x
image
Yoona
Mediator image
8 მეთოდი, როგორ გაწმინდოთ წყალი, თუ საყოფაცხოვრებო ფილტრი არ გაქვთ
მტკიცებულებას, რომ წყალი ჩვენი ცხოვრების საფუძველია და ჯანმრთელობის გასაღებია, ვერ შეედავებით. სწორედ ამიტომ, წყლის გაწმენდა მნიშვნელოვანი საყოფაცხოვრებო პროცესია, რომელსაც სათანადო ყურადღება უნდა მიაქციოთ.


image

გთავაზობთ რამდენიმე პოპულარულ ფილტრს წყლის გასაწმენდად, რომელიც სახლის პირობებში მნიშვნელოვანი მატერიალური ხარჯის გარეშე შეგიძლიათ გამოცადოთ.


1.წყლის გაწმენდა ადუღებით

image

მაღალი ტემპერატურის ზემოქმედებით წყლის გასუფთავება და ბევრი სახიფათო ბაქტერიის, ვირუსის და პარაზიტის განადგურება ხდება. გარდა ამისა, ადუღებული წყალი უფრო რბილი ხდება, მასში თავისუფალი ქლორის და ჯანმრთელობისთვის სახიფათო ელემენტების და ნაერთების რაოდენობა მცირდება.


მსგავსი ეფექტის მიღწევა მხოლოდ ორი პირობის დაცვით შეიძლება:

  • წყალი მაქსიმუმ 15 წუთით უნდა ადუღოთ;
  • ჭურჭელს, რომელშიც წყლის ადუღება ხდება, თავსახური არ უნდა დააფაროთ;
სიმარტივის და პოპულარობის მიუხედავად, ამ მეთოდს თავისი არსებითი ნაკლი აქვს:

1.სუფთა წყალი შეიცავს ჟანგბადს, წყალბადის სულფიდს, კალციუმს, მაგნიუმს, ნატრიუმს და კალიუმს. დუღილის დროს წყლიდან ჟანგბადის გამოდევნა ხდება. მაღალი ტემპერატურის ზემოქმედებით იონები ერთმანეთთან რეაქციაში შედიან, შედეგად კალციუმის მარილი და სხვა ელემენტი წარმოიქმნება, რომელიც ჭურჭლის კედლებზე ნალექის სახით ჩნდება. შედეგად „მკვდარ“ წყალს ვღებულობთ და ამასთან ჯანმრთელობისთვის საშიშს: მაგ., კალციუმის მარილები დროთა განმავლობაში შეიძლება თირკმლებში ქვების გაჩენის, ართროზის და ართრიტის განვითარების მიზეზი გახდეს.

2.დუღილით წყლიდან ვერ გამოდევნით რკინას, ტყვიას, ვერცხლისწყალს და სხვა მძიმე ლითონს, რომლებიც ჯანმრთელობისთვის სახიფათოა.

3.და ბოლოს, ქლორი და მისი ნაერთები, გაცხელების დროს ორგანულ ნაერთებთან რეაქციაში შედის და ქმნიან ტრიგალომეთანსა და დიოქსინს - კანცეროგენულ ნაერთებს, რომლებიც ორგანიზმში გროვდება და სერიოზულ დაავადებას, მათ შორის კიბოს, იწვევს.


2.წყლის დაყენება

image

ეს მეთოდი ონკანის წყლის 8-12 საათით დაყენებას გვთავაზობს (სწორედ ამდენი დროა საჭირო იმისთვის, რომ ქლორი და სხვა მინარევები აორთქლდეს).

მავნე ნივთიერების აორთქლების დასაჩქარებლად წყალი პერიოდულად შეანჯღრიეთ.

გაითვალისწინეთ, რომ დაყენებულ წყალში მძიმე ლითონების მარილები რჩება, რომლებიც ფსკერზე ილექება, სწორედ ამიტომ დაყენებული წყლის გამოყენებამდე ერთი საათით ადრე წყლის შენჯღრევა შეწყვიტეთ.

მძიმე ლითონებისგან გაწმენდილი წყალი რომ მიიღოთ, გირჩევთ წყლის 2/3 ფრთხილად სხვა ჭურჭელში გადაასხით: ისე უნდა გააკეთოთ, რომ ნალექი არ გადმოგყვეთ.


