x
image
ნიკოლოზ ხუციშვილი
საქართველოს დამოუკიდებლობა ფორმალურად აქვს. დღეს ჩვენი ერი და ქვეყანა ოკუპირებულია

image
დღეს 25 თებერვალია, გმირობისა და ღალატის დღე. მიუხედავად ქართველი ჯარისკაცების მოუდრეკელობის და
ამდენი დაღვრილი სისხლისა, ეს თარიღი ერთ-ერთი ყველაზე სამარცხვინოა საქართველოს ისტორიაში. მთავრობამ, რომელსაც წესით სისხლის უკანასკნელ წვეთამდე უნდა ებრძოლა იმისათვის, რომ აგრესორს და წითელ ჭირს არ დაეპყროთ ქვეყანა, ფარ-ხმალი დაყარა და თბილისი უბრძოლველად ჩააბარა მოღალატე სერგო ორჯონიკიძეს, რომელსაც პირადად იოსებ ბესარიონის-ძე ჯუღაშვილისგან, ასევე მოღალატისგან, ჰქონდა დავალებული საქართველოს საბჭოთა ოკუპაცია. ამან ჩვენი ქვეყნისთვის მეტად საზარელი შედეგები მოიტანა. მოხდა კერძო საკუთრების აკრძალვა, გლეხებისთვის მიწების უსასყიდლოდ ჩამორთმევა, კოლექტივიზაცია, სადაც განათლებულს და გაუნათლებელს ერთი და იგივე ხელფასი ჰქონდა, ხელოვნებაზე და წიგნებზე უმკაცრესი ცენზურის დადება, მოაზროვნე ლექტორების, მწერლებისა და საზოგადო მოღვაწეების დატერორება, დახვრეტა, გაგულაგება, მათ მაგივრად კი კომუნისტური იდეოლოგიის მატარებელი კოლაბორაციონისტების დანიშვნა, ეროვნული არქივის განადგურება, ისტორიის გაყალბება, ქართველი ერის წარმოჩენა, როგორც ჩამორჩენილის და გაუნათლებელის, ხოლო რუსეთის, როგორც განმანათლებელის, გადამრჩენელის და დიდი ძმის, სასულიერო პირების დახვრეტა, ეკლესიების დანგრევა, საქართველოს ეკლესიის დამნაშავე ორგანიზაციად გამოცხადება, ქართული საბრძოლო ხელოვნების აკრძალვა, იარაღების ტარების აკრძალვა, სხვა რჯულის ხალხების მასობრივი შემოდინება, საბჭოთა რუსეთისა და ნაციონალ-სოციალისტური გერმანიის ომში 700000 ქართველის ძალდატანებით გაწვევა და აქედან 350000 ადამიანის დიდი მხსნელი, გადამრჩენელი რუსეთისთვის მსხვერპლად შეწირვა, მაშინ როდესაც გერმანიას საქართველოსთან კონფლიქტი არ ჰქონდა! საბჭოეთში ყველაფერი აკრძალული იყო და ხშირად გაგულაგებით ან სიკვდილით ისჯებოდა დიადი ბელადის ბრძანებით! ამ ყველაფერმა მოიტანა ქართველი ერის სულიერი და ფიზიკური გადაგვარება.ქართველი ადამიანი, რომელიც სულ ომებში იყო და კავკასიის ნამუსად ითვლებოდა, მიეცა ყოველგვარ განცხრომას. საბჭოთა პოლიტიკამ ქართველ ერს ცხოვრების მთავარ პრიორიტეტად საჭმელი და ფული დაუწესა. ქართველი, რომელიც საერთო კეთილდღეობისთვის იღვწოდა, მიეცა ამ განცხრომას. image
საბჭოეთის დაშლის შემდეგაც, დღეს ზუსტად იმავე ნომენკლატურის ადამიანები გვყავს მაღალ წრეებში, როგორებიც ისინი იყვნენ, მაგრამ ამჯერად დემოკრატიას ამოფარებულები. ეს ადამიანები ვითომ გმობენ რუსეთს, მაგრამ ზუსტად მათი პოლიტიკის გამტარებლები არიან და ზუსტადაც საქართველოს რუსეთიზაციას ისახავენ მიზნად. უამრავ მათთაგანს რუსეთში ბიზნესებიც აქვთ. საქართველოში ყველა პრესას, ყველა ტელევიზიას, ყველა სამთავრობო ინსტიტუციას ერთი პატრონი ჰყავს და ეს არის ის ინტერნაციონალი, რომელიც ფარულად აწარმოებს ომებს სხვადასხვა მისთვის მტრულ სახელმწიფოებში. რა სიტყვის თავისუფლებაზეა ლაპარაკი, როცა ებრაელს გააკრიტიკებ და ანტი-სემიტს გეძახიან, ზანგს, აზიატს ან არაბს რამეს ეტყვი და რასიზმს ან ქსენოფობიას გტენიან, უზნეობაზე ხმას ამოიღებ და ჰომოფობი ხარ, გენდერულ თანასწორობას დაგმობ და სექსიტი ხარ, სიცრუეში ამხელ და რუსეთის აგენტი ხარ, რამე პატრიოტულს თუ იტყვი შოვინისტი ხარ. ეს ინტერნაციონალები ვითომ ერთმანეთს ებრძვიან, მაგრამ საკმარისია გამოჩნდეს მესამე ძალა, რომ ისინი ეგრევე შეკრავენ პირს და დაიწყებენ ამ ხალხის დაჩაგვრას და აი აქ კი კარგად ჩანს, თუ რა დონის ნაძირლები და მატყუარები არიან ისინი, თუ როგორ უტიფრად გამოდიან და დაპირისპირებაზე ლაპარაკობენ, როდესაც ისინი რეალურად მეგობრები არიან, როგორ საზარელად ატყუებენ თავიანთ ერს, როცა თვითონაც იციან, რომ ეს არ გამოვა! ვინც აქ თავს ამოიცნობს მე იმას მინდა ვუთხრა, რომ შენ ხარ ქართველი ერისა და მაშასადამე ჩემი მტერიც, მე კიდე ჩემი ერის მტრები მეზიზღებიან!image



