x
მეტი
  • 21.04.2019
  • სტატია:88861
  • ვიდეო:339388
  • სურათი:451368
ბოლო წლების ყველაზე საშინელი  მასიური  ავტოავარიები

image

ავტო საგზაო შემთხვევების უმრავლესობა ხდება ცუდი ამინდის დროს მძღოლების მიერ ავტომანქანის შესაბამისი სიჩქარის უგულვებელყოფის გამო. ავტომობილების ის მასობრივი შეტაკებებიც, რომლებზეც დღეს მოგითხრობთ, სწორედ ამ მიზეზის გამოა მომხდარი. გთავაზობთ გავიხსენოთ ის ათი ყველაზე გახმაურებული ატო საგზაო შემთხვევა სხვადასხვა ქვეყნებში, რომლის დროსაც ათობით ავტომანქანა შეეჯახა ერთმანეთს, წერს aif.ru.



2013 წლის 26 მარტი, ავსტრია.



გზის მოყინვის გამო ერთმანეთს ასზე მეტი ავტომანქანა შეეჯახა. ავტო საგზაო შემთხვევის შედეგად იყვნენ დაღუპულები და ათობით დაშავებული ადამიანი. ავარიის შედეგებს ათი სასწრაფო დახმარების, ექვსი სახანძრო მანქანა და ვერტმფრენიც კი ემსახურებოდა.

image



2013 წლის 31 იანვარი, აშშ.


ამ ავტო საგზაო შემთხვევისას დაიღუპა სამი ადამიანი და ოცმა მიიღო ტრამვები. ტრაგიკულ ავარიას წინ უძღოდა ძლიერი თოვლიანობა, გზის მოყინვა და ძლიერი ქარი. საცობი რამდენიმე კილომეტრზე იყო გადაიჭიმული.

image

2013 წლის 25 იანვარი, კანადა.

ონტარიოს პროვინციაში ძლიერი თოვლის გამო 80 ავტომობილი შეეჯახა. დაშავდა ხუთი ადამიანი, ხოლო საგზაო შემთხვევის გამო წარმოქმნილი საცობი, ორ კილომეტრზე გაიწელა.

image





2012 წლის 22 ნოემბერი, აშშ.

აშშ-ს შტატ ტეხასში მადლიერების დღე ცუდი ახალი ამბებით დაიწყო მასობრივი ავტო საგზაო შემთხვევის გამო, რომელიც ქალაქ ჰიუსტონის მახლობლად გზატკეცილზე მოხდა. დაშავდა 35 ადამიანზე მეტი. სხვადასხვა ხარისხის დამწვრობით საავადმყოფოებში 90-მდე ადამიანი მოხვდა, ორი მათგანი კი გარდაიცვალა.


image




2011 წლის 1 დეკემბერი, აშშ.


ამ ავარიაში, რომელშიც 176 ავტომანქანა მონაწილეობდა, დაიღუპა ერთი ადამიანი და 18 დაშავდა. ასეთი ავარიის მიზეზი გახდა სამი ცალკე შეჯახება, რაც გზაზე ცუდი ხილვადობის არსებობის მიზეზით მოხდა.

image




2011 წლის 15 სექტემბერი, ბრაზილია.

ეს ბოლო ათწლეულის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ავტო საგზაო შემთხვევა იყო. გზატკეცილზე სახელწოდებით Rodovia dos imigrantes ერთ წამში ერთმანეთს ასობით ავტომანქანა შეეჯახა. ავტო საგზაო შემთხვევის მიზეზი, რომელმაც ერთი ადამიანი შეიწირა, ძლიერი ნისლი იყო.

image






2009 წლის 20 ივლისი, გერმანია.

ქვედა საქსონიის პოლიციელები, ვის ტერიტორიაზეც ეს ავტო საგზაო შემთხვევა მოხდა, ამბობენ, რომ ეს ყველაზე დიდი ავარიაა მათ შორის, რომელიც აქ ოდესმე მომხდარა. 66 ადამიანი დაშავდა მაშინ, როდესაც რამდენიმე მძღოლმა ძლიერი წვიმის დროს საჭე ვერ დაიმორჩილა.


image






2008 ქლის20 მარტი, ჩეხეთი.

