x
image
თამილა გურაშვილი
Mediator image
ყავის 11 საოცარი თვისება, რომელიც დაგარწმუნებთ, რომ ეს სასმელი ყოველდღე უნდა დალიო
image

დედამიწაზე, ალბათ, არ არსებობს ზრდასრული ადამიანი, რომელსაც ერთხელ მაინც არ გაუსინჯავს ყავა. სტატისტიკით, მსოფლიოში ყოველდღიურად 760 მილიარდი ფინჯანი ყავა ისმევა.
მაგრამ, ალბათ, ამ დროს არავინ აცნობიერებს, რამდენად სასარგებლოა ეს სასმელი ტვინისთვის, კანისთვის, სხეულისთვის და ზოგადად, ჯანმრთელობისთვის.

1. ყავა - ანტიოქსიდანტების ყველაზე ძლიერი წყარო.
მსოფლიოში არც ერთი პროდუქტი არ შეიცავს იმ რაოდენობით ანტიოქსიდანტს, რამდენსაც ყავა და ამ პროდუქტიდან ეს ნივთიერებები ბევრად უკეთ შეითვისება, ვიდრე ხილიდან, ბოსტნეულიდან და თუნდაც მწვანე ჩაიდან.

2.მხოლოდ ყავის სუნსაც კი შეუძლია შეამციროს სტრესის დონე.
მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ყავას შეუძლია ებრძოლოს სტრესს, რომელიც უძილობით არის გამოწვეული. სამწუხაროა, რომ სასმლის ეს თვისება არ ვრცელდება სტრესის სხვა გამომწვევებზე.

3. ყავა ამსუბუქებს პარკინსონის სიმპტომებს.
გამოკვლევებმა დაადგინა, რომ ადამიანებს, რომლებიც სისტემატურად სვამენ ყავას, იშვიათად ემართებათ პარკინსონის დაავადება და თუ მაინც დაემართათ, ის არ პროგრესირდება.


4. ყავა სასარგებლოა ღვიძლისთვის (განსაკუთრებით მაშინ, თუ ალკოჰოლს ეტანებით). იმ ადამიანებში, რომლებიც დღეში თუნდაც ერთ ფინჯან ყავას მიირთმევენ, ციროზისა და ღვიძლის სხვა დაავადებების გაჩენის რისკი 20 პროცენტით მცირდება.

5. ყავა გვაბედნიერებს.
ადამიანები, რომლებიც დღეში 4 ფინჯან ყავას სვამენ, თავს 10 პროცენტით ნაკლებად დათრგუნვილად გრძნობენ, ვიდრე ისინი, ვინც საერთოდ არ სვამენ ამ სასმელს. ეს კი იმით არის განპირობებული, რომ კოფეინი ერთგვარი ანტიდეპრესანტია, რომელსაც შეუძლია სწრაფად შეითვისოს "ბედნიერების ჰორმონი".

6. ყავა სუიციდისკენ მიდრეკილების დონეს ამცირებს.
სტატისტიკა ცხადყობს, რომ დღეში 2-4 ფინჯანი ყავის დალევა თვითმკვლელობისკენ მიდრეკილების რისკს 50 პროცენტით ამცირებს.

7. ყავა ქალებში კანის კიბოს დაავადების რისკს ამცირებს.
ქალები, რომლებიც დღეში მინიმუმ 3 ფინჯან ყავას სვამენ, ბევრად დაცულები არიან კანის კიბოს გაჩენისგან, ვიდრე ისინი, ვინც საერთოდ არ მიირთმევს ამ სასმელს.

8. ყავა სპორტში წარმატების მიღწევაში გვეხმარება.
მეცნიერები და სპორტსმენები ერთხმად ამტკიცებენ, რომ შეჯიბრებამდე ან ვარჯიშამდე ერთი ფინჯანი ყავა საუკეთესო შედეგის მიღწევას განაპირობებს. განსაკუთრებით, სპორტის ისეთ სახეობებში, როგორიცაა სირბილი და ველოსპორტი.

9. ყავა მეორე ტიპის დიაბეტის გაჩენის რისკს ამცირებს.
ამ დაავადების გაჩენის რისკი 30-50 პროცენტით მცირდება იმ ადამიანებში, რომლებიც დღეში დაახლოებით 4 ფინჯან ყავას მიირთმევენ.

10. ყავა ახანგრძლივებს ტვინის მუშაობას.
ყავა ალცჰეიმერის და ტვინის სხვა დაავადებების განვითარებას უშლის ხელს.

11. ყავა აფხიზლებს და კონცენტრაციის უნარს აძლიერებს.
ყავას, ჩვეულებისამებრ, მაშინ სვამ, როცა გეძინება. ასე არ არის? და ეს სწორია – კოფეინი არა მხოლოდ ძილიანობას ხსნის, არამედ რეაქციის სიჩქარესაც ზრდის, ამძაფრებს ყურადღებას და კონცენტრაციას.




0
188
შეფასება არ არის
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
188
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0