x
image
იირაკლიი
ალცჰეიმერის დაავადება: ვისწავლოთ დავიწყება! XXI საუკუნის დაავადება...
imageთუ მეცნიერები ვერ მიაგნებენ ალცჰეიმერის დაავადების სამკურნალო საშუალებას, 25 წლის შემდეგ ამ სენით ჩვენი პლანეტის 22 მილიონი მცხოვრები დაავადდება, ხოლო 50 წლის შემდეგ - 45 მილიონი. ასეთ სერიოზულ პროგნოზებს აკეთებენ დედამიწის მოსახლეობის დაბერების პროცესით დაინტერესებული სპეციალისტები: ალცჰეიმერის დაავადების განვითარების ალბათობა ხომ სწორედ ასაკოვან ადამიანებში მატულობს. აშშ-ი ექსპრეზიდენტის, რონალდ რეიგანის სამწუხარო ამბავი ამ დაავადების ნათელი, მაგრამ არა ერთადერთი მაგალითია. ჯერჯერობით მედიცინას არ ძალუძს, გაუმკლავდეს ადამიანის მეხსიერებისა და აზროვნების დაკარგვით მიმდინარე პათოლოგიას, თუმცა მედიკოსთა ბოლოდროინდელი აღმოჩენები იმედს იძლევა, რომ ეს მზაკვრული სენი დაძლეული იქნება.image

იმ ადამიანებს, რომლებსაც აქვთ მემკვიდრული მიდრეკილება ალცჰეიმერის დაავადებისადმი, ფსიქიკური დატვირთვის დროს თავის ტვინის მომატებული აქტიურობა აღენიშნებათ. ამერიკელმა მკვლევარებმა მსურველთა ჯგუფს ჩაუტარეს ტესტი სიტყვების დამახსოვრებაზე. ტესტის ჩატარებამდე და ჩატარები შემდეგ მათ გაუკეთდათ თავის ტვინის ტომოგრაფია. აღმოჩნდა, რომ იმ ადამიანებში, რომლებსაც აქვთ APOE E4 გენი (სწორედ ამ გენს უკავშირდება ამ დაავადების განვითარება), თავის ტვინის სისხლის მიმოქცევა გაცილებით მნიშვნელოვნად ძლიერდებოდა, ვიდრე დანარჩენებში. 2 წლის შემდეგ ეს ადამიანები ისევ გამოიკვლიეს და მათ აღენიშნებოდათ მეხსიერების გაუარესება. დღეისთვის შესაძლებელია დაავადების პროგრესირების შენელება, თუ მკურნალობა ადრეულ სტადიაზე დაიწყება. image დაავადებასთან დაკავშირებით ახალი და ძალიან საინტერესო ჰიპოთეზა წამოაყენა შოტლანდიელმა მეცნიერმა მალკოლმ მაკლეოდმა. მას მიაჩნია, რომ ჩვენ არ შეგვიძლია გამოუსადეგარის დავიწყება. დაბერებული ორგანიზმი ვერ იშორებს ზედმეტ ინფორმაციას და ემსგავსება კომპიუტერს, რომელსაც მეხსიერების გარკვეული მოცულობა აქვს: უარს ამბობს ახალ ცნობებზე, ვეღარც ძველში ერკვევა და იწყება ქაოსი. მეცნიერი თავისი თეორიის დამტკიცებას ვარაუდობს 60-იდან 75 წლამდე მოხალისე პაციენტებთან თანამშრომლობის გზით. მანამდე კი, ყველას აფრთხილებს: ნუ გადაიტვირთავთ ტვინს უსარგებლო იფორმაციით, რომელიც ადგილს აღარ დაუტოვებს თქვენს "სათავსოში" უფრო მნიშვნელოვან მოვლენებს!

დაავადების აქტუალობის და მაშტაბურობის გამო ბევრი ფილმია გადაღებული ამ თემასთან დაკავშირებით, მაგალითად როგორებიცაა:

Away From Her (2006)


code:


The Savages (2007)

code:

და ერთ-ერთი საუკეთესო:

The Notebook (2004)

code:

code:

1
459
9-ს მოსწონს
ავტორი:იირაკლიი
იირაკლიი
459
  
2012, 16 ივლისი, 9:19
საინტერესო სტატიაა,სხვათაშორის მე ორი ადამიანი ვიცი ალცგეიმერით დაავადებული რომელთა ასაკიც 30 არ აღემატება,დაავადების ასაკმა დაიცია
0 1 1