x
მეტი
  • 06.05.2024
  • სტატია:134641
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508836
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი ამბობს, რომ ამ ეტაპზე გავრცელებულია ჩვეულებრივი გრიპის ვირუსი

image



"საქართველოში ამ ეტაპზე გავრცელებულია ზომიერი, ჩვეულებრივი გრიპის ვირუსი და არაფერი განსაკუთრებული არ ხდება. გავრცელებულ ვირუსს პანდემიის სახე არ აქვს. რეკომენდაციის სახით მოსახლეობას მივმართავთ: – ხშირად გავანიავოთ ოთახი, ხშირად დავიბანოთ ხელები და ვეცადოთ, არ მივიღოთ ბევრი სტუმარი.

პაციენტების უმრავლესობას არ სჭირდება “ტამიფლუ”, ზოგ ქვეყანაში ექიმი არ ნიშნავს მას, თუ განსაკუთრებული მდგომარება არაა. “ტამიფლუ” არის ანტივირუსული პრეპარატი, მუშაობს ვირუსის წინააღმდეგ, მკაცრად ვაფრთხილებ მოქალაქეებს, “ტამიფლუ” არ არის კანფეტი, ეს არის სერიოზული პრეპარატი, რომელიც ექიმის დანიშნულების გარეშე არ არის რეკომენდებული”, – განაცხადა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა, მარიან ივანუშამ.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელის ინფორმაციით, ისინი, ვინც თავს შეუძლოდ გრძნობენ, სადღესასწაულო პერიოდში ჯობს, სახლში დარჩნენ და მოერიდონ ახლობელ ადამიანებთან ხშირ კონტაქტს. მისივე განმარტებით, გრიპისა და ჩვეულებრივი გაციების სიპმტომები ძალიან ჰგავს ერთმანეთს, თუმცა გრიპი უფრო რთული დაავადებაა. ამასთან, როგორც მარიან ივანუშმა აღნიშნა, საქართველოში ამ ეტაპზე გავრცელებულია ჩვეულებრივი გრიპის ვირუსი და არაფერი განსაკუთრებული არ ხდება.



0
59
შეფასება არ არის
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
59
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0