x
image
melody_inside
პედოფილი კნუტებით. სამი ქალაქური ლეგენდა, რომელზეც არ უნდა ისაუბროთ მშობელთა კრებებზე

image



1. “ქალაქში პედოფილების ბანდაა! გააფრთხილეთ ყველა! ისინი დადიან ქალაქში და ჩვენს შვილებს იტყუებენ კნუტებით და ლეკვებით!“ - ასეთმა განცხადებამ ააფორიაქა ერთ-ერთი ქალაქის მშობლების თითქმის ნახევარი.



გაორებული განცდებია: თითქოს გესმის რომ აქ რაღაც ისე ვერაა, მაგრამ გაფრთხილებულს ღმერთი უფრთხილდება, ასე რომ კატებიანი ბოროტმოქმედების ისტორია ხელის აუკანკალებლად ვრცელდება და ვრცელდება. თითქოსდა რა, ჩვენი საქმე იყო გაფრთხილება!!!




რატომ არაა ეს ასე:


დავიწყოთ იმით, რომ პედოფილია - ეს ფსიქოლოგიური აშლილობაა და არა წმინდა დანაშაულებივი ჩანაფიქრი. მიუხედავად იმისა რომ მსგავსი დანაშაულებების რაოდენობა რამდენჯერმე გაიზარდა უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში, საშინელი მასშტაბებები მაინც არ შეიმჩნევა.

თუმცა შეიმჩნევა საზოგადოებაში შეშფოთების ზრდა (და ამის მიზეზი სულაც არაა პედოფილი). უბრალოდ, საინფორმაციო საშუალებები იმაზე გაცილებით მეტი გახდა, ვიდრე ოცი წლის წინ იყო. საზოდოებრივმა საინფორმაციო საშუალებებმა როგორღაც ხომ უნდა გამოიმუშაონ ფული, აი ასეთი „ცხელი“ თემა კი ყოველთვის რეზონანსულია.

მსგავსი ახალი ამბავი ზუსტად გამოიწვევს აჟიოტაჟს და ინტერესს, მაგრმ ეს მხოლოდ თქვენი ყურადღების ექსპლოატაიაა. რა თქმა უნდა, ერთი ინტერესის ქვეშ პედოფილი სხვა პედოფილებთან არ გაერთიანდება, მაქანას კნუტებით არ გაავსებს და მითუმეტეს მთელ ქალაქში სიარულს არ დაიწყებს დამნაშავე: მას სურს ყურადღება რაც შეიძლება ნაკლები მიიპყროს და არა ზედმეტი.


image

2. ეს ისტორია იმდენად დიდი ხანია დადის ინტერნეტში, რომ საცოდავი ბიჭუნა უკვე საშუალო ასაკისაა. ლეგენდის თანახმად, ძალიან პასუხისმგებლიან მშობლებს დიდ სავაჭრო ცენტრში ეკარგებათ ბავშვი (ასრსებობს ვარიანტი რომ სათამაშო ოთახიდან), ხოლო რამდენიმე დღის შემდეგ პოულობენ - ბოროტმოქმედების მიერ ერთ თირკმელ ამოღებულს.



რატომ არ არის ეს ასე:

სულ მცირე იმიტომ, რომ თირკმელების ტრანსპლანტაცია - ურთულესი ოპერაციაა, რომელიც ითხოვს ერთდროულად რამდენიმე პირობის დაცვას.


პირველი – ორივე ოპერაცია (თირკმლის ამოკვეთის და გადანერგვის) მიმდინარეობს ერთდროულად, სპეციალური ურთულესი აღჭურვილობის მონაწილეობით.


