x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134540
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508597
როგორ უყურებს ეკლესია ბედობის და მეკვლეს ტრადიციას
image


ალ­ბათ სა­უ­კუ­ნე­ებს ით­ვლის ბე­დო­ბის აღ­ნიშ­ვნის ტრა­დი­ცია, რო­მელ­საც ქარ­თვე­ლე­ბი 2 და 15 იან­ვარს აღ­ნიშ­ნა­ვენ.


რო­გორ უყუ­რებს მეკვლე­ო­ბას და ბე­დო­ბის ტრა­დი­ცი­ას ეკ­ლე­სია? - კი­თხვას პა­სუ­ხობს ნა­რი­ყა­ლას წმინ­და ნი­კო­ლო­ზის ტაძ­რის მღვდელმსა­ხუ­რი მამა ზა­ქა­რია (მარ­გა­ლი­ტა­ძე):

"წი­ნა­სა­ა­ხალ­წლო დღე­ებ­ში ბევ­რი ადა­მი­ა­ნი დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი იყო და სხვა­საც აფრ­თხი­ლებ­და, რა გან­წყო­ბი­ლე­ბი­თაც შეხ­ვდე­ბი ამ წელს და ამ დღეს, მთე­ლი წელი ისე­თი იქ­ნე­ბაო. რა­საკ­ვირ­ვე­ლია, ამ დღე­ებს მის­ტი­კა გა­აჩ­ნდა, მაგ­რამ არა მარ­თლმა­დი­დებ­ლუ­რი. ეკ­ლე­სი­ის სწავ­ლე­ბით, არც ერთ დღეს არ აქვს მა­გი­უ­რი მნიშ­ვნე­ლო­ბა, ძალა - იმოქ­მე­დოს და გან­სა­ზღვროს ადა­მი­ა­ნის მო­მა­ვა­ლი.


იო­ა­ნე ოქ­რო­პი­რი ამ­ბობს, რომ უფ­ლის წი­ნა­შე ყვე­ლა დღე ერ­თია, ყვე­ლა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. თა­ვის­თა­ვად, დღეს ადა­მი­ა­ნის, მისი მო­ნა­წი­ლე­ო­ბის, მისი ზნე­ობ­რი­ო­ბის გა­რე­შე არაფ­რის შეც­ვლა არ შე­უძ­ლია. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ეკ­ლე­სია ამ დღე­ებს არას­დროს ანი­ჭებ­და გან­სა­კუთ­რე­ბულ მნიშ­ვნე­ლო­ბას. ამას აკე­თებ­და სა­ზო­გა­დო­ე­ბა, რო­მე­ლიც და­შო­რე­ბუ­ლი იყო ეკ­ლე­სი­ურ სწავ­ლე­ბას, მად­ლის­მი­ერ ზე­მოქ­მე­დე­ბას. ვფიქ­რობ, ესეც წარ­მარ­თო­ბი­დან მო­დის.


სა­ხა­რე­ბა გვას­წავ­ლის - ეძი­ებ­დე სა­სუ­ფე­ველ­სა ღვთი­სა­სა და ყო­ვე­ლი­ვე შე­გე­ძი­ნოს შენ - მო­ი­პო­ვე სუ­ლი­ე­რე­ბა, წა­რე­მა­ტე ღვთის­კენ და ყვე­ლა­ფე­რი მო­გე­ცე­მა. ეს ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბის აბ­სო­ლუ­ტუ­რად სხვა სის­ტე­მაა, სხვა მი­მარ­თუ­ლე­ბაა. როცა ვინ­მეს სურს, სჯე­რო­დეს ბე­დო­ბის დღე­ე­ბის, ქვე­ბის ზე­მოქ­მე­დე­ბის, ას­ტრო­ლო­გი­ის და თან ამ­ბობს, ქრის­ტი­ა­ნი ვარო, წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი მკრე­ხე­ლო­ბაა.

წყა­რო: კა­რიბ­ჭე

ამბები

1
114
2-ს მოსწონს
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
114
  
2019, 2 იანვარი, 17:26
ჩვენს ბედს ჩენ თვითონ ვქმნით-მე ასე ვფიქრობ და საინტერესოა სხვების აზრიც ჩემთვის.
0 1 1