x
image
ნიკოლოზ ხუციშვილი
„ახლა უკვე მისი საფლავის ქვაზე ვისხედით მე და ჩემი მეგობრები" - თათა ქუტიძის გულის სიღრმიდან ამოგლეჯილი სიტყვები
image

გურამ თავართქილაძის უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის კათედრის ხელმძღვანელი მარინა ვეკუა სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:


რამაზის სტუდენტის, თათა ქუტიძის გულის სიღრმიდან ამოგლეჯილი სიტყვები:


ფოტო, რომელიც დღეს Profile სურათად მიდევს, არაერთხელ გამიზიარებია და ისედაც ამხელა სტატიაზე უამრავი რამ გადამიწერია სათაურად - რასაც ვგრძნობდი, როგორც დამაკლდა, როგორც შემეძლო... დღეს ამ კაცის დაბადების დღეა, ამბობენ, ადამიანების გაიდეალება არ შეიძლებაო, მაგრამ ალბათ ესეც იმიტომ გავიფიქრე, მის შეცდომებს რომ ვერსად ვხედავდი და საერთოდ მგონია, რომ ადამიანებს, რომლებსაც კომუნიკაცია და მეორე ინდივიდთან ურთიერთობა არ ეშლებათ, განსაკუთრებულ ცხოვრებისეულ შეცდომებსაც არ უშვებსენ(ეს ისე, ჩემი პირადი დამოკიდებულება)... ამიტომ დარჩა ჩემს მეხსიერებაში ზეადამიანად, ალბათ, რადგან მასზე ყოველთვის კარგი მესმოდა... (მე თამამად შემიძლია ვთქვა დღეს, რომ ასეთი შემთხვევა მათ მიმართა - ც კი არ მქონია, ვისაც მართლა პატივს ვცემ და მეამაყებიან თავიანთი ცხოვრების წესით).



...


ოქტომბერი იყო, ჩინეთიდან ახალჩამოსული ვიყავი, ეხლა უკვე მისი საფლავის ქვაზე ვისხედით მე და ჩემი მეგობრები, სამნიაშვილი გიორგი და Jimi... სურათის მარჯვნივ კედელივით იყო რაღაც, ზურგით იმ კედელს ვეყრდნობოდი და ვიხსენებდით უამრავ რამეს რაც მასთან ერთად გადაგვხდენია, მის ფრაზებს, დამოკიდებულებას ადამიანების და ზოგადად ჩვენი, როგორც სტუდენტების მიმართ... ვიხსენებდით რამდენჯერ ‘’დაგვძლია’’ და ‘’გაგვტეხა’’ )) სიტყვით რას ვაჯობებდით ))) ვიჯექი ზუსტად იმ სასაფლაოს ქვაზე და ყურში ჩამესმოდა მაგიდაზე გაშლილი ხელის ბრახუნი )) ჩვევა ქონდა როცა რაიმეს გვიმტკიცებდა და თან გვინდოდა თუ არა უნდა დაგვეჯერებინა ))
და მაშინ დაიბადა იდეა, როცა გიორგის შევხედე და ორივე მივხვდით, რომ ერთი რაღაც უნდა გვეთქვა... აღარც გაგვიგრძელებია ბევრი, იდეა რომელიც მანამდე თურმე სურვილებად არსებობდა, გადავწყვიტეთ სისრულეში მოგვეყვანა და 23 თებერვალს ყოფილიყო მისი გახსენების საღამო, რომელიც იქნებოდა სტუდენტების ორგანიზებული და ყველა მისი მეგობარი, კოლეგა, თუ ოჯახის წევრი, იქნებოდა ამ ჩვენი პატარა სპეკტაკლის მაყურებელი ან ნოველის მკითხველი, რომელიც ბატონ რამაზ ლომინაძეზე დაიწერა, ჩვენს უფროს მეგობარზე, ჩვენი უფლებების თავგანწირვით დამცველზე და ბოლოს ჩვენს ლექტორზე, რომელიც იყო პრაქტიკოსი, საინტერესო და ორიგინალური, იმიტომ, რომ ის მხოლოდ სილაბუსს არ მისდევდა“, ის უკან იტოვებდა ამ ფორმალობებს და ახალი შტრიხები შემოქონდა თანამეროვე განათლებაში... ის ბევრს და ჩვენ, ყველას გვასწრებდა, ჯერ მარტო თავისი შინაგანი მდგომარეობით.


სადღაც ორი კვირის წინ ვკითხულობ, რომ ახლა უკვე მისი სახელობის ფონდი დაარსა მისმა მეუღლემ, ქალბატონმა მარინა ვეკუამ და სწოედ მის დაბადების დღეზე, 23 თებერვალს მოხდებოდა ამ ფონდის პრეზენტაცია... ფონდის, რომელიც წარჩინებულ სტუდენტებს სწავლას დაუფინანსებდა... პირველი რაც გავიფიქრე - იქედანაც მოტივატორი და ‘’მამა’’ იყო  გამეღიმა და ვიყავი ამაყი, რომ ეს ყველაფერი მოხდებოდა სწორედ ჩემი უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზში, სადაც უამრავი რამ გაგვივლია...და ეს ნამდვილად იყო პატივი! დედაჩემს ვფიცავარ, რომ მთელი 2 კვირა ამ დღეს ველოდი...!


