x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134530
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508588
ჩარლი ჩაპლინის ნამდვილი სიყვარული-,,მე მას პაპად ვერგები..."
ამბობენ, რომ ჩარლი ჩაპლინს რომანი უფრო მეტი ჰქონდა, ვიდრე კინოროლი.ლეგენდარული მსახიობი 4-ჯერ იყო დაქორწინებული და 11 შვილი ჰყავდა. ყველაზე ბედნიერი მისი ბოლო ქორწინება გამოდგა. უნდა ო'ნილთან ერთად მან 34 წელი იცხოვრა.

ჩაპლინს ყოველთვის ახალგაზრდა ქალები აინტერესებდა. თავის წიგნში კი ამას იმით ხსნიდა, რომ წლების მატებასთან ერთად, ქალი მტკიცედ ირჩევს მიმართულებას, საიდანაც ძნელია გადაახვევინო-ის ან თავქარიანი კეკლუცია ან მაღალი ზნეობის ქალბატონი. ახალგაზრდა ქალში კი ეს ორივე თვისებაა შერწყმული.

მოხდა ისე, რომ ბოლო ქორწინებაში ჩაპლინს დაავიწყდა, რომ ოდესღაც სულაც არ გამოირჩეოდა ერთგულებით და ყველა კაბას უკან ეკიდებოდა. თავის ბოლო მეუღლეში მან მოწიფული ქალიც შეიყვარა, მისი ჭაღარა თმაც და ძლიერი ხასიათიც.

ჩაპლინი წერდა:“როცა უნა განსაცვიფრებელი ღირსებით მიაბიჯებს ჩემს წინ, ვიწრო ტროტუარზე, მე მის ნატიფ, ტანად სხეულს ვხედავ, ვხედავ მის სწორად დავარცხნილ მუქ თმას, რომელშიც უკვე ბრწყინავენ ვერცხლისფერი ძაფები და ისეთ სიყვარულს და სინაზეს ვგრძნობ, რომ თვალები ცრემლით მევსება."


ეს ის სიყვარული იყო, რომელმაც ორივე იხსნა.


“გლამურული გოგონა"

imageუნა ო'ნილი ამერიკელი დრამატურგის, ლიტერატურაში ნობელის პრემიის ლაურეატის იუჯინ ო'ნილის ქალიშვილი იყო. 15 წლის ასაკში ის უკვე ნიუ-იორკში ცნობილი გოგონა იყო-ძალიან ლამაზი, საინტერესო, მახვილგონიერი და ცოტათი მოუქნელი. უნა თითქმის ყოველ ღამეს ნიუ-იორკის ცნობილ კლუბ სტორკში ატარებდა. უნაზე უსაზღვროდ გახლდათ შეყვარებული ახალგაზრდა სელინჯერი, მას უნაც ეკეკლუცებოდა, მაგრამ მეორე მსოფლიო ომი დაიწყო, მწერალი ომში წავიდა და უნამაც ის მშვიდად მიატოვა.

უნა კინოსინჯებზე დადიოდა, ერთობოდა და ცეკვავდა. კლუბში ყოველწლიურად ირჩევდნენ «Glamour Girl»-ს და უნა ფინალში გავიდა.მისი ფოტოები ნიუ-იორკ პოსტში დაიბეჭდა. სერიოზული და პირქუში დრამატურგის ქალიშვილის კლუბურმა ცხოვრებამ დიდი ხმაური გამოიწვია.

პრესკონფერენციაზე კლუბის პატრონმა უნას რძით სავშე ჭიქაც კი მიაჩეჩა, რომ მისი ფოტოები უფრო სადა და ნაკლებად გამომწვევი ყოფილიყო.

იუჯინ ო'ნილი კი გაცოფებული გახლდათ. შვილს განებივრებულ გოგოს, ზარმაცს და თავქარიანს ეძახდა, რომელსაც არაფრის დამტკიცება არ შეუძლია, გარდა იმისა, რომ თანატოლებზე სულელია.უნას წერილებს წერდა, რომელშიც მისი ფუჭი და ამაო ცხოვრების ბნელ უფსკრულში შთანთქმას უქადდა.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ უნას მშობლები მაშინ გაიყარნენ, როცა გოგონა 2 წლის იყო. მან კარგი განათლება მიიღო, მაგრამ მშობლების სიყვარული ყოველთვის აკლდა. მის გვერდით ცნობილი, მდიდარი და საინტერესო ხალხი იყო, მაგრამ ეს ადამიანები უნასადმი გულგრილნი გახლდნენ. ამიტომ, 15 წლისა, უნა მეგობართან გადავიდა საცხოვრებლად.imageასეთმა ბავშვობამ დრამატურგის შვილებზე გავლენა ნამდვილად იქონია. მოგვიანებით უნას ერთ ძმას ნარკოტიკებთან დაკავშირებით შეექმნა პრობლემა, მეორეს კი-ალკოჰოლთან და ორივემ თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე.

