x
10 ნეგატიური ნივთი, რომელიც უნდა მოიცილოთ .
image

1. გატეხილი|გაბზარული სარკე ან მინა, ასევე ყურმოტეხილი ჩაის ჭიქა, დაზიანებული ჭურჭელი.

2. მკვდარი ნივთები. ბევრს მოსწონს გამხმარი ყვავილები, თუმცა ეს ნეკროტულ, ანუ სიკვდილის ენერგიას ატარებს. ასევე, ამ სიაშია ფიტულები, ძვლები და ა.შ. გამოსანლისია, როცა თქვენი პატარა გოგონა ჰერბარიუმს აკეთებს და და ეს მისი ჰობია. დამჭკნარი ოთახის ყვავილებიც აუცილებლად უნდა მოაშოროთ.

3. ძველმანები. ძველი ტანსაცმელი, ჟურნალ-გაზეთები, რომელსაც აღარ იყენებთ, არ კითხულობთ და ასევე, ხელუხლებელი, თუნდაც ძვირფასი კაბა ან შარვალი, რომელიც თქვენი ზომა არაა, გაასხვისეთ.


4. ყველა ნივთი, რომელიც 3-4 წელია არ გამოგიყენებიათ. თუნდაც ეს ნივთი ახალთახალი და ხელუხლებელი იყოს, ის მაინც უარყოფით, დამყაყებულ ენერგიას იგროვებს.

5. მცირე ნაგავი საფულესი ან ჯიბეში . საფულე და ჯიბეები ყოველთვის სუფთა იქონიეთ, გადაყარეთ გამოუყენებელი, ძველი ფასდაკლების ბარათები, კანფეტების ფოჩები, ძველი ქვითრები და ა.შ.

6. ფოტოები, რომელიც არ მოგწონთ, ცუდად გამოიყურებით ან მასზე არასასიამოვნო მოვლენაა აღბეჭდილი.

7. გაჩერებული საათი. შეჩერებული დრო - ცუდი ნიშანია, ის თქვენს წარმატებას აჩერებს. ან გაარემონტეთ, ან დაუფიქრებლად გადააგდეთ.

8. დაუწყვილებელი ნივთები. ერთი ცალი თხილამური, ფეხსაცმლის ან წინდის ცალი და ა.შ.

9. ძველი ცოცხი. ცოცხი მატერიალურ კეთილდღეობასთანაა კავშირში, ამიტომ ძველი, გაცვეთილი ცოცხი თქვენს ფინანსებსაც იგივე ენერგიას გადასცემს.

10. სურათები, სადაც სტიქიური უბედურებებია ასახული. კი, ეს შეიძლება რომანტიკული და ლამაზიც იყოს, მაგრამ კარგად დააკვირდით, სურათის ყურებისას თუ უმიზეზო მღელვარებას ან პანიკას განიცდით, ესე იგი ნეგატივს გამოსცემს.





0
72
1-ს მოსწონს
ავტორი:სოფიო ღონღაძე
სოფიო ღონღაძე
72
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0