მეორე – ოპერაციებს წინ უსწრებს კვლევა დონორის და პაციენტის თავსებადობაზე: დონორთა ბანკში მოხვედრა ძალიან რთულია, მრავალი პარამეტრი უნდა ემთხვეოდეს ერთმანეთს. შანსი იმისა, რომ დაჭერილი ბავშვი შეეფერება იდეაში არსებულ პაციენტს, ნულის ტოლია. და რატომ მანდამაინც ბავშვის თირკმელი? საერთოდ, გირჩევთ წაიკითხოთ ძალიან საინტერესო კვლევა ალექსანდრე პანჩენკოსი: სტატიაში „შიში დიდ ქალაქში“ ის საუბრობს იმაზე, რომ ლეგენდები ორგანოების ტრანსპლანტაციაზე, მრავალ ქვეყანაში არსებობს -აშშ-შიც, ევროპაშიც, აფრიკაშიც და ამავდროულად გვიხსნის, საიდან წარმოიშვა და საზოგადოებას რატომ სჭირდება ის.



image



3. თქვენ შედიხართ კინოში, მყუდროდ მოეწყვეთ სავარძელში - და გრძნობთ ჩხვლეტას ზურგში. ჯდებით ტაქსში -გრძნობთ ჩხვლეტას ზურგში. თქვენი შვილი თამაშობს სილაში- და გრძნობს რა თქმა უნდა ჩხვლეტას. თითში! შემდეგ ყველა დაზარალებული ნახულობს ნემსიან შპრიცს და წერილს „გილოცავთ, თქვენ შიდსი გაქვთ“. ძალიან შემაშფოთებელია.



რატომ არ არის ეს ასე:



ცოტაა ისეთი დაავადებები, რომლებმაც ამდენი მითი და მცდარი შეხედულებები შემოიკრიბა გარშემო. დაიმახსოვრეთ:

ჯერ ერთი, სწორად შერჩეული ანტივირუსული თერაპიის დროს სისხლში ვირუსის კონცენტრაცია კლებულობს, ხოლო იმუნიტეტი ძლიერდება.

ჩვენთვის კი მნიშვნელოვანია რომ ჩხვლეტით და ნაკაწრით ვირუსი არ გადადის (ვირუსის გადადების ასეთი შემთხვევა ჯერ არაა დაფიქსირებული). უბრალოდ არ არსებობს ამისი შანსი: ჰაერში ის ცოცხლობს მხოლოდ რამდენიმე წუთი. ხოლო, შეთქმულების თეორიის არსებობის ჭეშმარიტებაზე ლაპარაკიც კი არ ღირს.

იხილეთ ასევე:


სოციალურ ქსელში გამოჩნდა პოსტი სახელწოდებით ქრისტეს წელი და არა ღორის წელიწადი. გამოქვეყნებიდან ათ დღეში პოსტი ათიათასჯერ გააზიარეს. ღორებმა, დრაკონებმა, გველებმა და აღმოსავლური კლენდრის სხვა ცხოველებმა გადაავსეს კალენდრები და სუვენირის მაღაზიების დახლები. არსებობს მრავალი რჩევა-დარიგება იმის თაობაზე, თუ

საქვეყნოდ ცნობილი, 75 წლის შვილების მკვლელი მერიბეტ ტინინგი ნიუ-იორკში ციხიდან დროზე ადრე იქნება გათავისუფლებული. მანამდე ქალმა ექვსჯერ წარადგინა შუამდგომლობა შეწყალებაზე, მაგრამ კომისიამ უარი უთხრა. მერბეტმა უვადო პატიმრობა 1987 წელს მიიღო: ის გაასამართლეს ცხრა ბავშვის მკვლელობისთვის, რომლებიდანაც რვა ღვიძლი შვილი იყო, ერთი კი ნა...

შეიძლება ეს ძალიან რთული იყოს ( შენ სამუდამოდ დარჩები ჩვენს გულებში, ორცხობილას კალათავ), მაგრამ შემდეგ მადლობას იტყვით ამ გმირული საქციელისთვის. სამზარეულო - სახლის გულია და მნიშვნელოვანია მისი ჯანსაღად შენარჩუნება. ყველა კუნჭულიდან გამოყარეთ ის ნივთები, რომელიც მტვერს აგროვებს და

ყოველწლიურად მსოფლიოში 8 000 000 ბავშვი იკარგება და ყველა, ვინც ამას გულგრილად გვერდს ვერ უვლის, ამის შესახებ წერს. რატომღაც ოფიციალური სახელმწიფო მედია საშუალებები ამ თემაზე არ საუბრობენ, ამიტომ გახდა ბავშვების დაკარგვა შეთქმულების თეორეტიკოსების დაინტერესების საგანი. რა თქმა უნდა ადამი...

0
146
10-ს მოსწონს
ავტორი:melody_inside
melody_inside
146
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0