x
მეტი
  • 25.08.2019
  • სტატია:93883
  • ვიდეო:342251
  • სურათი:456164
ულამაზესი გოგონა, რომელიც მართავს ყველაზე დიდ სატვირთო მანქანას

image



რენო სასაკი რამდენიმე წლის წინ მუშაობდა ცეკვის მასწავლებლად, ხოლო, ახლა ის მართავს მთელს იაპონიაში ყველაზე უზარმაზარ სატვირთო მანქანას. მან პროფესიის შეცვლის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო სამწუხარო გარემოებების გამო.

შვიდი წლის წინ, მისი მამა, რომელიც სატვირთო მძღოლად მუშაობდა, ძალიან ავად გახდა. რენომ გადაწყვიტა მასთან ერთად მეტი დრო გაეტარებინა, ეზრუნა მასზე და შეეცვლა, როდესაც ის დაიღლებოდა. მან აიღო მძღოლის მოწმობა და ისწავლა მანქანის შეკეთებაც.


image

მას იმდენად მოეწონა ეს ყველაფერი, რომ საბოლოოდ მიატოვა ცეკვა და მუდმივად გადავიდა სამუშაოდ მამასთან.
საკუთარ ინსტაგრამზე გოგონა ყოველდღიურად აქვეყნებს სატვირთო მანქანით ჩვეულებრივი ყოველდღიური ცხოვრების ამსახველ სურათებს, გზისპირა კაფეებს, სადაც იკვებებიან და ღამისთევებს, რომელიც ყოველთვის არ არის კომფორტული.


image

ზოგადად, რენო ძალიან კმაყოფილია თავისი ცხოვრებით და ოცნებობს მის მაგალითს მიბაძოს სხვა გოგონებმაც და იმუშაონ კაცურ პროფესიებზე.

ერთადერთი, რაც იაპონელ ქალბატონს არ მოწონს, არის ნაკლებად კომფორტული სპეციალური სამუშაო ტანსაცმელი, რომელიც იკერება მხოლოდ იაპონელი მამაკაცებისთვის. აქედან გამომდინარე, მომავალში მას სურს შექმნას საკუთარი ხაზი ქალის ლამაზი და კომფორტული სამუშაო ტანსაცმლის.


image

0
144
შეფასება არ არის
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
144
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0