x
როგორ გავხდეთ ინტელიგენტი მაყურებელი! საინტერესოა!

როგორც არ უნდა გაატაროთ თქვენი დასვენების დღეები, არასდროს დაგავიწყდეთ საზოგადოებაში მოქცევის წესი. თუ გსურთ კინოსა თუ თეატრში, ოპერასა თუ კონცერტზე დასწრება, საჭიროა თითოეულმა თქვენგანმა აკონტროლოს საკუთარი თავი და ქმედებები.image


თეატრში მოქცევის წესები:

1) პირველ რიგში, დიდი მნიშვნელობა ენიჭება თეატრში დროულად მისვლის პროცესს, რათა მაყურებელმა ჩააბაროს ტანსაცმელი და დაიკავოს თავისი ადგილი წარმოდგენის დაწყებამდე.

2) თეატრში შესვლის წინ, კარგი იქნება, თუკი დაინტერესდებით იქ არსებული დრეს-კოდით. აღსანიშნავია ის, რომ ზოგიერთ თეატრში ტანსაცმლის ფორმა დამოკიდებული მაყურებლის ადგილის მდებარეობაზე. მაგალითად, აივანზე - ნებადართულია კაჟუელის სტილი, ხოლო პარტერზე - საღამოს კაბა.

image << კაჟუელის სტილი >>
3) თეატრში, მუსიკალურ კონცერტზე ყოფნისას, ბევრი ადამიანი ვარდება უხერხულ სიტუაციაში. უმეტესად, მუსიკალური ნაწარმოებები რამდენიმე ნაწილისგან შედგება, რომელთა დაკვრისას შემსრულებელი შიგადაშიგ მცირე პაუზებს აკეთებს. აქედან გამომდინარე, მხოლოდ და მხოლოდ მაშინ დაუკარით ტაში, როდესაც დარწმუნდებით, რომ ნაწარმოები, საბოლოოდ, დასრულდა.

image4) ღვთის გულისთვის, დანაყრდით სახლში! არავითარ შემთხვევაში არ წამოიღოთ საჭმელი და გაითვალისწინეთ, რომ თუკი ვერ მოახერხებთ საკვების მიღებას, თქვენი მუცელი, სავარაუდოდ, მსახიობებთან ერთად იმღერებს, რაც, თავისთავად, სხვა მაყურებლის აღფრთოვანებას არ გამოიწვევს.


5) თეატრში წასვლის წინ, როცა მოემზადებით, კარგი იქნება თუკი გამოიყენებთ ზომიერი რაოდენობის პარფიუმს. წარმოიდგინეთ, არომატის როგორ ბუკეტს მივიღებთ, როდესაც დარბაზში ყველა მაყურებელს დასხმული ექნება ძლიერი და მძაფრი სუნამო. ეს საზიანო იქნება ალერგიული ადამიანებისთვის და, აგრეთვე, გამორიცხული არაა, რომ ზოგიერთმა გონებაც კი დაკარგოს.

image6) სურდო და ხველება იწვევს როგორც მაყურებლების, ისე მსახიობების ყურადღების გაფანტვას. გაციების შემთხვევაში, სასურველია, რომ გამოტოვოთ ესა თუ ის ღონისძიება.

image

კინოსა და კონცერტზე მოქცევის წესები:

1)თუკი კინოში ყოფნისას აპირებთ მეგობარ გოგონასთან ერთად ჩახუტებულ პოზიციაში ყოფნას, კარგი იქნება თუ სახლში დარჩებით და იქ უყურებთ ფილმს. კინოში წასვლა მხოლოდ მაშინ ღირს, როდესაც რეალურად ხართ დაინტერესებულნი ამა თუ იმ ფილმით.

image2) ფილმის ყურების პროცესში კომენტარის გაკეთება - არაკულტურულია. დაელოდეთ ფილმის დასასრულს და, შემდგომ, გაუზიარეთ მეგობარს თქვენი მოსაზრება. კარგი იქნება, ასევე, თუკი ახალ გამოსულ ფილმზე, კინოდარბაზიდან გასვლის შემდეგ, სხვებს საკუთარ შთაბეჭდილებებს არ გაუზიარებთ. არსებობს რისკი იმისა, რომ სპოილერის გამო თქვენ ნებისმიერი ადამიანის სიბრაზის მსხვერპლნი გახდეთ.

image3) თანამედროვე მუსიკის კონცერტზე წასვლის წინ, კარგად გადაამოწმეთ ნივთები, რომლებიც თან გაქვთ, ცეკვის დროს საზიანოა თუ არა სხვა ფანისთვის. ასეთ ღონისძიებებზე, როგორც წესი, ბევრი ადამიანი იკრიბება და, უპირველეს ყოვლისა, საჭიროა სიფრთხილე.

image4) ალბათ, გახსოვთ წყვილები, რომლებიც ერთმანეთს ეხვეოდნენ კონცერტებზე და ხშირად დასევდიანებულხართ მათ შემყურე... აქედან გამომდინარე, ასე მოქცევა მიუღებლად ითვლება, რადგან არ ღირს გარშემომყოფთათვის იმის ჩვენება, თუ რაოდენ ახლოს ხართ თქვენს პარტნიორთან.

image

გახსოვდეთ, რომ ეტიკეტის წესების ცოდნა და შესრულება - ერთი და იგივე არ არის. იყო ზრდილობიანი და კულტურული არც თუ ისე ადვილია, თუმცა, ერთი მხრივ, ზუსტად ის თვისებანი იწვევენ თქვენში სასიამოვნო და სასიხარულო შეგრძნებებს. ჩემი რჩევა იქნება, რომ დაიცვათ ეს წესები და სულ მალე ნახავთ, რომ გარშემომყოფნი უფრო მეტი აღფრთოვანებითა და კეთილგანწყობით მოგეპყრობიან.

0
26
შეფასება არ არის
ავტორი:ინ. ოპტიმისტი
ინ. ოპტიმისტი
26
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0