x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134534
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508588
ფული, ჩვენ კაი ხანია აღარ გვაქვს.პლასტიკურ ბარათებზეც უარი ვთქვით. მხოლოდ ნისიებით ვცხოვრობთ
image



"შვედი მეგობარი მყავს, გუსტავი. ყოველ წელს ვეპატიჟები, ჩამოდი, გაჩვენო ნამდვილი სამოთხე დედამიწაზე-თქო (შვედეთიც ძალიან დახატული ქვეყანაა) და ჯერ ვერ მოახერხა. 2027-მდე მაქვს ყველაფერი დაგეგმილიო

იმ დღეს, შობა მომილოცა და მითხრა, შვედეთი ყველაზე ბედნიერ ქვეყანად გვაღიარესო.
საიდან დაასკვენი, რომ ბედნიერები ხართ-თქო?
საიდანო და:
1. 4 სამუშაო დღე გვაქვს კვირაში.
2. 2-3 წელში, ფიზიკურად არ იარსებებს ფული, მხოლოდ პლასტიკური ბარათები გვექნებაო.
3. მშპ თითოეულ მოქალაქეზე $50 ათას სცდებაო.

გილოცავთ-თქო! აბა სხვა რა უნდა მეთქვა, გულზე გახეთქილს?


თქვენ როგორ ხართო?

რა ვიცი, ჩვენი მთავრობაც მუშაობს ბედნიერების ინდექსის გასაზრდელად-თქო:

შობას, ახალი წელს და აღდგომას, ორჯერ აღვნიშავთ.
ფული, ჩვენ კაი ხანია აღარ გვაქვს. პლასტიკურ ბარათებზეც უარი ვთქვით. მხოლოდ ნისიებით ვცხოვრობთ.
მშპ-ს ინდექსი არც კი გავიტერესებს, ისეთი ბედნიერები ვართ.
ა, ხო, საახალწლოდ, მთავრობამ ყველას დაგვიფარა კრედიტი და ახლ წელს ვალმოხდილები შევხვდით-თქო.
და კიდევ, ყოველ დღესასწაულზე გიორგი ვაშაძე პირადად გვიგზავნის მოლოცვას-თქო.

ეგ ვინააო?
გუსტავ, გიორგი ვაშაძე თუ არ იცი ვინაა, თავს ბედნიერად რანაირად თვლი-თქო?
ბოდიში, ნაღდად არ ვიციო.
აბა, თქვენ იუსტიციის სახლიც არ გექნებათ-თქო.
არ გვაქვსო.

ხოდა, ჩემო გუსტავ! სპერვა პადუმაი, ა პატომ გავარი-თქო და მიმინოს ლინკი ჩავუგდე.

დღეს მომწერა: ზაფხულში დაახლოებით რა ღირს სასტუმროებიო?" - წერს ივა გრუზინსკი

1
418
შეფასება არ არის
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
418
  
2019, 16 იანვარი, 23:40
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1