x
მეტი
  • 25.06.2019
  • სტატია:91565
  • ვიდეო:341032
  • სურათი:453569
ქუთაისის მერი უარყოფს,რომ 21 წლის წინ გარდაცვლილი ზურაბ ანჯაფარიძე შეხვედრაზე დაიბარა

image


დღეს დილით Kutaisi today-მ გაავრცელა ინფორმაცია, სადაც ქუთაისის მერმა, გიორგი ჭიღვარიამ 21 წლის წინ გარდაცვლილი ლეგენდარული საოპერო მომღერალი ზურაბ ანჯაფარიძე გასაუბრებაზე დაიბარა.



გიორგი ჭიღვარიას შეფასებით, გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს მან გარდაცვლილი მომღერალი დაიბარა გასაუბრებაზე, პროვოკაცია და დისკრიმინაციაა.


„გარდაცვლილი მომღერლის მუზეუმის შექმნაზე იყო საუბარი. არ დამიბარებია, თვითონ მოვიდა და ვისაუბრეთ მუზეუმზე, რომლის შექმნაც უნდოდა მისი გარდაცვლილი მეუღლისათვის. თითქოს არ ვიცოდი ვინ იყო, გარდაცვლილი იყო თუ არა, რა თქმა უნდა, პროვოკაციაა და მიზანმიმართულად ცდილობენ დისკრიმინაციას, რომელზეც მე პასუხსაც არ გავცემ, “-განაცხადა გიორგი ჭიღვარიამ სატელევიზიო ინტერვიუში




თუმცა Kutaisi today-მ ქალაქის მერს სხვა კურიოზებიც გაუხსენა, მაგალითად:2018 წელს იტალიის ქალაქ კოზენცაში გამართულ ვორქშოპზე, ქართველი მხატვრის ლევან გოგიტაძის მიერ დახატული ქუთაისის მერის პორტრეტი საგამოფენო სივრცეში გამოიფინა, რაც მალევე გახდა ქილიკის საგანი.

ასევე ქალაქის მერმა საკუთარ "ფეისბუქის" გვერდზე საზოგადოებას ამცნობდა, რომ ნიკო ნიკოლაძის სახელობის სკვერი თანამედროვე ტიპის სანათებით განათდა, თუმცა, სინამდვილეში სკვერში არსებული ძეგლი ქუთაისელ მოქანდაკეს და ქართული ქანდაკების ფუძემდებელს, იაკობ ნიკოლაძეს ეკუთვნოდა.

შარშან ერთ–ერთმა მოქალაქემ, რომელიც ახლად გარემონტებულ თეთრ ხიდზე ამოტვიფრულ ციტატებს კითხულობდა, აღმოაჩინა, რომ ტერენტი გრანელის ლექსზე “აღსარება ქუთაისს”, ავტორად კოლაუ ნადირაძე იყო მითითებული.

image იგივე "თეთრი ხიდი" ქუთაისელებს 2018 წლის მთავარ სირცხვილად მიაჩნიათ, რადგან მასზე გავლა დღესაც საშიშია. მერიამ დაუსრულებელი ხიდი საზეიმოდ გახსნა, თუმცა, რამდენიმე დღეში ქარმა ლითონის ფილების ნაწილი დააზიანა.


ქუთაისელები იმასაც ამტკიცებენ, რომ საახალწლო მილოცვაც თურმე გორის მერისაგნ მოუპარავს "ამ უუნარო და უგონო კაცსო" .

0
371
7-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
371
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0