x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134540
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508597
რა მოუვა ჩვენს ორგანიზმს,თუ პურს აღარ შევჭამთ
image

ბოლო დროს არანახშირწყლოვანი დიეტაა მოდაში, უამრავი ბლოგერი წერს იმაზე, თუ როგორ შეიცვალა მათი ცხოვრება, რაც ნახშირწყლებზე უარი თქვეს. წერენ, რომ კანის მდგომარეობა გაუმჯობესდა, წონაში დაიკლეს, ენერგიით აღივსნენ..

მაგრამ სიმართლეა თუ არა ეს ყველაფერი?

შვრიის, ჭვავის თუ მსხვილად დაღერღილი მარცვლისგან მომზადებული პური-ერთმნიშვნელოვნად სასარგებლოა. სასარგებლოა შავი პურიც. აი, თეთრი პური კი - სხვა ისტორიაა. მე-20 საუკუნიდან ფქვილს საწარმოო მეთოდით აწარმოებენ და მისი ხარისხი მნიშვნელოვნად დაქვეითდა. კატეგორიულად გირჩევთ, უარი თქვათ უმაღლესი ხარისხის ფქვილისგან გამომცხვარ თეთრ პურზე. აგიხსნით, რატომაც:


image

მიზეზი № 1: უსარგებლო პროდუქტი

imageხორბლის მარცვალი მდიდარია ვიტამინებით, მაგრამ მარცვლის გადამუშავების და ფქვილის მიღების პროცესში ეს სასარგებლო ნივთიერებები უბრალოდ ქრება. უმაღლესი ხარისხის თეთრი ფქვილი მხოლოდ სასარგებლო ნივთიერებების 30%-ს შეიცავს, რომელიც 2 კვირის შემდეგ აქტივობას კარგავს, არადა, ასეთი ფქვილის შენახვის ვადად 12 თვეა განსაზღვრული. შედეგად, ვიღებთ სრულიად უსარგებლო, არაფრის მომცემ ფხვნილს, რომლისგანაც პურს აცხობენ.


მიზეზი № 2: არ აქვს გემო

imageვაღიაროთ, თეთრ პურს გემო არ აქვს, მაგრამ სწორედ ამის გამოა ის ბევრისთვის მიმზიდველი, რადგან ხელს არ შეუშლის სხვა პროდუქტების გემოს აღქმას, რომელთაც პურთან ერთად მივირთმევთ.


მიზეზი № 3: ტოქსიკურობა

imageთანამედროვე სამყაროში ხორბლის წარმოებას უზარმაზარი მასშტაბები აქვს. იმისთვის, რომ მეტი მოსავალი მიიღონ, პესტიციდებს იყენებენ, მღრღნელებისა და სოკოსგან დასაცავად კი სხვადასხვა ქიმიური საშუალებებით ამუშავებენ. მაგრამ, მთავარი წინ გელით:იმისთვის, რომ ფქვილი თეთრი იყოს, მწარმოებლები ისეთივე მათეთრებელ საშუალებებს იყენებენ, როგორსაც რეცხვისას. ამიტომ, ყოველთვის დააზუსტეთ, როგორი ფქვილისგანაა პური გამომცხვარი: რაფინირებული თუ ორგანული. რაფინირებული ყველა იმ გზას გადის, რაც ზემოთ ჩამოვთვალეთ.


მიზეზი № 4: კანზე გამონაყარი

imageჩვენ ის ვართ, რასაც მივირთმევთ. თუ ადამიანი ნებისმიერ ფქვილოვან ნაწარმს იყენებს, ეს კანზეც აისახება. გამონაყარი ყველაზე ხშირად გლუტეინზე რეაქციის შედეგია, რომელსაც პური შეიცავას. გლუტეინი ნაწლავების კედლებზე ილექება და მის ხაოს აზიანებს. დროთა განმავლობაში კი ნაწლავური ხაოს მიერ სასარგებლო ნივთიერებების შეწოვა ირღვევა.


მიზეზი №5:საჭმლის მომნელებელი სისტემის პრობლემები

imageდამნაშავე ისევ გლუტეინია: ის ნაწლავებში უჯრედულ მთლიანობას არღვევს და ადამიანი საჭმლის მომნელებელ სისტემასთან დაკავშირებულ პრობლემებს იღებს შედეგად. მსხვილად დაღერღილ მარცვლოვან პურში უჯრედისია, რაც თეთრი და უმაღლესი ხარისხის ფქვილისგან გამომცხვარ პურში პრაქტიკულად არაა. დღეში 5-6 ნაჭერი მსხვილად დაღერღილი მარცვლებისგან გამომცხვარი პური- და უჯრედისის ნორმას მიიღებთ. იგივე დღიური ნორმა ხილისგან ან ბოსტნეულისგან რომ მიიღოთ, უნდა შეჭამოთ 14 ვაშლი ან 21 სტაფილო, ან 25 პამიდორი ან 2, 3 კგ კიტრი.


მიზეზი №6: ნაადრევი სიბერე

imageროგორც უკვე მიხვდით, პურში საკვები ნივთიერებები არაა. ისეთი საკვების მიღებისას, რომელიც ვიტამინებს არ შეიცავს, ჩვენი ორგანიზმი ახალგაზრდობის შენარჩუნებას ვერ მოახერხებს. ამიტომ, ფქვილოვანი ნაწარმის მოყვარულები შედარებით უფრო ხნიერებად გამოიყურებიან.


მიზეზი №7:დამოკიდებულება

imageპურზე, როგორც ნარკოტიკზე, ადვილად “შეჯდებით". ფქვილი სწრაფად ზრდის სისხლში შაქრის დონეს და შედეგად ხდება ინსულინის გამოყოფა. თუმცა, შაქრის დაცემა ასევე სწრაფად ხდება, შედეგად, თავს მოშვებულად გრძნობთ და კიდევ გინდებათ სწრაფი ნახშირწყლების მიღება, რომ სიმხნევე იგრძნოთ. შაქრის დონის ასეთმა მკვეთრმა ცვალებადობამ კი შესაძლოა დიაბეტიც გამოიწვიოს.


მიზეზი №:8: ზედმეტი წონა და გაცხიმოვნება

imageეს შესაძლოა ბევრისთვის გახდეს იმის მიზეზი, რომ ფქვილოვან ნაწარმზე უარი თქვას. იმ ადამიანთა 70%, რომელიც მკვეთრად უარს ამბობს ფქვილოვან ნაწარმზე, პირველი ორი კვირის განმავლობაშივე იკლებს წონაში. უმაღლესი ხარისხის 100 გრამ თეთრ ფქვილში მხოლოდ 0, 6 გრ. უჯრედისია, დანარჩენი კი თქვენს წონაზე აისახება ცხიმის სახით. პურის გლიკემიური ინდექსიც კი უფრო მაღალია, ვიდრე შოკოლადის ბატონის. სახამებელი კი, რომელიც პურ-ფუნთუშეულის ნაწარმშია, სწრაფად იხსნება საჭმლის მომნელებელ ტრაქტში და სისხლში ხვდება გლუკოზის სახით. ეს კი ნიშნავს, რომ მალე შიმშილის გრძნობა ისევ შეგაწუხებთ.



0
1155
შეფასება არ არის
ავტორი:გემი დალანდი
გემი დალანდი
1155
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0