x
მეტი
  • 29.04.2024
  • სტატია:134576
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508652
გიორგი ფოჩხუას მკვლელობა

გიორგი ფოჩხუას მკვლელობაში ეჭვმიტანილი ბექა ცობეხია დაკავებულია. როგორც "პალიტრა ტვ"-ს გარდაცვლილის დამ, ელენე ფოჩხუამ განუცხადა, ბექა ცობეხია სამართალდამცავებმა აფხაზეთში დააკავეს.

ელენე ფოჩხუას ინფორმაციით, ცობეხია ზუგდიდის კაფე-რესტორან "როიალ პალასის" დაცვის თანამშრომელია. ის გიორგი ფოჩხუას გაუჩინარების დღეს ანაკლიაში იმყოფებოდა.

ამასთან, შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს ინფორმაციას მეორე დაკავებულის შესახებაც, რომელიც მკვლელობაში ბრალდებული ცობეხიას მეგობარი ნიკოლოზ ბაძაღუაა. 1992 წელს დაბადებული ბექა ცობეხია აღიარებს ჩადენილ დანაშაულს, რომლის მოტივადაც სახელდება ურთიერთშელაპარაკება.

0
126
2-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:მარია999
მარია999
126
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0