x
image
ნიკოლოზ ხუციშვილი
Mediator image
ტრამპის ტრაპი ჩაქვრა და თვითმფრინავისგან დაცვამ გამოაგორა, კიმი მომატებული ჩანს

image

ამ დღეების მთავარი საერთაშორისო თემებია აშშ - ჩრდ.კორეის სამიტი და დაძაბულობა კაშმირში, მსოფლიოს ყველაზე ცხელ წერტილში.


ტრამპი-კიმ ჩენ ინის შეხვედრა ჰანოის დეკლარაციით დასრულდა. ბევრს ვერაფერს მიაღწიეს, თუმცა დიალოგის ფორმატში დარჩნენ. კიმმა, ყველაფერი უცებ ვერ გადაწყდებაო. კარგად მიჰყავს პროცესი, ვერაფირს იტყვი. თუმცა, სანქციები დარჩა. ტრამპმა ძაან მოინდომა კიმმაო. სამიტი ადრე დასრულდა, დაგეგმილი სადილი, ფუა-გრებით და რაღაც განსაკუთრებული სოუსებით, გაუქმდა და დარჩა პერსონალს, ტრამპის ტრაპი ჩაქვრა და თვითმფრინავისგან დაცვამ გამოაგორა (იხ. ვიდეო). წინა შეხვედრის შემდეგ, კიმი მომატებული ჩანს. მეტი სათქმელი არაფერია.


რუსული მედია ნერვიულობს, რომ აშშ ერთდროულად დატოვეს პრეზიდენტმა და ვიცე-პრეზიდენტმაო. მსგავსი მართლაც იშვიათობაა.


გაცილებით სერიოზულადაა საქმე ქაშმირში, სადაც ერთმანეთს ორი ბირთვული სახელმწიფო, ინდოეთი და პაკისტანი დაუპირისპირდნენ.


არ მოგაწყენთ მათი სამხედრო პოტენციალების შედარებით. მხოლოდ ერთს აღვნიშნავ, რომ თითოეულს, დაახლოებით, 130-160 ბირთვული ქობინი გააჩნია, რაც კონფლიქტს სულ სხვა დაძაბულობას მატებს.


ცოტაოდენ ისტორია. როგორც სირიის საკითხის შესახებ პუბლიკაციებში მოგახსენეთ, ახლო აღმოსავლეთს დამშვიდება არ უწერია-მეთქი, იგივეს და იმავე მიზეზით გეტყვით კაშმირთან მიმართებაში, - დამშვიდება არ უწერიათ.


1947-48 წლებში, როცა დასრულდა დიდი ბრიტანეთის კოლონიალური გავლენა რეგიონზე, შეიქმნა ინდოეთი, პაკისტანი, მოგვიანებით ბანგლადეში. საზღვრები ისე იქნა გავლებული, რომ დარჩა საკამათო ტერიტორიები. არის ცალკე პაკისტანის, ცალკე ინდოეთის კონტროლირებადი კაშმირი, გარკვეულ რაიონს აკონტროლებს ჩინეთი (იხილეთ რუკები).


ამ ტერიტორიული პრობლემების მოგვარება, ახლო მომავალში, წარმოუდგენელია. შეგიძლიათ გადახედოთ ამ რეგიონის თავიაებურებებს, ეთნიკურ შემაშგენლობას, დაინტერესებულ უმსხვილეს სახელმწიფოებს. იგივე დასკვნას გამოიტანთ.


რუსულ მედიაში ბრიტანელების ბრალეულობებზე საუბრობენ, ცუდად დახატეს საზღვრებიო. შევახსენებდი საბჭოთა გამოცდილებას, როგორ დაჯღაპნეს ავტონომიები, რესპუბლიკების საზღვრები, ვერ ვაწვდენ ხმას.


50-იანი წლებიდან ინდოეთ-პაკისტანს შორის იყო რამდენიმე ომი და მსგავსი დაძაბულობა. ყოველწლიურად, შეტაკებებისას, იღუპება ასობით ადამიანი.


ბოლო დაპირისპირება დეკემბერში დაიწყო, როცა პაკისტანის კონტროლირებადი ტერიტორიიდან ინდოეთის კონტროლირებად რაიონში მასშტაბური ტერაქტი მოხდა.


პასუხად, ინდოეთმა ტერორისტთა მოსამზადებელ ცენტრზე საავიაციო იერიში მიიტანა. პაკისტანმა ინდოეთის თვითმფრინავი ჩამოაგდო. შემდეგ ინდოეთმა უპასუხა იგივეთი და ა.შ. უკვე სამი საფრენი აპარატია ჩამოგდებული.


მაიმედებს მიმართვა, რომელიც პაკისტანის ლიდერმა გაავრცელა. ის ხაზს უსვამს, რომ ვითარება საკმაოდ დაძაბულია და საჭიროა დავსხდეთ მოლაპარაკების მაგიდასთან, სანამ პროცესები ხელიდან გაგვიშვია და შეცდომები დაგვიშვიაო. თუმცა, ამ განცხადებაში ფარული მუქარაცაა.


იმის გარდა, რომ დაპირისპირებულია ორი ბირთვული, ორი მრავალრიცხოვანი სახელმწიფო (პაკისტანში 200 მილიონზე მეტი ცხოვრობს), მათ გარდა ინტერესები აქვთ ჩინეთს და ამერიკას. რა თქმა უნდა გასათვალისწინებელია რუსეთიც, რომელსაც მჭიდრო სამხედრო-ტექნიკური და ეკონომიკური ურთიერთობები აქვს ინდოეთთან.


შესაბამისად, მოსალოდნელია რუსეთის დიპლომატიერი გააქტიურება. კრემლი, ჩინეთთან ერთად, შეეცდება მომლაპარაკებლის ინიციატივით გამოვიდეს, რაც მას გეოპოლიტიკურ დივიდენდებს მოუტანს. ამიტომ, ვაშინგტონს, ევროპას, გაეროს, მართებთ სწრაფად და აქტიურად იმოქმედონ.


ბირთვული დაპირიაპირების ან ფართომასშტაბიანი ომის მოლოდინი არ მაქვს. დავაკვირდეთ მხოლოდ თუ ვინ დარჩება მოგებული ამ დაპირისპირების შემდეგ, ვინ გაიუმჯობესებს პოზიციებს?!


(სირია ვალად მადევს. იქაც არაა სიმშვიდე და არაა მარტივად)image

0
116
3-ს მოსწონს
ავტორი:ნიკოლოზ ხუციშვილი
ნიკოლოზ ხუციშვილი
Mediator image
116
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0