...


და დადგა ეს დღეც, დღეს, 23 თებერვალს! სამსახურიდან ზუსტად ორი საათით გავენთავისუფლე და წავედი... შევედი დარბაზში რომელიც სავსე არა, მოჭედილი დამხვდა, რათქმაუნდა პირველმა რიგმა მიიქცია ყურადღება, იქ გვერდიგვერდ ისხდენ ბატონიი ვაჟა ლორთქიფანიძე, ბატონი ავთანდილ კიკნაძე და არაერთი პროფესორი, მათ გვერდზე იყო ხოლმე ბატონი რამაზ ლომინაძე, რომელიც შემოვიდოდა თუ არა, რაღაც სხვა პასუხისმგებლობით ვიმუხტებოდი ჩემი ყველა საჯარო გამოსვლის დროს, მიუხედავად იმისა, რომ იცოდა ამის შესახებ და თვითონ ანეიტრალებდა სიტუაციას... და დღეს როცა ამ რიგს გადავხედე, თვალებით დავუწყე ძებნა... თითქოს ისიც იქ უნდა ყოფფილიყო... თითქოს ისევ ის დრო იყო, როცა უამრავი პრობლემით თუ განზრახვით შემეძლო მივსულიყავი და ყველანაირი რჩევა, დარიგება თუ კრიტიკა მიმგეღო...
მოვამზადე ხელსახოცი, მეგონა უნდა მეტირა, მაგრამ არ გამომივიდა იმდენად იქ იყო, იმდენად პოზიტივით აავსო ყველა და ყველაფერი. დიდ ეკრანზე მის ფოტოს ვუყურებდი!! მართლა იქ იყო!!! და ვუყურე იმ სურათს კარგი ხანი, სანამ არ მივხვდი, რომ განწყობა გამიმუქდა... მერე ჩვენი სურათი დავიახე, ამან საერთოდ დამაბნია, გამაოცა და გამახარა, მისი ბიოგრაფიის წარდგენისას საკუთარი თავი რომ აღმოვაჩნე ეკრანზე (ჰო, პირველად მაშინ ამიცრემლიანდა თვალები) და ზუსტად ამდენი ხალხის წინ, ზუსტად თავისი ოჯახის წევრების წინ, ზუსტად თავისი კოლეგების წინ მინდოდა მეთქვა, რომ მადლობელი ვიყავი მისი ადამიანობის, მისი ზნეობის! ის ნამდვილად იყო ის, ვისაც ახალგაზრდებთან უნდა ჰქონოდა ურთიერთობა და რომ ამაყი ვარ, რომ ერთ - ერთი მე გახლდით... მე რომელსაც დღეს სუნთქვა მეკვრებოდა და მეხსნებოდა მთელი ამ დროის მანძილზე, მე რომელსაც აღარ წამომივიდა ცრემლი, მაგრამ მიცემდა გული და თავს არც ისე კარგად ვგრძნობდი, მე რომელიც მადლობელი ვიყავი მისი ოჯახის, რომ თავიდან გამიცოცხლეს ჩემი სანიმუშო ლექტორი, ჩემი კეთილისურველი, ჩემი მსაჯული, მაგრამ მაინც ჩემი ავტორიტეტი და უფროსი მეგობარი ბატონი რამაზ ლომინაძე, რომლის პიროვნებასაც ფეხზე ედგა დღეს მთელი პროფესურა(არა მარტო ქართული უნივესიტეტის), კოლეგები, მეგობრები, ოჯახის წევრები და ჩვენ, სტუდენტები...


...
დღის ბოლოს ის ჩემი გიორგი და დანარჩენი ჩვენიანები, სასაფლაოზე ავიდნენ, მთელი გული გავატანე და ვეხვეწებოდი უჩემოდ არ წახვიდეთმეთქი... მაგრამ სამსახური იყო სამსახური...
წამოვედი მარტო და მთელი გზა მახსენდებოდა როგორ ვულოცავდი ამ დღეს და თან ნელა ვკრეფდი ტელეფონის ნომერს (ცოტა მერიდებოდა)... როგორ დავემშვიდობე ჩინეთში წასვლამდე და როგორ მახსენებდა, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი პერიოდი დგებოდა ჩემს ცხოვრებაში, გამომეყენებინა და ყურადღებით ვყოფილიყავი...image

1
73
3-ს მოსწონს
ავტორი:ნიკოლოზ ხუციშვილი
ნიკოლოზ ხუციშვილი
73
  
2019, 26 თებერვალი, 3:57
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1