x
მეტი
  • 27.04.2024
  • სტატია:134547
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508610
ტიტანობოა – ყველაზე გიგანტური ზომის გველი პლანეტაზე

ბოა

წარმოიდგინეთ, 14 მეტრი რამდენია. 1400 სანტიმეტრი. 14 000 მილიმეტრი. ჰოდა, აი ამხელა იყო ეს გველი. წონა ჰქონდა 1150 კილოგრამი. მასთან შედარებით თანამედროვე გიგანტური ქვეწარმავლები, აფრიკული პითონი და ანაკონდა – ჭიაყელები არიან. ეს გიგანტური გველი 60 მილიონი წლის წინ ბინადრობდა დედამიწაზე, კერძოდ კი სამხრეთ ამერიკაში. მისი ნაშთები პალეონტოლოგებმა ნახშირის ერთ-ერთ საბადოზე აღმოაჩინეს. იქ მათ ამ სახეობის გველის 28 ინდივიდის ხერხემლის ძვლები და ნეკნები იპოვეს.


კიდევ საინტერესო ისაა, რომ გველის სიდიდე მეცნიერებს საშუალებას აძლევს, გამოთვალონ გარემოს ტემპერატურა. რადგან გველი ცივსისხლიანია, მისი ტანის სიდიდე პირდაპირ არის დამოკიდებული იმაზე, ცხელა თუ ცივა გარემოში. დღემდე სამხრეთის თბილ ქვეყნებში დიდი ზომის გველები გვხვდება, ხოლო ჩრდილოეთში ისინი ან სულ არ არიან, ან კიდევ, ძალიან მცირე ზომამდე იზრდებიან მხოლოდ.


ტიტანობოას შემთხვევაში მეცნიერებმა დაადგინეს, რომ პალეოზენის კოლუმბიაში, როცა ეს გველი ბინადრობდა, გარემოს წლიური ტემპერატურა საშუალოდ 30-35 გრადუსი იყო: ყველაზე ცხელი, რასაც კი ოდესმე ხანგრძლივად უარსებია პლანეტის რომელიმე რეგიონში.

0
1010
შეფასება არ არის
ავტორი:დავითი ჩუთლაშვილი
დავითი ჩუთლაშვილი
1010
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0