3.წყლის გაყინვა

image

გაყინვა მარტივი და ეფექტური მეთოდია, რომელიც წყალს არა მხოლოდ მარილებისა და მავნე ნივთიერებისგან წმენდს, არამედ მის ხარისხის ზრდის და ჟანგბადით ამდიდრებს.

მტკნარი წყლის სარგებელი უდავოა:

  • ორგანიზმიდან მარილების და ქოლესტერინის გამოდევნა;
  • იმუნიტეტის გაძლიერება და სხვადასხვა დაავადების მიმართ ორგანიზმის მდგრადობის გაზრდა;
  • ალერგიის განვითარების რისკის შემცირება;
  • ორგანიზმის გაახალგაზრდავება;
როგორ მივიღოთ მტკნარი წყალი? ძალიან მარტივად:

  • პლასტმასის კონტეინერში (არა პლასტმასის ბოთლში) ან სპეციალურ საყინულის პაკეტში წყალი ჩაასხით, მაგრამ ბოლომდე არ აავსოთ. გახსოვდეთ, რომ გაყინული წყალი ფართოვდება. ამ მიზეზით მინის ჭურჭლის გამოყენება არ შეიძლება, რომელიც გაყინული წყლის ზემოქმედებით შეიძლება ადვილად გატყდეს.
  • წყლით სავსე კონტეინერი საყინულეში შედგით, სანამ 2/3 ნაწილი არ გაიყინება;
  • გადაასხით კონტეინერიდან წყალი, რომელიც არ გაიყინა, რადგან სწორედ მასში მარილი შედის, რომელიც გაყინვის პროცესს ხელს უშლის.
  • დარჩენილი ყინული გაყინეთ - ეს არის სასარგებლო მტკნარი წყალი.
  • რეკომენდებულია, დღეში 1, 5 – 2 ლ მტკნარი წყალი დალიოთ.

4.წყლის გაწმენდა აქტივირებული ნახშირით

image

აქტივირებული ნახშირი წყლის გასაწმენდად ბიუჯეტური, მაგრამ ეფექტური საშუალებაა, რომელიც სხვადასხვა მავნე მინარევებს და უსიამოვნო სუნს შთანთქავს.

სიტყვაზე, საყოფაცხოვრებო ფილტრები სწორედ რომ ნახშირს შეიცავს. ასეთი საიმედო ფილტრი თავად დაამზადეთ.

ამისთვის დაგჭირდებათ:

  • აქტივირებული ნახშირი (50 ტაბლეტი)
  • მარლა
  • ბამბა
  • 1 ლ მოცულობის მინის ქილა
  • 1, 5 ლ პლასტმასის ბოთლი
სამფენიანი ფილტრის მომზადება:

1.პლასტმასის ბოთლის ძირი გადაჭერით და თავით ქილაში ჩადეთ.

2.მარლა (20*20) გადაჭერით და მასში ბამბა გაახვიეთ - ეს ფილტრის პირველი ფენაა.

3.მეორე ფენა დაქუცმაცებული აქტივირებული ნახშირისგან შედგება, რომელიც ბამბაში უნდა გაახვიოთ.


4.მესამე ფენა პირველის იდენტურია

image

ჩვენი ფილტრი მზადაა! მნიშვნელოვანია, ფილტრის ფენები ერთმანეთს მჭიდროდ ეკვროდეს, ასე წყალი არა მხოლოდ მავნე ნივთიერებებს და სუნს მოიშორებს, არამედ მექანიკური ნაწილები და ჟანგიც მოშორდება.

ფილტრის მომზადების სურვილი და დრო არ გაქვთ, უფრო მარტივ ვარიანტს გთავაზობთ:

1.აქტივირებული ნახშირი (1 ლ წყალზე 1 ტაბლეტი) მარლაში გაახვიეთ.

2.შეხვეული წყლით სავსე ჭურჭელში ჩადგით და 6-8 საათი გააჩერეთ.

3.ახლა, უკვე სუფთა წყლით შეგიძლიათ ისიამოვნოთ!

