x
image
გემი დალანდი
7 ხრიკი, რომელიც თქვენს მაკიაჟს ბუნებრივ სილამაზედ წარმოაჩენს
ზოგიერთი ქალი ისე გამოიყურება, თითქოს კოსმეტიკის არსებობის შესახებ არასოდეს სმენია და თავის სილამაზეს ცხოვრების ჯანსაღ წესს მიაწერს. თუმცა, თუ ასეთ ქალებს კარგად დავაკვირდებით, აღმოვაჩენთ, რომ არაფერი მიწიერი მათთვის უცხო არაა და კოსმეტიკასაც იყენებენ, მაგრამ ამას ისე მოზომილად და ჭკვიანურად აკეთებენ, რომ ნებისმიერი სტილისტი აღფრთოვანდება. აი, რა ხრიკებს მიმართავენ ეს ქალები ბინებრივი სილამაზის ეფექტის მისაღწევად:


1.BB კრემი ან СС კრემი ტონალურის ნაცვლად

image

რამდენიმე წლის წინ ამ პროდუქტებმა ნამდვილი ფურორი მოახდინეს კოსმეტიკის ბაზარზე. მისი მწარმოებლები ქალებს პირდებოდნენ ერთ ფლაკონში მოქცეულ ტონალურსა და კანის მოვლის საშუალებას. და თუ ამ კრემების მკვებავ თუ დამატენიანებელ თვისებებზე ბევრი კამათი შეიძლება, სამაგიეროდ მათი ტონალური თვისებები ბევრს აღაფრთოვანებს.


აკნეს და პიგმენტური ლაქების შენიღბვა ამ კრემებს არ შეუძლიათ, მაგრამ თუ არც თუ ისე პრობლემური კანი გაქვთ, მაშინ ეს საშუალება თქვენთვის საუკეთესოა. სახის ფერი თანაბარია, ნიღბის ეფექტი არ იქმნება, კანი რამდენადმე დატენიანებულია. ტონალური კრემისგან ასეთ ეფექტს არ უნდა ელოდოთ.


2. ფერადი ბალზამი ტუჩსაცხის ნაცვლად

imageალბათ, არ დარჩა არცერთი კოსმეტიკური ფირმა, რომელსაც ე.წ. ნუდ-შეფერილობის ტუჩსაცხი არ ჰქონდეს გამოშვებული, თუმცა, საქმე იმაშია, რომ რამდენად მიახლოებულიც არ უნდა იყოს ეს ტუჩსაცხი თქვენი ტუჩების შეფერილობასთან, მაინც ყველასთვის შესამჩნევი იქნება, რომ თქვენ ნუდ-ფერის ტუჩსაცხი გისვიათ.

ტუჩსაცხის მაგივრად დაიწყეთ ბალზამის გამოყენება. ასე ერთდროულად 3 კურდღელს დაიჭერთ: მიიღებთ აბსოლუტურად ბუნებრივ ფერს და სტრუქტურას, ტუჩები დატენიანდება და ფულსაც დაზოგავთ, რადგან ბალზამი ტუჩსაცხზე ბევრად იაფი დაგიჯდებათ.


3. ყავისფერი ტუში

image

შავი ტუში ძალიან შესამჩნევია და ყურადღება თვითონ თვალებიდან გადააქვს. თუ რბილი და არაგამოკვეთილი სახის ნაკვთები გაქვთ, სცადეთ ყავისფერი ტუში. შავი ტუში შეგიძლიათ საღამოს ან სადღესასწაულო მაკიაჟისთვის გამოიყენოთ.

ყოველდღიური მაკიაჟისთვის ყავისფერი ტუში შეარჩიეთ.


4. მოერიდეთ მკვეთრ კონტურებს

image

ქალები, რომლებიც ნატურალურ მაკიაჟს ირჩევენ, არ იყენებენ მკვეთრ კონტურებს. ტუჩისა თუ თვალის ფანქარს მათ კოსმეტიკის ჩანთაში იშვიათად შეხვდებით. არც წარბების მოხატვა და ღაწვების გამოკვეთა არ შედის მათ საყვარელ პროცედურების ჩამონათვალში.


5. მოიშორეთ ზედმეტი

imageიმისთვის, რომ მაკიაჟი შეუმჩნეველი იყოს, ცოტა უნდა იყოს. ამაში თითოეული პროდუქტი იგულისხმევა. ტუშის წასმის დროს არამარტო წამწამებიდან, ჯერ ტუშის ფუნჯიდან უნდა მოაცალოთ ზედმეტი მასა.

ასევე, ტონალურის წასმის შემდეგ, ხელსახოცის დახმარებით მოიშორეთ სახიდან მისი ზედმეტი ფენა. ტუჩსაცხთან დაკავშირებითაც იგივეს გირჩევთ.


6. დატენიანებული და არა მბზინვარე

imageბოლო დროს პოპულარულია “სველი მაკიაჟი". ჰაილაითერებს და ტუჩის ე.წ. “ბლესკებს" ხშირად იყენებენ მოდელები თუ სილამაზის თემაზე მომუშავე ბლოგერები. თუმცა, “ბუნებრივ მაკიაჟთან" ეს ყველაფერი შეუთავსებელია.

თუ მშრალი კანი გაქვთ, ვერავითარი ჰაილაითერი ვერ დააწყებინებს თქვენს კანს პრიალს.აქტიურად გამოიყენეთ დამატენიანებელი საშუალებები და სვით ბევრი წყალი. სველი ტუჩების ეფექტი კი ზეთებით და ბალზამით შეგიძლიათ შექმნათ და არა წებოვანი “ბლესკით", რომელიც ყველაფერს იკრავს.


7. შეინარჩუნეთ არასრულყოფილება

imageქალი, რომელიც ბუნებრიობას ანიჭებს უპირატესობას, არ დაიწყებს საკუთარ სახეზე სხვისი სახის დახატვას. ყველა ნაკლოვანების დაფარვა მხოლოდ მაკიაჟის სქელ ფენას შეუძლია, რაც უკვე არ ჯდება ნატურალიზმის გაგებაში. თანაც, სწორედ არასრულყოფილება ქმნის ეფექტს, რომ მაკიაჟს არ ხმარობთ.

მსოფლიოში არ არსებობს ისეთი ადამიანი, რომლის კანიც სრულიად უნაკლო იქნებოდა.გახსოვდეთ: სილურჯე თვალის უპეებში, ხალები, ჭორფლი, ფორები, კაპილარები-ეს ყველაფერი ბუნებრივია. ეს მხოლოდ დადასტურებაა იმის, რომ თქვენ ცოცხალი ხართ, ზოგჯერ ვერ ახერხებთ გამოძინებას, ზოგჯერ ნერვიულობთ და საერთოდ-ცოცხლობთ, ამიტომ ნუ შეგიპყრობთ მანია ყველაფერი ნიღბის ქვეს მოაქციოთ და თქვენი განუმეორებელი შარმი დამალოთ.


1
161
1-ს მოსწონს
ავტორი:გემი დალანდი
გემი დალანდი
161
  
2018, 5 სექტემბერი, 12:38
საინტერესოა...
0 1 1