x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134535
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508595
ლავრენტი პავლოვიჩი ბერია, ადამიანი რომელიც სიკვდილის შემდეგაც ადამიანებს შიშის ზარს სცემს

image
მსოფლიოსთვის დაზვერვის გენიად ცნობილი ლავრენტი ბერია, ჯერ საბჭოთა საქართველოს მეთაური იყო და ლომის წილი უძევს იმაში“ რომ მის სამშობლოში ოცდაათიანი წლების რეპრესიები განსაკუთრებული სისასტიკით განხორციელდა. სწორედ ამ დამსახურებისათვის დაიყენა იგი გვერდში სტალინმა. და საბჭოთა კავშირის შინაგან საქმეთა სახალხო კომისრად დანიშნა. ლავრენტი ბერია შიშის ზარს სცემდა ყველას. დაწყებული პოლიტბიუროს წევრებით, უბრალო ადამიანებით დამთავრებული. სტალინის იდუმალებით მოცული სიკვდილის შემდეგ იგი თავისი გავლენით პირველ კაცად გადაიქცა. ამანაც დაღუპა. მეორე ქართველს რუსეთის პირველ კაცად ვერავინ მოითმენდა და ბერია ნიკიტა ხრუშჩოვის შეთქმულებას ემსხვერპლა (იმ ხრუშჩოვისა, რომელსაც ბერიაზე ნაკლები ცოდვები როდი ჩაუდენია).


ლავრენტი ბერია

ლავრენტი ბერია

ლავრენტი ბერია შიშსა და მზაკვრობაზე დამყარებული ბოლშევიკური სისტემის ტიპური და ნიჭიერი განსახიერება იყო. საბჭოთა ქვეყანაში მან შექმნა უშიშროების ქსელი, რომელსაც მთელ მსოფლიოში ჰქონდა საცეცები გაბმული. მან იცოდა ყველა საიდუმლო. ყველა შესაძლო არსებული თუ არარსებული შეთქმულების თარიღი. ადგილი და მონაწილე. მაგრამ ბედის ირონიით, მის წინააღმდეგ მოწყობილი შეთქმულების შესახებ ვერაფერი გაიგო, ვერც დრო და ვერც მონაწილეთა ვინაობა და ვერც ადგილი.


დიდია მისი აგენტურის როლი ფაშიზმზე გამარჯვებაში. ასევე მნიშვნელოვანია მისი როლი საბჭოთა ბირთვული პროგრამის განხორციელებაში.


ლავრენტი ბერია

image

მაგრამ ლავრენტი ბერიამ ქვეყანაში ტოტალური შიში დათესა. მისგან არავინ იყო დაცული, თვით სტალინი კი. ერთი სარწმუნო ვერსიით, სტალინი სწორედ ბერიას შეთქმულების მსხვერპლი გახდა. ზოგიერთი წყაროს მიხედვით, სტალინს უკვე გადაწყვეტილი ჰქონდა ბერიას მოცილება. რის შესახებაც ამ უკანასკნელმა შეიტყო და დაასწრო.“ ტრაგიკულია ეს ყველაფერი მაგრამ ...

ის ამბავი, რაც ახლა უნდა მოგითხროთ, ბერიას დახვრეტიდან დიდი ხნის შემდეგ მოხდა. ჩემს უახლოეს მეგობარს, უბრწყინვალეს ქართველ მწერალს, ნოდარ დუმბაძეს შავი ზღვის სანაპირო აგარაკზე დაურეკა მეზობლად მცხოვრებმა დიდმა რუსმა მწერალმა კონსტანტინ სიმიონოვმა და ღვინო სთხოვა. მოსკოვიდან ორი მეგობარი ჩეკისტი მეწვია და უნდა გავუმასპინძლდეო. ნოდარს ღვინო არ აღმოაჩნდა, მაგრამ შესთავაზა, აქვე სოფელი მარხეულია შესანიშნავი რესტორნით და სტუმრები საპურმაროლოდ იქ წავიყვანოთო. აფხაზეთის სიფელი მარხეული კარგი რესტორნის გარდა, იმითაც იყო ცნობილი, რომ ლავრენტი ბერიას მშობლიური სოფელი გახლდათ და ჩეკისტების იქ მიპატიჟება ამ მხრივაც ერთგვარ“ სიმბოლურ " აზრს ატარებდა. კონსტანტინ სიმიონოვს ეს აზრი მოეწონა და ოთხივე მარხეულში წავიდა.

