x
მეტი
  • 30.04.2024
  • სტატია:134528
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508648
როგორი აზროვნებით და გამონათქვამებით, ასე ვთქვათ მჭერმეტყველებით გახდნენ ცნობილები ფილოსოფისები, მწერლები და ა. შ. დასაფიქრებელია ჩვენთვისაც
ბლეზ პასკალი

ადამიანები რას არ ასწავლიან, წესიერებას კი არა. მერე კი ისინი თავის გამოჩენას სწორედ წესიერებით ცდილობენ. _იმით რაც მათთვის არასდროს უსწავლებიათ.

image


ფრანსუა დე ლაროშფუკო


ადამიანთა უმრავლესობის მადლიერება _ესაა მძაფრი, მაგრამ მარჯვედ შენიღბული სურვილი იმისა, რომ მათ ღირსებას უფრო მეტი პატივი მიაგოს ხალხმა.


ანგელუს სილეზიუსი

ადამიანი ამქვეყნად ყველაზე საოცარია: მასში ღმერთი და ეშმაკი მარად მეზობლები არიან.


ფიოდორ დოსტოევსკი

ადამიანი არის არსება, რომელსაც შეუძლია ყველაფერს შეეჩვიოს და ეს არის ადამიანის საუკეთესო განსაზღვრა.


ნოვალსი

ადამიანი არის მზე, მისი აზრები კი პლანეთებია.


ბლეზ პასკალი

ადამიანი არც ანგელოზია და არც ცხოველი, მაგრამ მისი უბედურება იმაში მდგომარეობს, რომ რაც უფრო ცდილობს ანგელოზს დაემსგავსოს, მით უფრო მეტად ემსგავსება ცხოველს.


უილიამ შექსპირი

ადამიანი ბუნებით თავისუფალი არსია, რკინის ბორკილშიც რომ იშვას, თავისუფალი კაცია.


თომას მანი

ადამიანი გამოცანაა და სწორედ ადამიანურობისადმი თაყვანისცემა უდევს საფუძვლად ამ ამოცანას


არჩილ ჯორჯაძე

ადამიანი განუყოფელი არსებაა და თუ ხორცი იტანჯება, სულიც დაღვრემილია.


ვოლტერი

ადამიანი გართობისთვისაა დაბადებული, მას ისე თავდავიწყებით არც ეყვარებოდა მუდმივი თავშექცევა, ამისთვის რომ არ იყოს დაბადებული; ადამიანის ბუნების დედაარსი თვითდატკბობაა, ყველაფერი დანარჩენი სისულელეა, ოღონდ ესაა, ამ საუცხოო მორალს ფაქტები მუდამ ეწინააღმდეგებიან.


0
84
1-ს მოსწონს
ავტორი:Teklamaisuraze
Teklamaisuraze
84
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0