x
image
ნიკოლოზ ხუციშვილი
ანაკლიის პორტის მშენებლობა უნდა მივანდოთ ისეთ კომპანიებს, რომ 2,5 მლრდ სადმე ოფშორში არ აღმოჩნდეს
imageთი-ბი-სის შესახებ ვუსმინე პროკურატურის ბრიფინგს.
ჩამოვწეროთ პუნქტებად:
- ბანკმა გასცა 17 მლნ. აშშ დოლ. სესხი კომპანიაზე, რომელსაც საბრუნავი საშუალებების შესავსებად,
- იმავე დღეს 17 მლნ გადაირიცხა ბანკის მმართველების პირად ანგარიშებზე, რითაც, ერთი მხრივ, სესხის მიზნობრიობა დაირღვა, მეორე მხრივ ბანკის და არა პირადი თანხების პირად ანგარიშებზე გადატანა მოხდა,
- ნახევარ წელში კომპანიებს სესხის დაფარვის ვადა ერთი წლით გაუგრძელეს (აბა მობილურის განვადებაზე სცადეთ არ გადაიხადოთ) ისე, რომ სესხის დაფარვა დაწყებული არ იყო,
- ამ გადაწყვეტილებიდან ერთ თვეში სესხს მიანიჭეს უიმედოს სტატუსი. რატომ, წლები იყო გასული და გადამხდელს არაფერი გააჩნდა თუ რა?
- სესხის თანხის გადაუხდელად გარე საბალანსო ანგარიშზე გადაიტანეს, ანუ ჩამოწერეს,
- არ შეაწუხეს თავდები პირები 17 მილიონის გამო?!),
- კომპანიებს, რომელთა სესხებს უიმედოს სტატუსი მიანიჭეს და სესხი ჩამოაწერეს (მანამდე ეს თანხები პირად ანგარიშზე გადაიტანეს. თეთრი კი არა ჭრელი ძაფებითაა ნაკერი), ისევ აკრედიტებდნენ. ამ დროს მობილურის ან ტუალეტის ქაღალდის განვადების დარღვევის გამო, შავ სიაში შეყავხარ ნებისმიერ საფინანსო ორგანიზაციას. საინტერესოა სხვა კრედიტებზე რა ხდება, რომლებიც ამ ფირმებმა აიღეს?!
- ამის შემდეგ პირველი ორი კომპანია ახალი ოფშორული ფირმით ჩანაცვლდა, რომელმაც სესხის დაბრუნების ვალდებულება გააფორმა. რატომ?!
- ძველ და ახალ კომპანიებს შორის მიღება-ჩაბარების აქტი 2012 წელს გაფორმდა, ანუ 6 წლის წინ. ხანდაზმულობა, ალბათ, აღარ ეხება.
- სესხის დაბრუნება დღემდე არ მომხდარა.



სპეციალურად დეფისებად გავწერე პროკურატურის ინფორმაცია, რათა უფრო მაეტივად იყოს გასაგები.



ამის წაკითხვის შემდეგ საუბრები იმაზე, რომ აქამდე სად იყვნენ და ა.შ. ან ის რომ ბანკს მიადგება საფრთხე, ან ანაკლიის პორტის მშენებლობის ამოფარება, არაადეკვატურია.


ვისაც ბანკის რეპუტაცია ადარდებს, ნუ ისაუბრებთ საერთოდ და ხმაურიც არ იქნება. მე პირადად ამ პოსტით ვხურავ ამ თემას. აქ ყველაფერი ნათელია.




მეტსაც გეტყვით, ზუსტად ანაკლიის პორტის მშენებლობა უნდა მივანდოთ ისეთ კომპანიებს, რომ 2, 5 მლრდ სადმე ოფშორში არ აღმოჩნდეს. სანქტ-პეტერბურგის სტადიონს 15 წელი აშენებდნენ და დაგეგმილზე 10-ჯერ მეტი დაჯდა.



გვარებს შეგნებულად არ ვასახელებ. უდაოდ ნიჭიერი ბიზნესმენებია და პიროვნულად არაფერი მაქვს საწინააღმდეგო. ბევრისგან განსხვავებით, არასდროს დამიძახია ბანკირებისთვის მევახშეები და ნებისმიერი წარმატებული ბიზნესმენის მიმართ პატივისცემით ვარ განწყობილი.



უბრალოდ, ვისმენ აბსურდულ შეფასებებს. რაც ზემოთ ჩამოვწერე ჯერ სასამართლოში უნდა დაამტკიცოს პროკურატურამ. თუმცა, ბანკის აქციონერები არ უარყოფენ.



და ბოლოს, ბანკის ბიზნესი 500 დოლარით არ იწყება. სავალუტო ჯიხური რომ აამუშაოთ, ყველაზე მცირე, საბრუნავად 10-15 ათასი დოლარი დაგჭირდებათ.



ასევე, საქართველოს საგარეო ვალის (მგონი 16 მილიარდია) მეოთხედი კომერციულ საფინანსო ორგანიზაციებზე მოდის. საგარეო ვალი ეკონომიკაზე, ქვეყნის ფინანსურ სისტემაზე, შესაბამისად, ჩვენზეც აისახება. ასე რომ ბანკების საქმიანობა მთლად მხოლოდ მათი საქმე არაა.



ვიმეორებ, თუ ბანკის რყევები გვადარდებს, გადავიდეთ მშვიდ რეჟიმში. ლარის კურსის არ იყოს, როცა მყარდება, ჩუმად ვართ, ეცემა, - აჟიოტაჟს ვიწყებთ. პირიქით სჯობს ხოლმე. თუმცა ორთავე პროცესს სიჩუმე უხდება. კურსზე ათამდე ფაქტორი მოქმედებს, ერთ-ერთი პანიკაა.



ჩემთვის თემა დაიხურა.image

2
63
3-ს მოსწონს
ავტორი:ნიკოლოზ ხუციშვილი
ნიკოლოზ ხუციშვილი
63
  
2019, 1 მარტი, 18:04
თავიდანვე სჯობდა ბატონი თემურ ქარჩავას პროექტი და საინვესტიციო ჯგუფი ჩაერთოთ, ბევრად მეტი ინვესტიცია იდებოდა პროექტში.
2019, 1 მარტი, 16:36
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 2