5.წყლის გაწმენდა ვერცხლით

ამ მეთოდის დახმარებით წყალს მიკრობების, ვირუსების, ქლორის და სხვა მავნე ნივთიერებებისგან გაწმენდთ. ვერცხლის დახმარებით წყლის გაწმენდა ძალიან მარტივია. თქვენ ნებისმიერი ვერცხლის ნაკეთობა წყლით სავსე ჭურჭელში 8-10 საათით უნდა ჩადოთ.

ვერცხლი წყალს არა მხოლოდ წმენდს. ლითონი იმუნურ სისტემაზე დადებით გავლენას ახდენს, კანის და თმის მდგომარეობას აუმჯობესებს, ნივთიერებათა ცვლის პროცესს აუმჯობესებს, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მუშაობს არეგულირებს.

მნიშვნელოვანია! წყლის გასაწმენდად კოლოიდური (ან თხევადი) ვერცხლი არ გამოიყენოთ! ის ორგანიზმში გროვდება და მოწამვლას იწვევს, შეიძლება გამოიწვიოს სერიოზული დაავადება, რომელსაც არგიროზი ეწოდება. დაავადებას ახასიათებს კანის გამუქება (კანი მუქი ნაცრისფერი ხდება).


6.წყლის გაწმენდა სილიციუმით

image

მეთოდი მარტივი და ეფექტურია. ამისთვის 5-10 გრ წონის ქვა დაგჭირდებათ. შეგიძლიათ აფთიაქებში შეიძინოთ.

პროცედურა:

1.სილიციუმი თბილ გამდინარე წყალში გარეცხეთ.

2.ქვა მინის ქილაში ცივ გამდინარე წყალში მოათავსეთ. (5 გრ სილიციუმი 1 ლ წყალს წმენდს).

3.ქილას ორ ფენად გაკეცილი მარლა დააფარეთ.

4.წყალი 3 დღით დააყენეთ. მნიშვნელოვანია წყლით სავსე ქილას მზის პირდაპირი სხივები არ ხვდებოდეს, მაგრამ ასევე ბნელ ადგილას წყლის დაყენება რეკომენდებული არაა.

5.3 დღის გასვლის შემდეგ წყალი სხვა ჭურჭელში გადაასხით, ქილის ძირში წყლის მესამედი დატოვეთ, რადგან ის მარილებს და მძიმე ლითონებს შეიცავს.

6.თავად ქვა ყოველი გამოყენების შემდეგ კარგად უნდა გარეცხოთ და რეგულარულად ჯაგრისით გაწმინდოთ.

სილიციუმით წყლის გაწმენდა იმუნურ და სისხლძარღვების სისტემებზე დადებითად მოქმედებს, ასევე გამაახალგაზრდავებელი ეფექტი აქვს.

წყლის გასაწმენდად ღია ფერის სილიციუმი გამოიყენეთ.


7.წყლის გაწმენდა შუნგიტით

image

ეს მინერალი ქლორის, ფენოლის და აცეტონის ნაერთებს იზიდავს და შთანთქავს, წყალს მავნე ბაქტერიებს და მიკროორგანიზმებს აშორებს, რაც მთელი ორგანიზმის მუშაობაზე დადებით გავლენას ახდენს.

1 ლ წყლის გასაწმენდად 100 გრ შუნგიტი დაგჭირდებათ.

პროცედურა:

1.ქვა კარგად გარეცხეთ.

2.შუნგიტი ოთახის ტემპერატურის წყლით სავსე ქილაში მოათავსეთ და 3 დღით გააჩერეთ: ჭურჭელზე თავის დახურება აუცილებელი არაა. შეგიძლიათ უბრალოდ მარლა გადააფაროთ.

3.თავიდან წყალი მოშავო ფერის გახდება, მაგრამ ნელ-ნელა გამჭვირვალე გახდება, ხოლო შავი მინერალური მტვერი ფსკერზე დაილექება.

4.წყლის დაყენებიდან უკვე ერთ საათში ბაქტერიების და ნიტრატების იწმინდება, 3 დღის შემდეგ კი სამკურნალო თვისებებს იძენს. ყოველ შემთხვევაში ხალხური მკურნალები ამას ირწმუნებიან.

5.წყალი სხვა ჭურჭელში გადაასხით ისე, რომ 3 სმ წყალი ქილაში დატოვოთ.

