შოუბიზნესი ირინა ონაშვილმა მეორე ბავშვის გაჩენის შემდეგ 25 კილო მოიმატა - "..დიდი ხარ და კიდე სქელი ხარ, საშინელი დისკომფორტია." - როგორ დაიბრუნა უალამაზესმა მოდელმა სასურველი ფორმა 2019, 24 იანვარი, 13:36 ირინა ონაშვილი უკვე მრავალი წელია იმ ქალებს შორისაა, რომელთა სილამაზეს ყველა ერთხმად აღიარებს. კარიერის დასაწყისში მისი გარეგნობა სხვადასხვა რეჟისორის ყურადღების მიღმა არ დარჩენილა და რამდენიმე სარეკლამო ვიდეოსა და კლიპში გადაიღეს.
საყოველთაო აღიარება კი მას მის საქართველო 2003-ის ტიტულმა მოუტანა. დღემდე არაერთი ადამიანი აღიარებს, რომ ის ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი მის საქართველოა. ირინა ონაშვილმა ნინა წკრიალაშვილის გადაცემაში მის იმიჯზე და თავის მოვლაზე ისაუბრა, როგორც აღნიშნა არ უყვარს ექსპერომენტები და ვიზუალს რადიკალურად თითქმის არასოდეს იცვლის. მან ასევე ჩაცმის სტილზეც ისაუბრა: " ზოგადად როგორც გრძნობ თავს კომფორტულად ისე უნდა გამოიყურებოდე, , რა თქმა უნდა როცა სცენაზე გიწევს ყოფნა, იქ გიწევს სცენის შესაბამისად ყოფნა. უბრალოდ შინაგანად არ მიყვარს ყურადღების ცენტში ყოფნა. შესაბამისად, როცა შედარებით თამამად ვიცვამ, არ ვარ კომფორტულად, ამიტომ ვცდილობ მაქსიმალურად სადა იყოს ჩემი ლუქი და არ იყოს აშკარა და თვალშისაცემი.." ირინა ონაშვილმა წონის პრობლემაზეც ისაუბრა: " მე თან არ მიხდება საშინლად მომატება, მეორე ბავშვზე მოვიმატე 25 კილო.. სიმაღლე რომ გაქვს უფრო არ გიხდება, მერე ნუ დიდი ხარ და კიდე სქელი ხარ და საშინელი დისკომფორტია. მაგრამ მერე უკვე ცხოვრების გიჟური რითმი გაძლევს საშუალებას, რომ მალევე დაუბრინდე ფორმებს..." როგორც ირინა ონაშვილმა აღნიშნა განსაკუთრებული თავის მოვლის წესი არ აქვს, რომელსაც სახლის პირობებში იცავს. " ზარმაცი ვარ ზოგადად, ბუნებით ვერ მოგატყუებ ნამდვილად და ვერ ვიტყვი რომ ყოველ დილა საღამოს ვარ რაღაც საცხებით დაკავებული. შრატებს, სხვადასხვა საცხებს და ნიღბებს ვერ ვიკეთებ ჩემა სამწუხაროდ. მივმართავ ბირევიტალზიაციებს, რომელიც უდრის 700 ჯერ საცხის წასმას.." 2655 2-ს მოსწონს 1-ს არა
|