x
ეფექტური ხერხები ტვინის მუშაობის გაუმჯობესებისა.
არტ-თერაპია – ეს არის შემოქმედებისა და ფსიქოლოგიის ნაზავი. შემთხვევითი არაა ის ფაქტი, რომ ეს ტერმინი შეიცავს სიტყვას "თერაპია", ვინაიდან შემოქმედებითი აქტივობები ამშვიდებენ ადამიანებს და, ამავდროულად, ეხმარებიან მათ მოახდინონ ძალებისა და ენერგიის კონცეტრირება არსებულ, თუმცა დაფარულ შესაძლებლობასა და რესურსებზე.

არტ-თერაპიის მეთოდიკა პირველად აღწერა ბრიტანელმა მხატვარმა, ადრიან ჰილმა, 1983 წელს. ეს მეთოდი გამოიყენეს აშშ-ში, ბავშვების ემოციური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, რომლებიც წამოიყვანეს ნაცისტური ბანაკიდან, მეორე მსოფლიო ომის პერიოდში.

imageდღესდღეობით, არტ-თერაპია ფართოდ გამოიყენება ფსიქოთერაპიაში შინაგანი ბლოკების მოსახსნელად და ტვინის მუშაობის გასაუმჯობესებლად. მე, აქ, წარმოგიდგენთ 20 ძირითად მეთოდს, რომელიც გამოიყენება არტ-თერაპიაში :

1) თუ დაიღალე - დახატე ყვავილები.


2) თუ შენში ჭარბობს სიბრაზე - დახატე ხაზები.

3) თუ სული გტკივა - დასაქმდი ძერწვით.

image4) თუ ყველაფერი გბეზრდება - შეავსე ფურცელი სხვადასხვა სახის საღებავით.

5) თუ შეწუხებული ხარ - მოქსოვე მაკრამე.

6) თუ აღშფოთებული ხარ - აქციე ფურცლები ნაკუწებად.

image7) თუ წუხარ - დაკავდი ორიგამის ტექნიკით.

8) თუ გსურს მოდუნება - დახატე უზორები.

9) თუ რაიმეს გახსენებას ცდილობ - დახატე ლაბირინთი.

image10) თუ სასოწარკვეთილი ხარ - დახატე გზა და ბილიკი.

11) თუ გსურს რაიმეს გაგება - დახაზე მანდალები.

12) თუ გსურს ძალების აღდგენა - დახატე პეიზაჟი.

image13) თუ გსურს გრძნობებში გარკვევა - დახატე ავტოპორტრეტი.

14) თუ მიისწრაფვი ფიქრების სისტემიზაციისკენ - დახატე კვადრატები.

15) თუ გსურს პრობლემების გადაჭრა - დახატე ტალღები.

image16) თუ ჩიხში ხარ და გამოსავალს ეძებ - დახატე სპირალები.

17) თუ გსურს მიზნებზე კონცეტრირება - დახატე ბადე და სამიზნე.

18) თუ უკმაყოფილო ხარ - გადმოხატე სურათი.

image19) თუ მოწყენილი ხარ - მოძებნე ცისარტყელა.

20) თუ გსურს რაიმეს დამახსოვრება - დახატე ფერადი ლაქები.

უინსტონ ჩერჩილი ამბობდა: " ფერწერა - ყურადღების გადატანის იდეალური გზაა. ამქვეყნად, ის არის ერთადერთი ხერხი, რომლის საშუალებით ხდება გონების შთანთქმა, მაგრამ, ამავდროულად, არ იღლება სხეული. როგორიც არ უნდა იყოს წუთიერი შფოთვა ან მომავლის შიში, თუკი სურათი დალაგდება გონებაში, ეს უარყოფითი ემოციებიც გაქრება". ამიტომ, შენი დღის რეჟიმში, ყოველთვის დაიტოვე ადგილი შემოქმედებისთვის, რათა გააწონასწორო საკუთარი ფსიქოლოგიური მდგომარეობა.


0
120
შეფასება არ არის
ავტორი:ინ. ოპტიმისტი
ინ. ოპტიმისტი
120
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0