x
სიღარიბის და სიმდიდრის ენერგეტიკა
სიღარიბე და სიმდიდრე ასხივებს თავისებურ, ერთმანეთისგან ანსხვავებულ ენერგეტიკას. იმისათვის, რომ ფულის ენერგია მივიზიდოთ, უნდა ვიცოდეთ რა განსვავებაა მათ შორის. უცნაურია, მაგრამ ფაქტია, რომ თუ ღარიბი ადამიანი ისე დაიჭერს თავს, თითქოს მდიდარია, მისი ენერგ. ველის ვიბრაცია სიმდიდრეს მოიზიდავს. მაგრამ როგორ მოიქცეთ, თუ არასდროს ყოფილართ მდიდარი? რაზე უნდა იფიქროთ?როგორ მოეპყრათ ფულს? ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად გავარჩიოთ სიმდიდრის და სიღარიბის ენერგია .image

მაშ ასე,

სიღარიბის ენერგია


1. ჭუჭყი და არეულობა


მიაქციეთ ყურადღება, რომ სადაც სიღატაკეა, იქაურობა ყოველთვის ჭუჭყიანი და ბინძურია. სახლი სულ არეული, ფანჯრები სისტემატურად გასაწმენდი. გინახავთ სადმე მდიდრული სახლი, რომელშიც სიბინძურეა? პირიქით, იქ სისუფთავისგან ყოველთვის ყველაფერი ბზინავს. ყველაფერი დალაგებულია. ფულს უყვარს წესრიგი და სისუფთავე და თუ სახლში წესრიგი არ გაქვთ, არც ფული არ გაქვთ .

2. ძველმანების გროვა


უამრავი უსარგებლო ნივთი თუ ძველმანი ბლოკავს ფულის მიმოქცეის ენერგიას. თუ ძველის ადგილს არ გაანთავისუფლებთ, ახალი სად მოვა? არის შემთხვევა, როცა სახლი გამოტენილია ისეთი ნივთებით და ტანსაცმლით, რომელიც 2 წელია არავის გამოუყენებია და სავარაუდოდ, ერთი 3 წელი არავის დასჭირდება. საიდან ასეთი პარადოქსი? უბრალოდ, ეს ხალხი ამას ძველმანად არ თვლის და ფიქრობს :ვაითუ, ოდესმე დამჭირდეს?; ტანში ზარავს, რამის გადაგდებაზე თუ მიდგება საქმე. ეს არის ღატაკი ადამიანის პროგრამირების მოვლენა. ეჭვი არ შეგეპაროთ, რომ 25 წლის მერე მას მართლა დასჭირდება ის წინა საუკუნეში გადანახული ფეხსაცმელი.


3. უაზრო ეკონომიკა

ესაა - შავი დღისთვის გადადებული თითოეული გროში და 9-ჯერ გაკერილი კოლჰოტი, იმიტომ რომ, შარვლის ქვეშ მაინც არ ჩანს; ესაა ქვედა საცვლები, რომელიც ისე გაცვდა, რომ ჩასაცმელად აღარ ვარგა. ამ დროს თქვენ არ ყიდულობთ ახალს, იმიტომ, რომ: "რამეში რომ დამჭირდეს? ავად რომ გავხდე? ან ოჯახის წევრი გახდეს ავად?" აბა რა! თვითპროგრამირების ეს სახე მაგნიტივით იკრობს სიღატაკეს და უსიამოვნებების ნაკადს.


4. აკრძალული ოცნება

როცა მაღაზიის ვიტრინაში ხედავ ლამაზ კაბას, იმის მაგივრად, რომ ეს კაბა თქვენს ტანზე წარმოიდგინოთ, ფიქრობთ, მე ხომ ამ კაბას ვერასდროს ვიყიდი. ასევე, რა დროს ზღვაზე წასვლაა, ბავშვს ტანსაცმელი და ფესაცმელები აქვს საყიდელი. ასეთ დროს საკუთარ მომავალს სიღარიბეზე აპროგრამებთ! თუ თქვენ ახლა უფულო ხართ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ თვის ან 1 წლის მერე ზღვაზე წასასვლელი ან ლამაზი მანქანის საყიდელი ფული არ გექნებათ. სამყარო უსასრულოდ სავსე საათია და ნებისმიერ დროს შეიძლება თქვენი სანუკვარი ოცნება ახდეს. მაგრამ თქვენ ხომ ასე არ ფიქრობთ?

თქვენ ძალიან კარგად იცით, რომ ფული არ გაქვთ და არც გექნებათ!


სიმდიდრის ენერგეტიკაა


1. სისუფთავე სახლში

სუფთა შემოსასვლელი, სუფთა სადარბაზო, გაწმენდილი ფანჯრები.ფანჯრები მეტაფიზიკურად მომავლის კარიბჭეა. გაკრიალებული სააბაზანო, ფენ-შუის მიხედვით, ფული გაედიენება ამ ადგილიდან, ამიტომ სააბაზანო ყოველთვის გქონდეთ სუფთად.


2. იქონიეთ მხოლოდ აუცილებელი და სასარგებლო ნივთები

ასეთებია: ნივთები, რომელთაც თუნდაც წელიწადში ერთხელ სარგებლობთ. თუ სახლში გაქვთ წიგნები, რომლებსაც იშვიათად ან საერთოდ არ კითულობთ, მოუარეთ, სისტემატურად გაწმინდეთ მტვრისგან, რომ ამ ადგილებში ენერგია არ დაიბლოკოს.


3. სწორი აზრები

თქვენ შეგიძლიათ თავს უფლება მისცეთ, ლამაზი კაბა ან ახალი მანქანა იყიდოთ. წარმოიდგინეთ, რომ ეს ყველაფერი უკვე გაქვთ, აი, უკვე ის კაბა გაცვიათ და ახალი მანქანით ზღვაზე მიდიხართ! წარმოიდგინეთ და ეს ყველაფერი რეალობის სახით შემოვა თქვენს ცხოვრებაში. მთავარია, გჯეროდეთ და სამყაროს მისცეთ უფლება, ფანტაზია რეალობად გიქციოთ.


4. ქველმოქმედება

სიმდიდრის ენერგია ჩნდება იქ, სადაც მიღება-გაცემის თანაბარი ბალანსია. თუ თქვენ ფულს მხოლოდ ინახავთ ან მხოლოდ საკუთარ თავზე ხარჯავთ, ბალანსი არ იქნება. გსმენიათ სამხაროს 10%-იან წილზე? დაეხმარეთ მიუსაფრებს და უსახსროებს, დაეხმარეთ თქვენს ახლბლებს თუ უცხოებს, მათ, ვისაც ნამდვილად სჭირდება დახმარება. გახსოვდეთ, რომ სიმდიდრე ადამიანების მსახურია!



0
172
1-ს მოსწონს
ავტორი:სოფიო ღონღაძე
სოფიო ღონღაძე
172
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0