x
მეტი
  • 27.04.2024
  • სტატია:134548
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508610
სად შეიძლება დაიწყოს მესამე მსოფლიო ომი?
image


თანამედროვე სამყაროში გლობალური ომის დაწყების მაღალი რისკია. ეს დასკვნა ამერიკის სამხედრო კოლეჯის პროფესორმა რობერტ ფარლიმ გააკეთა.

დაპირისპირება, კონფლიქტები, რომელმაც დიდ სახელმწიფოთა ხელმძღვანელებს შორის შეიძლება გამოიწვიოს მესამე მსოფლიო ომის დასაწყისი, მდებარეობს სამხრეთ ჩინეთის ზღვაში, სპარსეთის ყურეში, კორეის ნახევარკუნძულზე და უკრაინაში.

სამხრეთ ჩინეთის ზღვა დიდი ხანია ჩინეთისა და შეერთებულ შტატების ინტერესების სფეროში შედის. ქვეყნები შემოიფარგლებიან ჯერ მხოლოდ ეკონომიკური სანქციებით. თუმცა, აშშ-ს არ ავიწყდება იარაღით მოამარაგოს ჩინეთის მეზობლები სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში, რომლებიც ამ რეგიონში პეკინთან დაპირისპირებით ხასიათდებიან.


დაძაბულობა სპარსეთის ყურეში იზრდება ამერიკის შეერთებული შტატებისა და ირანის ურთიერთობების გაუარესების გამო. ასევე, ირანისა და საუდის არაბეთის რესპუბლიკას შორის გავლენისთვის გრძელვადიანი დაპირისპირების გამო და მთლიანად ისლამური სამყაროშიც. სირია და იემენი კონფლიქტის მთავარი კვანძია, რომელშიც მონაწილეობენ რეგიონის, აშშ-სა და ნატოს მოკავშირე ქვეყნები, ასევე რუსეთი და ჩინეთი.

მიუხედავად იმისა, რომ დონალდ ტრამპმა კორეის ნახევარკუნძულზე მშვიდობის სურვილი გამოხატა, შეერთებულ შტატებსა და ჩრდილოეთ კორეას შორის დაძაბულობა ნებისმიერ დროს შეიძლება გადაიზარდოს ომში. გარდა ამისა, იაპონია წითელ მეზობელს ეჭვის თვალით უყურებს. ჩინეთი და რუსეთი შეიძლება ჩაერთონ ჩრდილოეთ კორეის დასახმარებლად.

ბოლოს, უკრაინა აშშ-სა და რუსეთს შორის შეჯახების ველია. ყირიმის საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშ რჩება. ამას ცოტა ხნის წინ დაემატა კქრჩის სრუტისა და აზოვის ზღვის პრობლემა.

შეიძლება წარმოიქმნას ახალი ცხელი წერტილები. აშშ ჰეგემონიას კარგავს, მაგრამ ამას არ ეგუება, რუსეთი ფეხზე წამოდგა, ხოლო, ჩინეთი იძენს ძალას, რაზეც რამდენიმე ათწლეულის წინ ვერც კი იოცნებებდა.

0
504
შეფასება არ არის
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
504
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0