x
image
პროფესორი
ცეცხლის სტიქიის შესახებ:ლომი,ვერძი და მშვილდოსანი
image

ცეცხლი არის სიმბოლო აქტიურობის სხვადასხვა გამოვლინებებში. ცეცხლი-კაშკაშა, სპონტანური, აქტიური, მიმართული.
ცეცხლის ენერგია მიეკუთვნება მანათობელ, ექსპანსიურ უნივერსალურ ენერგიას, რომლის ნათების საშუალებით ამ სამყაროს ეძლევა ფერი.
ზოდიაქოს ცეცხლის ნიშნები გამოხატავენ მაცოცხლებელ, გამომსხივებელ, აღმგზნებ სასიცოცხლო პრინციპებს.
საკვანძო სიტყვები იმ ადამიანებისათვის, ვისაც გამოკვეთილი აქვთ ცეცხლი – სუფთა თვითკმარობაა.



იუნგი თვლის ამ სტიქიას ფსიქიური ენერგიის დინამიურ ცენტრად. იმ ენერგიად, რომელიც მოედინება სპონტანურად თვითმამოტივირებელი სახით.
ძირითადი თვისება იმ ადამიანების, რომლებსაც ცეცხლის სიჭარბე აქვთ არის აქტიურობა გარეგნული და შინაგანი, აგრესიულობა ცხოვრებისეული სივრცის მოპოვებაში. მათ სჭირდებათ აქტიური ქმედება, რეალიზაცია. ამიტომ ცეცხლის ყველაზე მკვეთრი გამოხატვა არის ქმედება. ცეცხლი კაცური სტიქიაა, ის არ აღიქვამს გარე ზემოქმედებას, ის ცდილობს თვითონ მოახდინოს ზემოქმედება გარე სამყაროზე. ამ ადამიანებს აქვთ უნარი იმოქმედონ საკუთარი ინიციატივით. მათ ესაჭიროებათ საკუთარი თვითგამოვლინებისათვის ბუნებრივი თავისუფლება და, როგორც წესი, იქმნიან ასეთ გარემოს თავისის დაჟინებული მოთხოვნით. მათ გააჩნიათ საკუთარი თავის რწმენა, ენთუზიაზმი, დაუსრულებელი შინაგანი ძალა.



მთელი სამყარო- თვითრეალიზაციის ველია.ცეცხლი თავისი ნატურით არის მთლიანი, გაორება მისთვის ძალიან ძნელია, ვინაიდან ის საქმე, რასაც ცეცხლი აკეთებს, იკავებს მას მთლიანად, მის აზრებს, ცნობიერებას.ის მიმწოლია, აზარტული, უყვარს მიმართულების დასახვა, ადვილად ერთვება მუშაობაში, და მუშაობს მანამდე, სანამ გააჩნია ენერგია. ენერგია კი ცეცხლს აქვს ბევრი.




ცეცხლი შეიძლება იყოს უხეში, მეომრული, გაღიზიანებადი. ვერ იტანს როცა მას ხელმძღვანელობენ, დამოუკიდებელია.
აზროვნებს აბსტრაქტული სახეებით, ითვისებს ძალიან ჩქარა, ცდილობს დაიჭიროს ცენტრალური იდეა.



ესეიგი, ცეცხლის ნიშნები დაკავშირებულია აქტიურობასთან, ნებასთან, ენერგიასთან, ქმედებასთან.მაგრამ არ დაგვავიწყდეს, რომ ცეცხლის სამი ნიშანი მიეკუთვნება სხვადასხვა ჯვრებს.


სამივე ნიშანი ქმნის ახალ რეალობას, არ იყურება უკან, გარდაქმნიან სამყაროს. მათი ფსიქოლოგიური ენერგია გამოხატულია, როგორც შთაგონება და შემოქმედებითი აღმაფრენა. ადამიანი ალდება რაღაც იდეით (ვერძი), იწვის (ლომი) და ავრცელებს მას (მშვილდოსანი). ვერძი (კარდინალური)- ენერგიის წყაროა, ცეცხლი, რომელიც არსაიდან ჩნდება; ლომი (ფიქსირებული)- კონტროლირებადი ენერგიაა, ვერძში დაწყებული წვის პროცესის გაგრძელებაა: ეს ენერგია გამოყენებადია, ჩართულია რთულ ტექნოლოგიურ პროცესში იმ მიზნით, რომ გარდაქმნას ცეცხლის ენერგია სხვა სახის ენერგიებში. მშვილდოსანი (მუტაბელური)-ეს არის ცეცხლი, რომელიც ყველა მიმართულებით ვრცელდება. ეს მინელებული ცეცხლია.
როგორი ექსპანსიური და დამოუკიდებელი არ უნდა იყოს ცეცხლი, მას ესაჭიროება კვება. საუკეთესო კვება ცეცხლისთვის არის ჰაერი და მიწა. წყალი კი საწინააღმდეგოდ მოქმედებს: აქრობს, პარალიზებას ახდენს მისი ნებისა და აღმაფრენის.
მაგრამ არ გააკეთოთ დასკვნა, რომ ადამიანების თავსებადობაზე ვსაუბრობ. რუქის თავსებადობა-არათავსებადობა სულ სხვა პრინციპზეა აგებული და არის საკმარისი ვიცოდეთ ცეცხლია ადამიანი თუ წყალი.

image

0
122
4-ს მოსწონს
ავტორი:პროფესორი
პროფესორი
122
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0