ლაზათიანად მოულხინეს და როცა კარგად შეთვრნენ, ერთმა ჩეკისტმა დაიჩემა, მდინარეში უნდა ვიბანავოო. ვერაფრით გადაათქმევინეს - გაიხადა და წყალში გადაეშვა, მაგრამ ამოყვინთვით ვეღარ ამოყვინთა. იქვე მყოფი ადამიანები მდინარეში შეცვივდნენ“ ცოცხალმკვდარი კაგებეს ოფიცერი ნაპირზე გამოათრიეს. რის ვაი ვაგლახით მოიყვანეს გონზე. მან კი თვალი როგორც გაახილა, მეგობარი ჩეკისტი თითით მიიხმო, და უჩურჩულა : на дне, в речке лаврентий Павлович, На дне, лаврентий Павлович, " ყველა გაშეშებული შეაჩერდა ერთმანეთს. რაღაც ვერ იყო კარგად, დიდი ხნის დახვრეტილი იყო ლავრენტი პავლოვიჩი. ჩეკისტმა კი ერთი-ორჯერ გაიმეორა და გული ისევ წაუვიდა.

რესტორნის დირექტორმა რომ ნახა, საქმეს ცუდი პირი უჩანდა, ნოდარ დუმბაძე გვერდით გაიხმო და საიდუმლო გაანდო.“ აქ, რესტორნის ახლოს ბერიას ძეგლი იდგა. როცა დაიჭირეს, ავიღე და მდინარის ფსკერზე დავმალე. რა ვიცი, ხვალ რა მოხდება . დღეს კი ლანძღავთ მაგრამ, იქნებ დრო მოვიდეს, თქვათ, დიდი კაცი იყოო, ხალხის ერთგული შვილი. ჯაჭვით მყავს დაბმული, მდინარემ რომ არ წაიღოს. ამ უბედურმა, წყალში რომ ჩაყვინთა, ეტყობა, ძეგლი დაინახა და ამიტომ არის ასე შეშინებული, ეს ამბავი შემდეგ საკავშირო მნიშვნელობის ანეკდოტად იქცა. აქ ის დროა ასახული, როცა მკვდრისაც უნდა შეგშინებოდა მისი.

ედუარდ შევარდნაძის მემუარებიდან

5
733
3-ს მოსწონს
ავტორი:Teklamaisuraze
Teklamaisuraze
733
  
2019, 3 თებერვალი, 11:29
კი ასე ეძახდნენ, მაგრამ სულაც არ იყო თეთრი კანის მქონე, წითური იყო, წითური...
2019, 3 თებერვალი, 0:40
აი ეხლა თქვენც დაუშვით შეცდომა. მთელი ბავშვობა მესმოდა რომ თეთრ მელას ეძახდნენ☺️
2019, 2 თებერვალი, 23:40
შევარდნაძე სსრკ-ს საგარეო საქმეთა მინისტრი იყო და გამართულად რუსულადაც კი ვერ საუბრობდა, ცხონებულ შარტავაზე თქვა " მი ვ მესტე დრალის ვ აბხაზიუო"
. არა და უნდა ეთქვა "მი ვ მესტე ვოევალი ვ აბხაზიუ".
წითური მელა...
2019, 2 თებერვალი, 23:31
შეიძლება მაგრამ ეს შევარდნაძის მემუარებია
2019, 2 თებერვალი, 22:40
თეკლა ლავრენტი ბერიას სოფელს მერხეული ერქვა, მარხეული-ასეთი სოფელი აფხაზეთში არაა.
რომ არა ბერია, სსრკ-ს არ ექნებოდა არც წყალბადის ბომბი და არც ბირთვული ქობინი.
თბილისში, რომ საავიაციო ქარხანა ფუნქციონირებდა და დღეს "დელტას" შემადგენლობაშია ბერიას მიერ იქნა დონის-როსტოვის ქალაქ ტაგანროგიდან ევაკუირებული და თბილისში აწყობილი.
აფხაზეთში ქართველების მასიურ ჩასახლებასაც ბერიამ შეუწყო ხელი, რომ იცოდეთ.
"მეგრელების საქმე", რომელიც ჩარკვიანის მიერ იქნა აგორებული და სტალინთან მიტანილი, სწორედ ბერიას გავლენით ჩაცხრა, სხვა შემთხვევაში მეგრელებსაც მესხების ბედი ელოდათ.
თავად რუსები და ამერიკელი ექსპერტები შეთანხმდნენ, რომ ბერია იყო მეოცე საუკუნის უდიდესი მენეჯერი, ხოლო რეპრესიები ეჟოვისა და იაგოდას დამსახურება იყო, რადგან ბერიას პერიოდში ათეულათასობით რეპრესირებულის განთავისუფლება და რეაბილიტაცია მოხდა.
შევარდნაძე თავად იყო საქართველოს და ქართველების დაუძინებელი მტერი, ერის მოღალატე ნაძირალა.
0 1 5