x
image
Culture Express
ნახეთ: როგორ გამოიყურებიან ულამაზესი ქალების შვილიშვილები - თაობებში გაგრძელებული სილამაზე
image ქართული სილამაზე ყოველთვის აღაფრთოვანებდა სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებს. ჯერ კიდევ საუკუნეების წინ ჩვენს ქვეყანაში მოხვედრილი მოგზაურები ერთხმად თანხმდებოდნენ ამ ერის ბუნებრივ ფიზიკურ სილამაზეზე.

განსაკუთრებით სასიამოვნოა, როცა სილამაზე გენეტიკურად, თაობიდან თაობას გადაეცემა და ეს ყველასთვის შესამჩნევია. წარმოგიდგენთ სილამაზით განთქმული სამი ცნობილი ქალბატონის შვილიშვილს, რომელებსაც მათი ბებიების არისტოკრატული სილამაზე გენეტიკურად გადაჰყვათ:

კირა ანდრონიკაშვილი & ლიკა ევგენიძე

image


კირა ანდრონიკაშვილი მეოცე საუკუნის ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ ქალად ითვლება, მან 20 მდე მხატვრულ ფილმში ითამაშა მთავარი და მეორეხარისხოვანი როლები, მაყურებელს დღემდე ახსოვს მისი ნათამაშები მერი ფილმიდან "მე, ბებია ილიკო და იალრიონი", ძაბული ფილმიდან "მთვარის მოტაცება", ახტაჯანა ფილმიდან მტრედები და ა.შ

image


კირა ანდრონიკაშვილის შვილიშვილია ტელეწამყვანი ლიკა ევგენიძე. ლიკამ ბებიის გზა გააგრძელა, მან მსახიობის პროფესია აირჩია და მოსკოვის კინემატოგრაფიის ინსტიტუტი დაამთავრა, მაგრამ საბოლოოდ ტელეწამყვანად უფრო იცნობს საზოგადოება, ის რუსთავი 2-ზე გადაცემა სხვა შუადღის თანაწამყვანია.

ფოტოზე - კირა ანდრონიკაშვილი შვილებთან, შვილიშვილებთან და შვილთაშვილთან ერთად

image

ბელა მირიანაშვილი & ირინკა კავსაძე image

ირინკა კავსაძე მსახიობების კახი კავსაძისა და ბელა მირიანაშვილის შვილიშვილია, მსახიობები არიან მისი მამა ირაკლი კავსაძე და მამიდა ნანუკა ხუსკივაძეც. გოგონა ფართო აუდიტორიამ ტელეპროექტ ცეკვავენ ვარსკვლავებიდან გაიცნო და მაშივე შეიყვარა მისი საოცარი ტალანტისა და შესახედაობის გამო. ზოგიერთი ადამიანი ფიქრობს რომ ირინკა ბებიას გარეგნულადაც შესამჩნევად ჰგავს.


image

შეგახსენებთ რომ ბელა მირიანაშვილმა ხანმოკლე კარიერის განმავლობაში 8 ფილმსა და რამდენიმე სპექტაკლში შეძლო მონაწილეობის მიღება, მას ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო პროფესიისთვის უარის თქმა მოუწია. თბილისში დღემდე ლეგენდებს ჰყვებიან თუ როგორ უვლიდა კახი კავსაძე ლეგენდარულ მეუღლეს და როგორ გმირულად უმკლავდებოდა ყველა წინაღობას.


image


არიადნა შენგელაია & ნატალია ჯუღელი

image

ქართული მხატვრული ფილმი "შერეკილები" ამ ქალბატონის სავიზიტო ბარათია. ელდარ შენგელაიას ლეგენდარულ ფილმში მთავარ როლს - მარგალიტა ამყოლაძეს არიადნა შენგელაია ასახიერებს.


ის ტაშკენტში დაიბადა, მისი მამა გერმანელი რუსი იყო და 1937 წლის რეპრესიებს რომ აცდენოდა ოჯახით დროებით ტაშკენტში გადასახლდა. სწორედ იქ დაიბადა გოგონა, რომელსაც ბერძნული სახელი - არიადნა დაარქვეს. მაშინ ალბათ ვერავინ იფიქრებდა. რომ ის რამდენიმე ათეულ წელიწადში საბჭოთა ეკრანის მეგავარსკვლავი გახდებოდა

"შერეკილებამდე" მას უკვე არაერთი როლი ჰქონდა ნათამაშები სხვადასხვა ფილმში და საბჭოთა მაყურებელი კარგად იცნობდა:

გამორჩეულია ტატიანა ლარინა კინოფილმიდან "ევგენი ონეგინი"

image

მოსკოვის კინოინსტიტუტში ხვდება რეჟისორ ელდარ შენგელაიას, რომელსაც ცოლად მიჰყვება და საქართველოში გადმოდის საცხოვრებლად. აქედან იწყება მისი კარიერის ქართული ეტაპი. მან გამორჩეული, შესაშური ბუნებრიობით ითამაშა სხვადასხვა რეგიონის, კუთხის ქართველი ქალები..

image


სწორედ ელდარ და არიადნა შენგელაიების შვილიშვილია მსახიობი ნატალია ჯუღელი, რომელმაც თბილისის სახელწიფო თეატრალური უნივერსიტეტი დაამთავრა მსახიობის სპეციალობით. არიადნა შენგელაია დღეს 80 წლისაა, მან დაამთავრა სამსახიობო კარიერა და უარს აცხადებს თავშეყრის ადგილებში გამოჩენასა და ინტერვიუებზე, სამაგიეროდ შვილიშვილი ყვება ბებიის შესახებ დიდი სიყვარულით, ნატალია ამბობს, რომ არიადნა დღესაც შესანიშნავად გამოიყურება თუმცა ის დღეს ნამდვილი ბებიაა, არ ცდილობს ნაოჭების დამალვას და ყოველთვის ყველაზე მეტი ენერგია მას მაქვს ოჯახში.


ფოტოზე - ბებია და შვილიშვილი

image


0
1359
1-ს მოსწონს
ავტორი:Culture Express
Culture Express
1359
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0