x
მეტი
  • 28.04.2024
  • სტატია:134564
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508622
ფაჩულიას დეტროიტმა ვაშინგტონს სძლია

image

ზაზა ფაჩულიას "დეტროიტმა" NBA-ს მორიგ მატჩში შინაურ არენაზე "ვაშინგტონს" 106-95 მოუგო.

საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტანი მატჩში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და ჯამში 5 ქულა, 5 მოხსნა და 2 პასი მოაგროვა. განვლილ შეხვედრაში საუკეთესო ბლეიკ გრიფინი იყო, რომელსაც ორმაგ დუბლამდე ერთი მოხსნა დააკლდა (23 ქულა, 9 მოხსნა, 6 პასი).

"დეტროიტი" NBA- რეგულარულ სეზონში მე-6 ადგილზე იმყოფება.

1
122
შეფასება არ არის
ავტორი:გურამ მელქაძე
გურამ მელქაძე
122
  
2018, 27 დეკემბერი, 13:47
ფაჩულიამ დეტროიტი იყიდა??????? ყოჩაღ კაპიტანო
0 1 1