x
image
ნიკოლოზ ხუციშვილი
Mediator image
მწერლები, პოეტები, მსახიობები, რეჟისორები, ჟურნალისტები, ექსპერტები და პოლიტიკოსები, გახარიას გადადგომას ითხოვენ

imageმწერლები, პოეტები, მსახიობები, რეჟისორები, ჟურნალისტები, ექსპერტები და პოლიტიკოსები, გახარიას გადადგომას ითხოვენ



საქმე „თიბისი ბანკის“ მთავარი აქციონერის, მამუკა ხაზარაძის განცხადებასა და იმ წერილს ეხება, რომლითაც შს მინისტრი ბიზნესმენის დაშანტაჟებას ცდილობდა.



თომა ჩაგელიშვილი (დოკუმენტალისტი): „გახარია გამოძიების დასრულებამდეც კი, აუცილებლად უნდა გადადეს, მან უნდა მიიღოს ნებისმიერ შემთხვევაში ეს გადაწყვეტილება“.



კოტე ყუბანეიშვილი (პოეტი): „რა თქმა უნდა, თუკი ადამიანმა, რომელსაც ყველაზე მეტად მოეთხოვება წესრიგისა და წესების დაცვა, ეს ყველაფერი დაარღვია, უნდა გადადგეს.



მან საპუხისმგებლობა უნდა აიღოს საკუთარ თავზე. ხელისუფლების წევრებმა ხალხს თავი შეაზიზღეს“.



დავით ქაცარავა (ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერი): „თუკი ეს ძალიან მძიმე ბრალდება დადასტურდა, აუცილებლად უნდა გადადგეს არა მარტო გახარია, არამედ მთელი მთავრობა, დაწყებული პრემიერ-მინისტრიდან, დამთავრებული მთლიანი პარტიით“.



თეონა დოლენჯაშვილი (მწერალი): „ამ საკითხზე ჩემი აზრი ცალსახა და კატეგორიულია, დღევანდელი მდგომარეობის გათვალისწინებით, არა მხოლოდ გახარია, არამედ, მთლიანად მთავრობა უნდა გადადგეს.



ეს არ ეხება მხოლოდ „თიბისი ბანკის“ საქმეს, ეს აჩვენებს თუ რა დღეშია ჩვენი ქვეყანა, როგორ ცდილობენ სახელმწიფოს მიტაცებას. ამ კონკრეტულ შემთხვევაში, გახარია არის ფოსტალიონი, ერთ დიდ სახელმწიფო მანქანასთან გვაქვს საქმე, რომელიც თავისუფალ ბიზნესს უპირისპირდება. ეს უნდა დამთავრდეს ხელისუფლების პასუხისგებით.



გარდა ამისა, ახალი რკინის კაცად მოგვევლინდა ირაკლი ღარიბაშვილი, რომელიც ამ პროცესების კიდევ უფრო გასამძაფრებლად და დასამძიმებლად მოვიდა.



ანაკლიის პროექტის შეჩერება არის ქვეყნის გეო-პოლიტიკური დაბლოკვა“.



გიორგი გუგავა (პოლიტიკოსი): „ამ სკანდალმა მთლიანად მთავრობა უნდა გადაიყოლოს, ასე მოხდებოდა ნებისმიერ ცივილურ სახელმწიფოში.



და უფრო მეტიც, იკვეთება სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხები, რადგან მიზეზ-შედეგობრივი კავშირები, გამოკვეთილია მთლიანად.



ამან აჩვენა, რომ სახელმწიფო ნიშნები პრაქტიკულად დაკარგულია და ქვეყანა ყველა მიმართულებით იმართება მაფიის პრინციპებით. სწორედ ამ ფაქტმა კიდევ უფრო გამოავლინა ამ მახინჯი სისტემის რეალური სახე“.



ელისო კილაძე (ჟურნალისტი): „ეს საქმე უნდ აიყოს გამოძიებული, არის თუ არა, ეს წერილი ავთენტური, ამის დამადასტურებელი რაიმე სახის დოკუმენტი მაინც უნდა იქნას წარმოდგენელი.



თუ ეს დოკუმენტი იქნება ნამდვილი და მე, როგორც ჟურნალისტს, დამარწმუნებენ რომ ნამდვილად გიორგი გახარიას ეკუთვნის ეს, რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში, მისი პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს“.



ნიკა ჩიტაძე (პოლიტოლოგი): „თუ დამტკიცდა მისი ბრალეულობა, რა თქმა უნდა, უნდა გადადგეს“.



გუბაზ სანიკიძე (პოლიტიკოსი): „უპირობოდ უნდა გადადგეს გახარია, რადგან მასზე უკვე ეჭვია მიტანილი, ჯერ უნდა გადადგეს და სასამართლოს გადაწყვეტილებას ისე უნდა დაელოდოს“.



ლევან ხაბეიშვილი (პოლიტიკოსი): „ეს გახარიას აქამდეც უნდა გაეკეთებინა, რადგან მასთან დაკავშირებით არაერთი კითხვა დაგროვდა, დაწყებული „ომეგას“ დამფუძნებლის ოქუაშვილის საქმით, გაგრძელებული კერზაიას საქმით...



„თიბისის“ დამფუძნებელი პირდაპირ ამბობს, რომ მას გახარია ემუქრებოდა და გასაჯაროვდა კიდეც ეს წერილი ამ კაცს რა უნდა თანამდებობაზე? რუსეთის მოქალაქე გახარიამ თანამდებობა უპირობოთ უნდა დატოვოს“.



ნინო ბურჯანაძე (პოლიტიკოსი): „უპირველეს ყოვლისა, უნდა ჩატარდეს გამოძიება, პირადად მე ეჭვიც არ მეპარება, რომ ეს ყველაფერი ბიძინა ივანიშვილის დაკვეთა იყო, რომელიც გახარიამ განახორციელა.



ნებისმიერ ნორმალურ ქვეყანაში, ასეთ ვითარებაში თავად შეიჩერებდა უფლებამოსილებას მინისტრი“.



გია ბუღაძე (მხატვარი): „მხოლოდ გახარია კი არა, ესენი ვინც მთავრობაში არიან, უნდა წავიდნენ... ერთხელ და სამუდამოდ უნდა „დაახვიონ“, ამათ ქვეყანა დააქციეს“.


P.S მე ჩავამატე
რომან გოცირიძე გახარია უნდა გადადეს !!!image

0
60
4-ს მოსწონს
ავტორი:ნიკოლოზ ხუციშვილი
ნიკოლოზ ხუციშვილი
Mediator image
60
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0