უნას გაუმრათლა და ამ გზაზე დადგომა ვერ მოასწრო. 1947 წელს ის ჩაპლინთან მივიდა კინოსინჯებზე. დიდი მსახიობი აშინვე დაატყვევა გოგონას სილამაზემ.გოგონამ კი თავიდან მასში მამა დაინახა, ისეთი მამა, რომელიც მას არასოდეს ჰყოლია.

imageჩაპლინი უნაზე 36 წლით უფროსი გახლდათ. “მყავდა ქალები, რომელთაც მამად ვერგებოდი, მაგრამ პაპად?..."უკვირდა თავადაც. როცა უნას მამამ ქალიშვილის ნიშნობის შესახებ შეიტყო, მას მემკვიდრეობა ჩამოართვა და ყოველგვარი კავშირი გაწყვიტა ქლიშვილთან. მამა-შვილს ამის შემდეგ ურთიერთობა აღარ ჰქონიათ, თუმცა ვაჟიშვილს უნამ სწორედ მამის სახელი იუჯინი დაარქვა.

უნამ და ჩაპლინმა 35 წელი იცხოვრეს ერთად და 8 შვილი ეყოლათ:იუჯინი, კრისტოფერი, მაიკლი, ჯოზეფინა, ჯერალდინა, ვიქტორია, ჯოანა, ანა-ემილი. ბოლო შვილი როცა შეეძინა, ჩაპლინი 72 წლის იყო.

უნამ სამსახიობო კარიერა მიატოვა, თუმცა ჩაპლინის მტკიცებით, უნას სახით მსოფლიო კინომ შესანიშნავი კომიკოსი დაკარგა. “გლამურული გოგონა" სამუდამოდ წარსულში დარჩა.

imageთუმცა, წყვილს თავიდანვე უშფოთველი ცხოვრება როდი ჰქონდა, 50-იანი წლები ძალიან მძიმე იყო მათთვის. ჩაპლინი მაკკარტიზმის წლებში ანტისახელმწიფოებრივ საქმიანობაში დაადანაშაულეს, კომუნისტების სასარგებლოდ. პრესაში ჩაპლინზე პასკვილები იბეჭდებოდა, გამოძიების ფედერალური ბიურო კი მასზე კომპრომატებს აგროვებდა. წნეხის გაძლება რთული იყო.

1952 წელს ჩაპლინი ოჯახთან ერთად ინგლისში გაემგზავრა თავისი ფილმის “რამპის ჩირაღდნების" პრემიერაზე და მას უკან აშშ-ში დაბრუნება აუკრძალეს.

ამ საშინელ დღეებში უნა ერთგულად იდგა თავისი მეუღლის გვერდით. აშშ-ში შესვლა მას არ ჰქონდა აკრძალული, ამიტომ ის მარტო გაემგზავრა სამშობლოში, მოაგროვა ჩაპლინის მთელი აქტივები და შვეიცარიაში ჩაიტანა, სადაც ცხოვრებაც გადაწყვიტეს. ამის შემდეგ კი უნამ აშშ-ის მოქალაქეობაზე უარი განაცხადა.imageშვეიცარიაში უნა და ჩაპლინი ზღაპრულად ლამაზ სახლში დასახლდებიან ბროლის ტბის სანაპიროზე. ამ სახლში იცხოვრებენ და აღზრდიან შვილებს.მუნჯი კინოს ეპოქა დასრულდება, ჩაპლინი რაიმე გამოჩენილის და ღირებულის შექმნას ვეღარ შეძლებს.უნა აწი ვერავის გაუტეხს გულს, ვეღარავის მუზა გახდება, აღარავის დააინტერესებს მისი წკრიალა ხმა და ლამაზი გამოხედვა. ის უზარმაზარი სამყარო, რომელიც მათ ფერხთით იყო, ახლა ოჯახურ წრემდე დაპატარავდება, მაგრამ...

მაგრამ რა ბედნიერები იქნებიან!

imageimageimageimageimage






4
644
1-ს მოსწონს
ავტორი:გემი დალანდი
გემი დალანდი
644
  
2019, 17 იანვარი, 14:06
ეგნატე ნინოშვილი არ წაიკითხო, თორემ შენც იკითხავ: გოგია უიშვილი თუ მოკვდა, იმისი სიზმარი ვინ მოყვაო :D
2019, 17 იანვარი, 13:17
ეგ ჩვენ ვფიქრობთ რომ გარდაცვლილები არიან თორე ბედნიერად იცხოვრებენ
2019, 13 იანვარი, 15:28
ეგ რა არის, შენ ბოლო უნდა წაიკითხო. მაგრამ რა ბედნიერები იქნებიან... არადა გარდაცვლილები არიან უკვე (
2019, 13 იანვარი, 14:06
შვეიცარიაში უნა და ჩაპლინი ზღაპრულად ლამაზ სახლში დასახლდებიან. ჯერ არ დასახლებულან?????
0 1 4