x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
ნარკომანი თუთიყუშები ინდოეთში ყაყაჩოს ველებს შეესივნენ

image

დაკაიფებული ფრინველები ხეებს ეჯახებიან და ზიგზაგებით დაფრინავენ, სანამ ნარკოტიკის მოქმედება არ გაივლის.


თუთიყუშები ოპიუმზე "შეჯდნენ", ინდოეთის შტატ მადჰია-პრადეშში ყაყაჩოს პლანტაციებს რეგულარულად სტუმრობენ თუთიყუშები, ამის შესახებ იტყობინება India Today.



ფერმერების განცხადებით თუთიყუშების დიდი გუნდი პლანტაციებს დღეში 30-40-ჯერ სტუმრობს.


image

ზოგიერთი ფრინველს ყაყაჩოს თესლი თან მიაქვს, ზოგი კი ელოდება ფერმერი როდის გაჭრის ხაშხაშის ნაყოფს.

შედეგად დაკაიფებული თუთიყუშები ზიგზაგებით დაფრინავენ და ხეებს ეჯახებიან, როდესაც ნარკოტიკის მოქმედება გაივლის, ისევ უკან პლანტაციაში ბრუნდებიან.


"ერთი ყვავილი 20-25 გრამ ოპიუმს იძლევა, თუთიყუშების გუნდი კი დღეში 30-40-ჯერ იკვებება, ბევრს ყვავილი თან მიაქვს, ხელისუფლებას რამდენჯერმე მივმართეთ, მაგრამ ჩვენი არავის ესმის, იძულებულები ვართ დღე და ღამე აქ ვუდარაჯოთ, ჯერ იყო და ეს გვალვები, ახლა ფრინველები"-აცხადებს ერთ ერთი ფერმერი ნიმუჩის რაიონიდან.


ოპიუმი-ერთ ერთი ყველაზე მსხვილი ბიზნესია მადჰია-პრადეშის შტატში, ოპიუმის პლანტაციები 44 000 ჰექტარზეა გაშენებული, 2015 წელს ანალოგიური პრობლემები შეექმნათ ჩიტორგარჰის და პრატაპგარჰის რაიონებს.


ოპიუმი — იგივე "ყაყაჩოს წვენს" მედიცინაში იყენებენ, როგორც ძლიერი ტკივილგამაყუჩებელ და საძილე საშუალებას, სწორედ ოპიუმისგან მიიღო მეცნიერმა ფრიდრიხ ვილჰელმ სერტიურნერმა მორფი.

0
225
6-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
225
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0