x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134533
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508588
ფსიქოპათია - პიროვნული აშლილობა
image

ტერმინებს ანტისოციალური პიროვნული აშლილობა და ფსიქოპათია (რომლის ნაცვლადაც ხშირად სოციოპათიას იყენებენ) ხშირად სინონიმებად ხმარობენ, თუმცა მათ შრის მნიშნელოვანი განსხვავებაა. ანტისოციალური პიროვნული აშლილობა არის დიაგნოსტიკური კატეგორია, რომელიც უმეტესად კონცენტრირებულია პიროვნების ქცევებზე, ხოლო ფსიქოპათია აერთიანებს როგორც ქცევებს ისე პიროვნულ თვისებებს. ეს თვისებებია: უგულობა, სხვებით მანიპულირება, ქედმაღლობა, ფეთქებადი ხასიათი. ფსიქოპათები ვერ ამყარებენ ძლიერ ემოციურ კავშირებს სხვებთან და არ განიცდიან ემპათიას, დანაშაულის გრძნობასა და სინდისის ქენჯნას. DSM-IV-TR-ში ანტისოციალური პიროვნული აშლილობა მოიცავს 2 ძირითად კომპონენტს. პირველი გულისხმობს ანტისოციალურ ქცევებს 15 წლამდე. ასეთი ქცევების კრიტერიუმებია: სკოლის გაცდენა, სახლიდან ხშირად წასვლა, მუდმივი ტყუილები, ქურდობა, ცეცხლის გაჩენა და სხვისი საკუთრების მიზანმიმართული განადგურება. მეორე კომპონენტი კი მოიცავს ასეთი ქცევების გაგრძელებას მოზრდილობის პერიოდში. ანტისოციალური პიროვნული აშლილობის მქონე მოზრდილები ავლენენ ანტისოციალურ და უპასუხისმგებლო ქცევებს გამუმდმებითი უმუშევრობით, კანონიების რღვევით, გამაღიზიანებელი და აგრესიული ქცევებით, მუდმივი დავალიანებებითა და უგუნურობით. ისინი არიან იმპულსურები და არ შეუძლიათ წინასწარ დაგეგმვა. გარდა ამისა, ისინი არ ავლენენ მწუხარებას თავიანთი მავნე ქმედებებისადმი და არ აღიარებენ მათ.

ფსიქოპათიის ცნება მჭიდრო კავშირშია ჰარვი კლეკლის (Hervey Cleckley) წიგნთან „კეთილგონიერების ნიღაბი“ (The mask of sanity). აუარებელ კლინიკურ გამოცდილებაზე დაყრდნობით კლეკლიმ აღმოაჩინა პიროვნული თვისებების ნაკრები, რომლებიც კარგად ახასიათებენ ფსიქოპათს. ერთ-ერთი მნიშნელოვანი მახასიათებელი ფსიქოპათიისა არის როგორც პოზიტიური ისე ნეგატიური ემოციების სიღარიბე/არქონა. ფსიქოპათ ადამიანებს არ აქვთ სირცხვილის გრძნობა, ისინი ზედაპირულად მომხიბვლელები არიან და მანიპულირებენ სხვებით რათა მიიღონ სარგებელი. ნეგატიური ემოციების, განსაკუთრებით კი შფოთვის, ნაკლებობა შეუძლებელს ხდის ფსიქოპათებისთვის ისწავლონ თავიანთ შეცდომებზე დაყრდნობით. ხოლო პოზიტიური ემოციების ნაკლებობა კი იწვევს უპასუხისმგებლო ქცევებს სხვების მიმართ. კლეკლი აღწერს ფსიქოპათის ანტისოციალურ ქცევას როგორც „არაადეკვატურად მოტივირებული“. ისინი ასე იქცევიან არა რაიმე მატერიალური სარგებლისთვის, მაგალითად ფულისთვის, არამედ მხოლოდ და მხოლოდ სიამოვნების, მღელვარების შეგრძნებისთვის.

ამჟამად, მკვლევართა უმეტესობა ფსიქოპათიის იდენტიფიცირებას ახდენს ჰერის (Hare) მიერ შექმნილი ჩამონათვალის მიხედვით. ეს ჩამონათვალი ასახავს ფსიქოპათიური ქცევის 2 ძირითად კლასტერს. პირველი, რომელიც ეხება ემოციებს, აღწერს ეგოისტურ, ულმობელ პიროვნებას, რომელიც იყენებს სხვებს სასურველის მისაღწევად. მეორე აღწერს ანტისოციალური ცხოვრების წესს (პარაზიტული ქცევა, პათოლოგიური ტყუილი, არასრულწლოვანთა დანაშაული). ერთი მნიშვნელოვანი მახასიათებელი ფსიქოპათოლოგიის მქონე ადამიანებში არის მათ მიერ ინსტრუმენტული აგრესიის გამოყენება, რომელიც არის დაგეგმილი, განზრახული და მიზანმიმართული.


ანტისოციალურ პიროვნულ აშლილობასა და ფსიქოპათიას შორის სხვაობის კვლევა კვლავ გრძელდება. ამ ორ ცნებას შორის სხვადასხვაგვარ გაგებას იწვევს კლინიკური შემთხვევების სხვადსხვაგვარი გადმოცემა.

რაც შეეხება ამ აშლილობის გავრცელების მასშტაბს, დიდ, ნაციონალურ რეპრეზენტატულ კვლევაში, მოზრდილი ამერიკელების 3, 63%-მა დააკმაყოფილა ანტისოციალური პიროვნული აშლილობის კრიტერიუმები. ქალებთან შედარებით სამჯერ მეტ მამაკაცს აქვს ამ ტიპის აშლილობა. ის უფრო მეტად გავრცელებულია ადგილობრივ და არა აზიელ ამერიკელებში და უფრო ხშირია ახალგაზრდებში ვიდრე ასაკოვან ადამიანებში.

0
141
შეფასება არ არის
ავტორი:თამარ კავთუაშვილი
თამარ კავთუაშვილი
141
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0