x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134530
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508588
საბჭოთა “მონობაში” აკრძალული ლიტერატურა და ფილმები
image 1922 წელს მთავლიტის შექმნით საბჭოთა ხელისუფლებამ ლიტერატურის ტოტალური კონტროლი დაიწყო. ათწლეულების განმავლობაში მთავლიტი ლიტერატურის მაკონტროლებელ ძირითად ინსტრუმენტს წარმოადგენდა. საბჭოთა კვლევის ლაბორატორისის ინფორმაციით, მხოლოდ 1927-1947 წლებში მთავლიტის თანამშრომლების რაოდენობა 86-დან 6453-მდე გაიზარდა. მთავლიტის ცენზორები წყვეტდნენ როგორც საბჭოთა, ისე უცხოური წიგნების დაბეჭდვის, გავრცელების ან აკრძალვის საკითხს.

ცენზურის პირობებში საბჭოთა მოქალაქეებს კლასიკად ქცეული ლიტერატურის კითხვა არ შეეძლოთ. მაგალითისთვის, საბოთა კავშირში შემდეგი წიგნები და პიესები აირკძალა:

  • მიხეილ ბულგაკოვის “ოსტატი და მარგარიტა”. წიგნი მწერლის გარდაცვალებიდან მხოლოდ 40 წლის შემდეგ გამოქვეყნდა.
  • 1936 წელს ბულგაკოვის პიესების მიხედვით დადგმული სპექტაკლები, „მოლიერი“, „პუშკინი“. „ივან ილიჩი“ დახურეს.
  • ბორის პასტერნაკის “ექიმი ჟივაგო”.
  • ალექსანდრე სოლჟენიცის ნაწარმოებები, რომლებშიც ავტორი ღიად აკრიტიკებდა საბჭოთა რეჟიმს.
  • აკრძალული იყო ემიგრირებული მწერლების ტირაჟირებაც, მათ შორის აღმოჩნდნენ ვლადიმერ ნაბოკოვი და ივან ბუნინი.
  • მკაცრ ცენზურას გადიოდა ანა ახმატოვასა და მარინა ცვეტაევას ნაწარმოებები, მათი ნაწილი სსრკ-ში საერთოდ არ გამოქვეყნებულა. პოეტები იძულებული გახდნენ, ემიგრაციაში წასულიყვნენ.
  • ჯორჯ ორველის “ცხოველების ფერმა”.
  • დანიელ დეფოს “რობინზონ კრუზო”.
  • ვლადიმირ ნაბოკოვის “ლოლიტა”.
  • ჰერბერტ უელსის “რუსეთი ბინდში”.
  • ვასილი გროსმანის “ცხოვრება და ბედი.”
მიუხედავად არაერთი მცდელობისა, საბჭოთა ხელისუფლებამ “საშიში” ლიტერატურის სრული აკრძალვა მაინც ვერ შეძლო, ცენზურას საბჭოთა მოქალაქეების ნაწილი “სამიზდატების”, აკრძალული ტექსტების ხელნაკეთი ასლებით დაუპირისპირდა.

საბჭოთა კინემატოგრაფის მსგავსად, ცენზურა უცხო არც ქართული კინოსთვის ყოფილა. ქართული კინოს შედევრების ნაწილი საბჭოთა ცენზურამ ფორმალიზმის ბრალდებით აკრძალა. აკრძალულ ფილმებს შორის იყო:

  • ნიკოლოზ შენგელაიას „ ელისო“,
  • მიხეილ კალატოზიშვილის „მარილი სვანეთს“,
  • კოტე მიქაბერიძის „ჩემი ბებია“,
  • მიხეილ კალატოზიშვილის “ლურსმანი ჩექმაში”,
  • ოთარ იოსელიანის სადებიუტო ფილმი „აპრილი“.

image

რეჟისორების ნაწილი იძულებული გახდა, კინოს გადაღება შეეწყვიტა. მათ შორის აღმოჩნდა ობერჰაუზენის მოკლემეტრაჟიანი ფილმების ლაურიატი რეჟისორიც, მიხეილ კობახიძე, რომელსაც კინოს დამოუკიდებლად გადაღების საშუალება რეჟიმის პირობებში არ მიეცა.

სამაგალითოდ დასაჯეს სერგო ფარაჯანოვიც, რომელსაც „ბროწეულის ფერის“ გადაღების შემდეგ, ჰომოსექსუალობის ბრალდებით, 5 წლიანი პატიმრობა შეუფარდეს, მოგვიანებით, მრავალი წლის მანძილზე რეჟისორს კინოს გადაღება აეკრძალა.

ცენზურა ლმობიერი არც მათ მიმართ ყოფილა, ვინც პროპაგანდის სამსახურში იძულებით ჩადგა. მიუხედავად იმისა, რომ სერგეი ეიზენშტეინმა რევოლუციის მთვარი ფილმი, “ჯავშნოსანი პოტიომკინი” გადაიღო, მოგვინებით საბჭოთა ცენზორებმა მისი ფილმი “ბეჟას მდელო” ისე გაანადგურეს, რომ მაყურებელმა ის კინოეკრანებზე ვერ იხილა. “ივანე მრისხანეს” მეორე ნაწილი კი უშუალოდ სტალინის ბრძანებით აიკრძალა. კინოეკრანებზე ფილმი სტალინის გარდაცვალებიდან მხოლოდ 5 წლის შემდეგ გამოვიდა.

ცენზურა მკაცრი იყო საბჭოთა კინოს კლასიკოსის ალექსანდრ დოვჟენკოს მიმართაც. დოვჟენკოს ფილმს “მიწა” თავს ცენზორებთან ერთად საბჭოთა კინოკრიტიკოსები და პარტიის მაღალი ეშელონების წარმომადგენლებიც დაესხნენ. რეჟისორი იძულებული გახდა, რომ თავი დასავლეთ ევროპისთვის შეეფარებინა.

1
252
2-ს მოსწონს
ავტორი:ნოანეო
ნოანეო
252
  
2019, 4 თებერვალი, 17:47
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1