x
image
Culture Express
" მე დღეს შენი ნაოჭები უფრო მიყვარს, ვიდრე შენი სახე ოცი წლის წინათ.." - რეზო თაბუკაშვილი მედეა ჯაფარიძეს
მედეა ჯაფარიძე რეზო თაბუკაშვილი რეზო თაბუკაშვილის და მედეა ჯაფარიძის წყვილი ერთ-ერთი გამორჩეული ტანდემი გახლდათ ქართული კინოს, კულტურისა და ლიტერატურისთვის. მედეა ჯაფარიძე - ქართული სილამაზისა და მშვენიერების სიმბოლო. რეზო თაბუკაშვილი ქართული კულტურის დიდი მოამაგე, რეჟისორი, მკვლევარი, დრამატურგი და სცენარისტი გახლდათ.

imageimage

მან ბრწყინვალედ თარგმნა შექსპირის სონეტები ქართულ ენაზე და ისინი მეუღლეს - მედეა ჯაფარიძეს მიუძღვნა:

გემუდარები, ორგულობა არ დამაბრალო,


არ დაიჯერო განშორებამ გრძნობა გასრისა,

არ დაივიწყო, რომ ოდესღაც გული საბრალო

შენსავე მკერდში შევინახე, შენგან წასვლისას.

შენი მკერდია ჩემი გრძნობის თავშესაფარი,

შინ დაბრუნება იცის, თურმე, ჩემისთანამაც.

შენზე ოცნებით მოვიარე ქვეყნად მთა-ბარი.

მაგრამ ცოდვების განსაბანი წყალიც თანა მაქვს.

არ დაგიმალავ, მეც სხვებსავით ლხენას დავეძებ

და ახლაც შენთან უცოდველი როდი მოვედი,

მაგრამ არასდროს დაიჯერო- ისე დავეცე.

გადავივიწყო შენი სულის სვეტი ცხოველი.

შენს უკეთესი რა შემეძლო ქვეყნად მენახა,

ამ უნაპირო სამყაროში, მხოლოდ შენა ხარ.

მედეა ჯაფარიძე ფილმიდან "ქეთო და კოტე" მათ წყვილზე ლეგენდები დადიოდა, როგორც ამბობენ, თავად რეზო თაბუკაშვილს სონეტების პრეზენტაციაზე, მედეა ჯაფარიძისთვის უთქვამს: " თუ შექსპირს, როგორც ლირიკოსს საქართველოში თავი არ მოეჭრა შენი დამსახურებაა, რადგან ეს თაგმანები შენ გეძღვნება და შენი შთაგონებითაა დაწერილი.."

რეზო თაბუკაშვილი და მედეა ჯაფარიძეimage ბევრმა არც იცი რომ საკულტო ფილმის "მზე შემოდგომისა" სცენარის ავტორი გახლდათ რეზო თაბუკაშვილი, სადაც მედეა ჯაფარიძე მთავარ როლს ასრულებს. ფილმში საოცრად გულშიჩამწვდომი სიტყვები რეზო თაბუკაშვილმა მთავარ გმირს - ვახტანგს ათქმევინა, რომელიც მისი პროტოტიპი იყო. შეგვიძლია მივიჩნიოთ რომ ამას თავად რეზო თაბუკაშვილი ეუბნება მედეა ჯაფარიძეს:

".. შენ გინდა მთელი ცხოვრება ჯვარისწერის პირველ დღეს გავდეს, ასე არაა ძვირფასო. თუ დამიჯერებ, მე დღეს შენი ნაოჭები უფრო მიყვარს, ვიდრე შენი სახე ოცი წლის წინად, მაგრამ ცხოვრება ისე გღლის, რომ ყოველთვის აღტაცებულ მიჯნურად ვეღარ გამოიყურები კაცი.. " კინოფილმიდან "მზე შემოდგომისა" რეჟისორი: თემურ ფალავანდიშვილი. 1973 წელი.

image

image ამ ფოტოზე კი უდიდესი სევდით დამძიმებული მედეა ჯაფარიძე, მეუღლის რეზო თაბუკაშვილის დაკრძალვის დღეს. image



1
327
4-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:Culture Express
Culture Express
327
  
2017, 18 ნოემბერი, 10:06
როგორ შეიძლებოდა ეს ქალი არ გყვარებოდა...
0 1 1