x
მეტი
  • 11.07.2020
  • სტატია:101399
  • ვიდეო:346669
  • სურათი:465316
გოგონა ხელფასს გადაუხდის იმ ადამიანს, ვინც მის პრობლემებს გადაწყვეტს
image

ასე თუ ისე, ცხოვრებაში ყველა ვუშვებთ შეცდომებს, მაგრამ გოგონამ ბრისტოლიდან გადაწყვიტა ეს პრობლემა სულ სხვა გზით გადაეწყვიტოს, ისე, როგორც ეს "Black Mirror: Bandersnatch" ფილმშია.


გოგონამ, რომელიც საკუთარ ვინაობს არ ამხელს, ყელში ამოუვიდა რიგი წარუმატებლობები, არასწორი არჩევანი და გადაწყვიტა დაიქირაოს ადამიანი, რომელიც გადაწყვეტილებებს მის მაგივრად მიიღებს და ამისთვის გადაუხდის ხელფასს.განცხადება Bark.com-ზე გამოაქვეყნა.



"ვხვდები, რომ საკმაოდ უცნაურად გამოიყურება, მაგრამ მე მჭირდება ვინმე, რომელიც ჩემს მაგივრად მიიღებს გადაწყვეტილებებს, საშინელი წელი მქონდა და ამიტომ მსურს, რომ ვინმემ ჩემი ცხოვრება კონტროლზე აიყვანოს."



როგორც ირკვევა, გასულ წელს გოგონას ძალზე ბევრი უსიამოვნობა შეემთხვა, დაკარგა ფული, რომელიც მეგობარს ასესხა, უფულოდ დარჩა უცხო ქვეყანაში და როდესაც სახლში რომ დაბრუნდა, გაძარცვეს.ასევე მის მიმართ იძალადა საკუთარმა ბოიფრენდმა და ეს კიდევ ყველაფერი არ არის.

image

როგორც გოგონა აღნიშნავს, დედა უკვე მწარედ ეხუმრება ამ საკითხზე, კვირა არ გავა რაიმე უსიამოვნობა რომ არ შეემთხვეს.


"ცოტა ექსტრემალურად გამოიყურება, მაგრამ ადამიანები ხომ ქირაობენ ფინანსურ კონსულტანტებს და ბანკს ანდობენ საკუთარ ფულს, მაშ რატომ არ შეიძლება დავიქირავო ადამიანი, რომელიც ჩემს ცხოვრებას სწორედ წარმართავს?"


გოგონა მზადაა კონსულტანტს თვეში 2000 ფუნტი სტერლინგი გადაუხადოს და იმედი აქვს, რომ ეს იქნება სწორი არჩევანი.


0
189
6-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
189
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0