ჩეხეთში, ქალაქ ვისოჩინასთან გზის მოყინვის გამო ერთმანეთს შეეჯახა 231 ავტომობილი. მრავალი დაშავდა, მაგრამ სამი კრიტიკულ მდგომარეობაში აღმოჩნდა.


image






2008 წლის 11 მარტი, არაბეთის გაერთიანებული ემირატები.


აბუ-დაბიში 11 მარტის დილა საშინელი ახალი ამბებით დაიწყო - ძლიერი ნისლის გამო 60 მსუბუქი ავტომანქანა, ავტობუსი და სატვირთო მანქანა შეეჯახა ერთმანეთს. ავარიაში დაშავდა 277 და დაიღუპა სამი ადამიანი. მოგვიანებით კიდევ რამდენიმე ადამიანი გარდაიცვალა საავადმყოფოებში.



image




2005 წლის 17 მარტი, ფინეთი.

300 მანქანის ავარიაში დაიღუპა სამი და დაშავდა 60 ადამიანი. ტრაგედია ქვეყნის დედაქალაქთან, ჰელსინკთან მოხდა აბინდის მკვეთი გაუარესების გამო. წვიმა, რომელიც ქარბუქით შეეიცვალა, რამდენიმე საათში გზა სრულიად მოყინა.


image



იხილეთ ასევე:

არაჩვეულებრივი ექსპერიმენტი. სამი სუპერმანქანა: ბოლიდი ფორმულა 1, კერძო რეაქტიული თვითმფრინავი და გამანადგურებელი შეეჯიბრა ერთმანეთს ტექნიკის ფესტივალზე სტამბულში. ხუთი მძღოლი მიქროდა ერთმანეთის გვერდიგვერდ 400 მეტრიან ასაფრენ ზოლზე, წერს пишет Daily Mail. ...

გზის გადაკვეთისას ტელეფონში იყურებოდა და აი, რა მოხდა! მნიშვნელოვანი შეხსენება. ის გზაზე გადარბოდა: ა) მრავალზოლიანზე, ბ) მაქანების მჭიდრო ნაკადში, გ) აკრძალულ ადგილზე, დ) არ იყურებოდა გვერდზე და არ ესმოდა არაფერი, რადგან ტელეფონზე საუბრობდა. თქვენ როგორ ფიქრობთ. რით დასრულდა ეს ყველა...

გერმანიაში ყიდიან ძალიან უჩვეულო ГАЗ-21 ვოლგას. დასაწყისისთვის გეტყვით, რომ ვოლგას 299 ათას ევროდ გთავაზობენ. რა თქმა უნდა, ეს იშვითი მოდელია (ყოფილი გდრ-ის) ქვეყნის აღმოსავლეთ რეგიონებშიც კი, მაგრამ არა ამდენად. პირველ რიგში ჩენს წინაშეა კუპე ვოლგა (coupe Volga). მეორეც, ეს ГАЗ შეაჯვარეს მერსედეს S 600-თან. უფრო ზუსტად, აქ მთელი

აი, თქვენი მანქანა... 1997 წელს გერმანიის ქალაქ ფრანკფურტში მამაკაცმა პოლიციაში განაცხადა, რომ მას მანქანა მოპარეს, წერს The Independent. წარმოიდგინეთ, მხოლოდ ოცი წლის შემდეგ აღმოაჩინეს დაკარგული ავტომობილი. აღმოჩნდა, რომ მფლობელს უბრალოდ დაავიწყდა, სად დააყენა მანქანა და ეგონა რო...

ეს ისტორია მოხდა ამერიკის შეერთებულ შტატებში. მამაკაცს ჰყავდა ავტომანქანა Nissan, რომელიც ძალიან უყვარდა. ის ბევრ დროს ატარებდა ავტოფარეხში იმისთვის, რომ მანქანა საუკეთესო ფორმაში მოეყვანა. მანქანაში ყველაფერი გამოცვალა. აი, გარედან კი არ იცოდა რა ექნა. მას ძალიან აღიზიანებდა მანქანის ძარაზე არს...

***


*





0
149
9-ს მოსწონს
ავტორი:melody_inside
melody_inside
Mediator image
Mediator image
Mediator image
149
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0