x
image
იირაკლიი
სიცოცხლისთვის აუცილებელი ვიტამინები

image



ვიტამინები საკვებ პროდუქტებთან (ცილებთან, ცხიმებთან, ნახშირწყლებთან და მარილებთან) ერთად აუცილებელია ადამიანისა და ცხოველების კვებისათვის. მათ უდიდესი მნიშვნელობა აქვთ ნივთიერებათა ნორმალური ცვლისა და სიცოცხლისათვის.
ვიტამინების მოკლე დახასიათება :





image


ვიტამინი D (კალციფეროლი)–არეგულირებს ორგანიზმში კალციუმისა და ფოსფორის ცვლას. მისი უკმარისობა იწვევს რაქიტს, ძვლები ხდება რბილი და მსხვრევადი, იშლება კბილები. ის ულტრაიისფერი სხვივების მოქმედებით გარდაიქმნება ორგანიზმში. დიდი რაოდენობითაა რძის პროდუქტებში, კვერცხის გულში და თევზის ქონში.






imageვიტამინი A (რეტინოლი)-განაპირობებს მხედველობას. აუცილებელია ნორმალური ზრდისთვის, კანის ეპითელური უჯრედებისა და ლორწოვანი გარსის სტრუქტურის შესანარჩუნებლად. მისი ნაკლებობა იწვევს სხვადასხვა დაავადებებს. მათ შორის "ქათმის სიბრმავეს" (დაავადებული ვეღარ არჩევს საგნებს შებინდებისას). A ვიტამინს შეიცავს რძე, კარაქი, ყველი, კვერცხის გული, ფერადი ბოსტნეული და ხილი.






imageვიტამინი E (ტოკოფეროლი)– ხელს უშლის ცხიმოვანი მჟავების დაჟანგვას, მონაწილეობს ცხიმოვან და ნახშირწყლოვან ცვლაში. არეგულირებს სასქესო და სხვა ენდოკრინული ჯირკვლების ფუნქციას. ახდენს კუნთების მუშაობის ნორმალიზაციას-თავიდან აცილებს სისუსტესა და დაღლილობას. მას შეიცავს მარცვლეული, თხილი, ზეთისხილი, მცენარეული ზეთი, მწვანე ფოთლოვანი ბოსტნეული.





image


ვიტამინი B1 (თიამინი)– მოქმედებს გულ-სისხლძარღვთა, საჭმლის მომნელებელი, ენდოკრინული, ცენტრალური და პერიფერიული ნერვული სისტემის ფუნქციებზე. ახდენს კუჭის წვენის სიმჟავის და ნაწლავის პერისტალტიკის ნორმალიზებას. მისი უკმარისობა იწვევს მალე დაღლას, თავის ტკივილს, უმადობას, ტკივილებსა და კრუნჩხვებს წვივის კუნთებში (ბერი-ბერის დაავადება). ორგანიზმის მოთხოვნილებაა დღეში 2-3 მგ. შეიცავს პური, თევზი, მჭლე ხორცი, რძე, წიწიბურა.




imageვიტამინი P (ბიოფლავონოიდი)

ვიტამინ C-სთან ერთად ამცირებს კაპილარების განვლადობას. ხელს უწყობს ქსოვილებში C ვიტამინის დაგროვებას. ასტიმულირებს ქსოვილოვან სუნთქვას. მისი ნაკლებობა, C ვიტამინის ნაკლებობასთან ერთად, იწვევს კაპილარების მსხვრევადობას და განვლადობის მომატებას, მიდრეკილებას სისხლჩაქცევებისადმი. ორგანიზმის მოთხოვნილება დღის განმავლობაში შეადგენს 50 მგ. მას შეიცავს ხილი, ბოსტნეული, განსაკუთრებით შავი მოცხარი, ციტრუსები, ყურძენი.



2
448
4-ს მოსწონს
ავტორი:იირაკლიი
იირაკლიი
448
  
2013, 20 იანვარი, 23:52
კარგია..:))
2013, 17 იანვარი, 18:56
ანუ მე განსაკუთრებით მჭირდება ვიტამინი B1 მარა არ მიყვარს ეს ხორცი და თევზი მომკალი
0 1 2