x
მეტი
  • 30.04.2024
  • სტატია:134540
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508662
გილა – თანამედროვე ურჩხული მომაკვდინებელი შხამით
გილა

ამქვეყნად უამრავი შხამიანი და მომაკვდინებელი არსება ცხოვრობს, როგორც წყალში, ასევე ხმელეთზე და ჰაერში. ეს მონსტრები არაჩვეულებრივი თვისებებით გამოირჩევიან: ზოგს მომაკვდინებელი შხამი აქვს, ზოგს – უზარმაზარი ეშვები, ზოგს კი მომწამვლელი საცეცები, თუმცა გილა მაინც ყველასგან გამოირჩევა საკუთარი არაჩვეულებრივი მონაცემებით.


ეს მოვარდისფრო-მოშავო და მოყვითალო-მოშავო ფერის ურჩხული ჩრდილოეთი ამერიკის უდაბნოთა ბინადარია. აქტიურობს დღისით. იკვებება ძირითადად ფრინველების და სხვა რეპტილიების კვერცხებით.


მისი შხამი გასაოცარი თვისებების მატარებელია. პლანეტაზე არ არსებობს სხვა არცერთი ოთხფეხა რეპტილია, გილაზე უფრო ძლიერ საწამლავს რომ გამოიმუშავებდეს.



ამ მონსტრის ნაკბენი იწვევს უძლიერეს ტკივილებს. მსხვერპლს სისხლის წნევა სწრაფად ეცემა დაბლა, შემდეგ ნაკბენი უსივდება და იღუპება.


ამ ხვლიკის წონა 1 კილოგრამამდეა, ხოლო სიგრძე – 45-55 სანტიმეტრი. ბინადრობს ამერიკის შეერთებულ შტატებში, ძირითადად არიზონასა და ნიუ-მექსიკოში. უყვარს უდაბნოები, ნახევარუდაბნოები და ნათელი ტყეები. თავშესაფრად იყენებს კლდეებს. სახლობს ძირითადად მიწაზე, თუმცა ხანდახან 2, 5 მეტრის სიმაღლის ხეებსა და ბუჩქებზეც ადის, რათა ფრინველთა კვერცხები მოიპოვოს. ნოემბრიდან მარტამდე უძრავად ზის თავის ბუდეში, რომელსაც მანამდე ძირითადად კურდღელს ართმევს, თუმცა, ნათელ დღეებში ბუდიდან გარეთ გადის და მზეს ეფიცხება. აპრილიდან ივნისის დასაწყისამდე აქვს აქტიურობის პიკი. გილა ამ დროს ყველაზე მეტ კალორიას აგროვებს. გამრავლების პერიოდი აქვთ მარტში. ამ დროს მამლები ერთმანეთს ეჩხუბებიან ხოლმე, რათა მდედრის განაყოფიერების უფლება მოიპოვონ.


გილა თავის უძლიერეს შხამს ქვედა ყბის ჯირკვლების მეშვეობით აწარმოებს. თუმცა, გველებისგან განსხვავებით გილას შხამი კბილში მოთავსებული ხვრელის საშუალებით კი არ გადაეცემა მხვერპლს, არამედ ყბაზე მოთავსებული ჯირკვლების მეშვეობით.


აღნიშნული ხვლიკის შხამს სამკურნალო თვისებებიც გააჩნია და ხანდახან გამოიყენება დიაბეტის სამკურნალოდ. ამასთანავე უნდა ითქვას, რომ ადამიანს მხოლოდ უკიდურესი გაღიზიანების შემთხვევაში ერჩის. დანარჩენ დროს უსაფრთხოა და არ არის ისეთი მავნე ცხოველი, როგორიც ერთი შეხედვით ჩანს.გილა



0
291
შეფასება არ არის
ავტორი:დავითი ჩუთლაშვილი
დავითი ჩუთლაშვილი
291
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0