორ ძლიერ იცვლება ადამიანის მიერ სამყაროს აღქმა 12 განსხვავებულ მდგომარეობაში
ჩვენ მიჩვეული ვართ, რომ სინამდვილე დავინახოთ ისეთი, როგორიც ის რეალობაში არის. თუმცა ყველას არ აქვს შესაძლებლობა რომ მისი სილამაზით ბოლომდე დატკბეს. ბევრი დაავადება, მათ შორის არა მხოლოდ თვალის დაავადებები ჭეშმარიტი სამყაროს სურათები ძლიერ მახინჯდება.


image

ნახეთ, როგორ ხედავენ ადამიანები ერთსა და იმავე ობიექტს თვალის სხვადასხვა დაავადებით.


1. ნორმალური მხედველობა


image

ასე ხედავს ადამიანი გამოსახულებას თვალზე მოქმედი ყოველგვარი დაავადების გარეშე.


2. გლაუკომა (თვალის ნერვის დაზიანება)

image

გლაუკომის დროს გაზრდილი თვალის წნევის გამო გამოსახულება კუთხეებში ოდნავ მუქი ჩანს.


3. მაკულოდისტროფია (თვალის ბადურის დაზიანება)

image

მაკულოდისტროფიის დროს ბადურის ცენტრალური ზონის სისხლძარღვებში ცვლილებები ხდება, შედეგად ფოტორეცეპტორები ნადგურდება, ცენტრალური ხედვა მცირდება და ადამიანი მუქ ლაქებს ხედავს, რომლის მიღმაც ობიექტები „იმალება“


4. ტრიტანოპია (ფერების შეგრძნების დარღვევა)

image

ტრიტანოპიის დროს ყველა ფერი ისე ჩანს, როგორც წითელი და მომწვანო ფერების ელფერები.


5. დეიტერანომალია (ფერების აღქმის დარღვევა)

image

დეიტერანომალიის დროს ადამიანი ფერების მთელ პალიტრას უფრო ბუნდოვნად ხედავს, ვიდრე სინამდვილეში არის. პირველ რიგში, ეს მწვანე ფერს ეხება.


6. პროტანოპია (ფერების გარჩევის შეუძლებლობა)

image

ეს დაავადება ე.წ. ფერების სიბრმავეში გულისხმობს: ადამიანი ერთი ფერიდან მეორეში გარჩევას ვერ ახერხებს. მწვანე და წითელი ფერების ყველა ელფერი გაცვეთილია, ხოლო ყვითელი და ლურჯი ფერები ყოველგვარი დამახინჯების გარეშე აღიქმება.


7. მონოქრომაზია (ფერების სრული სიბრმავე)

image

მონოქრომაზია თანდაყოლილია და ფერების სრულ სიბრმავეს გულისხმობს. ამ შემთხვევაში ადამიანი სამყაროს შავ-თეთრ ფერებში ხედავს და ფერების გარჩევა მხოლოდ მათი ელფერების მიხედვით შეუძლია.


8. ჰიპესთეზია შიზოფრენიის დროს (მხედველობის შესუსტება)

image

იმის გამო, რომ ადამიანის ტვინი შიზოფრენიის დროს საკმარისი რაოდენობის ჟანგბადს ვერ იღებს, კაპილარები ფართოვდება, რაც მხედველობის გაუარესებას იწვევს. ჰიპესთეზია ნებისმიერი გამღიზიანებლის მიმართ მგრძნობელობის შემცირებას გულისხმობს. გამოსახულება დაბინდული ჩანს.


9. ჰიპერესთეზია შიზოფრენიის დროს (მხედველობის სიმწვავე)

image

შიზოფრენიის დროს ბადურაში ნერვული ბოჭკოები სუსტდება, რაც მხედველობის დარღვევას იწვევს. ჰიპერესთეზიის დროს ჩვეულებრივი შეგრძნებები უფრო მკვეთრი ხდება და ფერები რეალურზე უფრო კაშკაშაა.


10. ვიზუალური ჰალუცინაციები შიზოფრენიის დროს

image

მეცნიერულად ამ მდგომარეობას ფოტოპსია ეწოდება. ადამიანი ჰალუცინაციებს ხედავს. თვალების წინ ფერადი წერტილები ციმციმებს და ბრწყინავს.


11. ვიზუალური ჰალუცინაციები ეპილეფსიის დროს

image

ეპილეფსიის შეტევამდე შეიძლება შეიქმნას აურა, რომლის დროსაც ვიზუალური ჰალუცინაციები გაჩნდეს: ადამიანი ხედავს ფიგურებს, ზომებს და ფერად ლაქებს.


12. ჰალუცინაციები ალკოჰოლური სინდრომის დროს (ყველაფერი უფრო დიდი ჩას)

image

აბსტინენციურმა მდგომარეობამ შეიძლება გამოიწვიოს ჰალუცინაციები, რომლის დროსაც ობიექტები უფრო დიდი ჩანს, ვიდრე სინამდვილეში არის.


ასევე დაგაინტერესებთ:

იცით, თუ არა, რომ არსებობს ფერი, რომელიც თქვენს თვალს აზიანებს

image

8 რიტუალი, რომელიც მხედველობას 100 %-ით დაგიბრუნებთ

image

მხედველობას 10 წუთში აღიდგენთ: თვალები თბილი პირსახოცით გაითბეთ

image

3 შემთხვევა, როცა ხარისხიანი წყალიც კი შეიძლება ჯანმრთელობისთვის საზიანო იყოს

image

რა არის კომბუჩა და როგორ მოვამზადოთ. მისი მიღება რეკომენდებულია

image

0
638
1-ს მოსწონს
ავტორი:Yoona
Yoona
Mediator image
638