საქართველოს დამოუკიდებლობა ფორმალურად აქვს. დღეს ჩვენი ერი და ქვეყანა არის ოკუპირებული გეოგრაფიულად, ფიზიკურად, სულიერად, ეკონომიკურად და ყველანაირად!image
ეკლიანია ქართველი მემარჯვენეების გზა, თუმცა მე მჯერა ჩვენი ბრძოლა და თავგანწირვა უპასუხოდ, დაუფასებლად არ ჩაივლის. ჩვენი ერისთვის და ქვეყნისთვის ღირს ბრძოლა, ომი და 100-ჯერ სიკვდილი. ჩვენი 1918-1921 წლების რესპუბლიკის ეროვნული იდეოლოგიით აღდგენისთვის ღირს თავგანწირვა!image



დიდება საქართველოს!გამარჯვებას დიდება!image

2
126
3-ს მოსწონს
2-ს არა
ავტორი:ნიკოლოზ ხუციშვილი
ნიკოლოზ ხუციშვილი
126
  
2019, 25 თებერვალი, 21:40
ნაწყვეტი სტატიიდან "ეს თარიღი ერთ-ერთი ყველაზე სამარცხვინოა საქართველოს ისტორიაში. მთავრობამ, რომელსაც წესით სისხლის უკანასკნელ წვეთამდე უნდა ებრძოლა იმისათვის, რომ აგრესორს და წითელ ჭირს არ დაეპყროთ ქვეყანა, ფარ-ხმალი დაყარა და თბილისი უბრძოლველად ჩააბარა მოღალატე სერგო ორჯონიკიძეს, რომელსაც პირადად იოსებ ბესარიონის-ძე ჯუღაშვილისგან, ასევე მოღალატისგან,"-გინდაც სისხლის უკანასკნელ წვეთამდე ებრძოლათ და გინდაც უბრძოლველად ჩაბარებოდნენ,კომუნისტებმა 15 რესპუბლიკა გააბოლშევიკეს და შემოიერთეს და ნახევარი ევროპა გააწითლეს,ასე რომ ჩვენ წითელი კოჭი ვერ ვიქნებოდით,ეს იყო გარდაუვალი,,რაც შეეხება სათაურიდან გამომდინარე დამოუკიდებლები ფორმალურად ვართ მართლაც და ბრძოლა გრძელდება..
2019, 25 თებერვალი, 16:13
ავტორო - ყველაფერში გეთანხმები, თითქმის:) არა გეთანხმები მაგ.: "გერმანიას საქართველოსთან კონფლიქტი არ ჰქონდაო" ამბობ, გულწრფელად გჯერა, რომ ჩვენ დამოუკიდებლობის პირობებში, თავიდან ავიცილებდით მსხვერპლს? შესაძლოა არა ამდენს(შეიძლება მეტიც ყოფილიყო), მაგრამ ომში მაინც "მიგვაღებინებდნენ" მონაწილეობას. და ეს მემარჯვენეობა რაღატომ "გამოურიე"? რა, მაგათ გარდა არავის გვტკივა ქვეყანა, თუ როგორ გგონია? და ბოლოს, 1918-1921 წწ-ების მთავრობის უნიათობისა თუ მათივე "ინტერნაციონალიზმის" ბრალიც იყო ჩვენი გასაბჭოება, ამდენს ნამდვილად უნდა ხვდებოდე, თუ არ იცი კიდეც, ასე რომ "1918-1921 წლების რესპუბლიკის ეროვნული იდეოლოგიით აღდგენისთვის" კი არა, სახელმწიფოს განვითარებისთვის, ეროვნული იდეოლოგიითა და თანამედროვე ტექნოლოგიით, უნდა ვიღვაწოთ ყველამ და არა მარტო მემარჯვენეებმა, არ მეთანხმები? :)
0 1 2