ქვის ყოველი გამოყენების შემდეგ კარგად გარეცხეთ. თვეში ერთხელ ჯაგრისით გაწმინდეთ, ხოლო 6 თვეში ერთხელ ახლით ჩაანაცვლეთ.

სილიციუმით გაწმენდილი წყლისგან განსხვავებით შუნგიტით გაწმენდილ წყალს უკუჩვენება აქვს:

  • თრომბოზის წარმოქმნისკენ მიდრეკილება;
  • ონკოლოგიური სიმსივნე და მისი განვითარებისადმი მიდრეკილება;
  • გაზრდილი მჟავიანობა;
  • დაავადება ბოლო ეტაპზე;
სწორედ ამიტომ, ამ ქვის ფილტრის სახით გამოყენებამდე, ექიმთან კონსულტანცია აუცილებლად გაიარეთ.


8.ხალხური საშუალებები წყლის გასაწმენდად

image

ხალხური მედიცინა წყლის გასაწმენდად ბევრ მეთოდს გვთავაზობს.

ვაშლის ძმარი. 1 ჩ/კ ვაშლის ძმარი 1 ლ წყალში გახსენით და 2-3 საათით დააყენეთ, რომ მიკრობები მოკლათ.

ძმრის ნაცვლად შეგიძლიათ 5 %-იანი იოდი გამოიყენოთ. 1 ლ წყალს 3 წვეთი იოდი დაუმატეთ და წყალი 2 საათით დააყენეთ. შემდეგ ჩვეულებრივ გამოიყენეთ.

აქვე ვიტყვით, რომ ძმრითა და იოდით გაწმენდილ წყალს უსიამოვნო სუნი და უჩვეულო გემო აქვს.

გარდა ამისა, უნდა გახსოვდეთ, რომ ორგანიზმში იოდის ჭარბმა რაოდენობამ შეიძლება შემდეგი ფუნქციების დარღვევა გამოიწვიოს:

  • კუნთების სისუსტე
  • ჭარბი ოფლიანობა
  • დიარეა
  • განწყობის სწრაფი ცვლილება
სწორედ ამიტომ, იოდით წყლის გაწმენდის დროს ძალიან ფრთხილად უნდა იყოთ.

როგორც ხედავთ, წყლის გასაწმენდად ბევრი მეთოდი არსებობს, თქვენთვის ყველაზე უფრო შესაფერი მეთოდი გამოიყენეთ, სუფთა წყალი დალიეთ და ჯანმრთელები იყავით.


ასევე დაგაინტერესებთ:

1. აი, რა ხდება თქვენს ორგანიზმში, როცა მხოლოდ წყალს სვამთ (ვიდეო)

2. აი, რატომ უნდა დალიოთ ზამთარში უფრო მეტი წყალი, ვიდრე ზაფხულში: თქვენი შეშუპების მიზეზი ცნობილია

3. რა უნდა მიირთვან ქალებმა 30, 40, 50, 60 წლის ასაკში?

4. აშშ-ში არტერიული წნევის ახალი ნორმები დაადგინეს! აი, რამდენზე მაღალი არ უნდა იყოს

5. სახე - ჯანმრთელობის ბარათი. რა მინიშნებას გვაძლევს კონრეტულ ნაწილზე გაჩენილი აკნე?

6. 11 ხრიკი, რომლებიც წონაში დაკლებაში დაგეხმარებათ, მაშინაც კი, თუ ნებისყოფა არ გყოფნით

7. ეს სანელებელი ყავას ან ჩაის დაუმატეთ და თირკმლების პრობლემა სამუდამოდ დაივიწყეთ

8. თუ ღამე ამ დროს გეღვიძებათ, შეიძლება პრობლემები გქონდეთ, ეს სერიოზულია!

9. თქვენ მსუქანი არ ხართ, თქვენ შებერილობა გაქვთ! როგორ მოვიშოროთ შებერილობა ერთ ღამეში

10. შაქრის დეტოქსიკაცია - როგორ გავწმინდოთ ორგანიზმი შაქრისგან მხოლოდ 7 დღეში


უფრო მეტი კი იხილეთ აქ: Yoona-ს არხი

0
815
შეფასება არ არის
ავტორი:Yoona
Yoona
Mediator image
815
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0