x
image
alex999
Mediator image
დედამიწა მხოლოდ ადამიანებს არ ეკუთვნის - ორანგუტანგი ბულდოზერის წინააღმდეგ!

The Sun -ის ინფორმაციით, სასოწარკვეთილი ორანგუტანგი ცდილობს საკუთარი სახლის დაცვას ადამიანებისგან, რომლებიც ბულდოზერით ტყეს ჩეხავდნენ!


image


ქვემოთ მოცემული ფოტო ვიდეოდან არის ამოღებული. ეს კადრები ბორნეოში მდებარე შუნტი პუტრის ტყეებშია გადაღებული!


image

როდესაც ორანგუტანგმა შენიშნა ხეების დაჩეხა, მოუთმენლად მივარდა გიგანტურ ბულდოზერს და წინააღმდეგობის გაწევა სცადა, პირველ ჯერზე ის ძირს დაენარცხა, თუმცა მან კვლავ სცადაა...



ცხოვლეთა დამცველების განცხადებით, ამ ცხოველმა შენიშნა, თუ როგორ ანგრევდნენ ადამიანები მის სახლს და საკუთარი სახლის დასაცავად ბულდოზერის შეჩერება სცადა, თუმცა ადამიანებმა "მაიმუნის" საქციელს ყურადღება არც კი მიაქციეს. ეს ხომ არაადამიანობაა, დედამიწა მხოლოდ ჩვენი არ არის!!!


image



როგორც ცნობილია, მოგვიანებით ამ ადამიანებმა ორანგუტანგის მოკვლაც განიზრახეს, თუმცა ჭკვიანმა არსებამ მოახერხა გაქცევა. ცხოველთა დაცვის ორგანოს თანამშრომლებმა მოახერხეს ორანგუტანგის პოვნა და ის საიმედო თავშესაფარში გადაიყვანეს, სადაც მის სიცოცხლეს არანაირი საფრთხე აღარ ემუქრება!


image


სტატისტიკური მონაცემებით, ბოლო წლებში ინდონეზიაში ტყეების გაჩეხის შედეგად, ასობით ორანგუტანგი დაიღუპა. აქედან გამომდინარე, ეს ცხოველები უკვე შედიან იმ ცხოველთა კატეგორიაში, რომლებსაც გადაშენების საფრთხე ემუქრება!


მიუხედავად იმისა, რომ ინდონეზიის მთავრობამ 1 წელზე მეტია დაიწყო სამუშაოები ტყეების გაჩეხის წინააღმდეგ, ბრაკონიერები მაინც ახერხებენ ამის გაკეთებას ფარულად ან თვალსაჩინოდ.



image














სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევი


{თქვენთვის საინტერესო}


როგორი იქნება 2019 წელი ტყუპებისთვის?

19 ყველაზე ბედნიერი ადამიანი დედამიწაზე! აი რა აბედნიერებთ მათ....

უიშვიათესი სახეობის ჩრდილოეთის ირემი და მისი უსაყვარლესი ნუკრი

ეს 4 მილიონში მხოლოდ ერთხელ ხდება - დაიბადა ბავშვი, რომელიც 80 წლის მოხუცებულს ჰგავს

გამოცხადდა XXI -ე საუკუნის საუკეთესო 30 ისტორიული ჟანრის ფილმი!

განკითხვის დღის შიშმა, მამაკაცს ასეთი რამ გააკეთებინა!

მსოფლიოსთვის სამაგალითო აკრძალვა შვედეთისგან!

1
479
8-ს მოსწონს
ავტორი:alex999
alex999
Mediator image
479
  
2018, 27 დეკემბერი, 22:41
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1