x
მეტი
  • 27.04.2024
  • სტატია:134548
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508610
ნახეთ, რას წერს გიორგი კეკელიძე ლადო აფხაზავაზე

საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის პრეზიდენტი გიორგი კეკელიძე მასწავლებლის მსოფლიო გლობალური ჯილდოს ათეულში მყოფ მასწავლებელზე, ლადო აფხაზავაზე წერს.


"გასაკვირი სხვანაირად უფრო იქნებოდა - ყველა დიდ საქმეს უკან ტალახს მივადევნებთ და რაღა ამ ამბავს გამოვტოვებდით. ტრადიციულ ეროვნული სპორტში ჯერაც ჩემპიონები ვართ. ლადო ამ გზას ახლა გადის; უმძიმესი ცხოვრების და თავგადაკლული შრომის შემდეგ პირველ წარმატებებს რომ უცაბედი ცილისწამებების ნიაღვარი მოყვა, არ იმჩნევს, მაგრამ ვატყობ - იმედგაცრუებულია. არ მოიტყუოთ თავი - ჭორით, სეირით და ტალახის სროლით ჩვენში ყველა ერთობა - ლიბერალიც და არალიბერალიც, მემარცხენეც და მემარჯვენეც - გიპოვის რაღაც მიზეზს, დაგკბენს და გაღიმებული გაივლის. ამიტომაც, როცა მეუბნებიან: “ შენ ყველას უყვარხარ" მეღიმება და ცხადად წარმოვიდგენ, როგორ შემოტრიალდება ეს ყველა ცოფიანი ძაღლივით, თუ ერთხელ ფეხი დაგიცდა ან ვინმემ ფეხის დაცდენა გამოგიგონა. მხოლოდ ერთი გზა ვიცი პასუხად. საქმეების, რომელსაც ვაკეთებ, ორმაგი ძალით გაგრძელება. ბრძოლის ველის განვრცობა. შრომა, შრომა და შრომა. ლადო ჩემი მეგობარია. ისიც ამ გზაზე დგას"


image

0
150
შეფასება არ არის
ავტორი:ელენე გუმა
ელენე გუმა
150
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0