x
image
გემი დალანდი
ეს უბრალო მეთოდი დაგეხმარებათ გაიგოთ, მოგიხდებათ თუ არა მოკლე ვარცხნილობა
ყოველ ქალს უფიქრია ერთხელ მაინც: “მოკლედ ხომ არ შევიჭრა თმა?" თუმცა, ამ ფიქრის რეალობად განხორციელება ცოტას თუ უცდია, რადგან გრძელ თმასთან გამოთხოვება არც ისე ადვილია და თანაც, მოკლე ვარცხნილობა რომ არ მოგვიხდეს?

ეს ხრიკი ბრიტანეთის საუკეთესო სტილისტებმა შეიმუშავეს და 5, 5სმ-ის წესითაა ცნობილი. იმისთვის, რომ სალონში წაუსვლელად გაიგოთ, მოგიხდებათ თუ არა მოკლე ვარცხნილობა, დაგჭირდებათ მხოლოდ ფანქარი და სახაზავი.

image

1. დაიჭირეთ ფანქარი ჰორიზონტალურად, ნიკაპის ქვეშ. სახაზავი კი შვეულად, ისე, რომ ფანქართან 90 გრადუსიან კუთხეს ქმნიდეს.


2.გაზომეთ სიგრძე ყურის ბიბილოს წვეროდან ფანქრისა და სახაზავის გადაკვეთის წერტილამდე. თუ მიღებული შედეგი 5, 5 სმ-ზე ნაკლებია, თამამად გაეშურეთ სალონში. თუ ეს მანძილი უფრო მეტია-მაშინ მოკლე ვარცხნილობას არ გირჩევთ.


მაგალითი: მიშელ უილიამსი და ლივ ტაილერი

imageმიშელ უილიამსს მოკლე ვარცხნილობა ძალიან უხდება, ლივ ტაილერი გრძელი თმით-შესანიშნავია. საქმე სწორედ 5, 5 სმ-ის წესს ეხება.

როგორც სტილისტები ამტკიცებენ, ეს მეთოდი საიმედო და ზუსტია. ამიტომ, თუ ჯერ კიდევ ვერ გადაგიწყვეტიათ თმის შეჭრა და არ იცით მოგიხდებათ თუ არა, თამამად მიმართეთ ამ მეთოდს.

1
132
2-ს მოსწონს
ავტორი:გემი დალანდი
გემი დალანდი
132
  
2018, 25 დეკემბერი, 1:52
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1