x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134531
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508586
უიშვიათესი სახეობის ჩრდილოეთის ირემი და მისი უსაყვარლესი ნუკრი

image

ნორვეგიელმა ფოტოგრაფმა საკუთარი ოცნება შემთხვევით აისრულა. მან მოახერხა ჩრდილოეთის პატარა, მორცხვი ნუკრისთვის ფოტოს გადაღება. ის ამ მომენტით ძალიან ბედნიერი იყო და საკუთარი ემოციები Lad Bible-ს გაუზიარა.


მედს ნორდსვინი ნორვეგიელი ფოტოგრაფია, წარმოშობით დედაქალაქ ოსლოდანაა. ის მოგზაურობდა ველურ ბუნებაში, სადაც ახალი კადრების დაფიქსირებას ცდილობდა, როდესაც მან მოულოდნელად ჩრდილოეთური ირმის ნუკრი შეამჩინა.


image


24 წლის ფოტოგრაფი: - "ვმოგზაურობდით მეგობრებთან ერთად ველურ ბუნებაში, სრულად გათეთრებულ მთებში, სადაც ეს საოცარი, მორცხვი ნუკრი შევნიშნე... უკვე წლებია ასეთი რამ არ მინახავს, ეს ჩემს უდიდეს ოცნებას წარმოადგენდა ფოტოგრაფიის კარიერაში".


"იმდენად მომიახლოვდა, რომ ერთმანეთს თვალებში ჩავხედეთ... რა უნდოდა მას, მე ამას ვერ ვხვდებოდი".


"ძალიან მარტივად მომიშინაურდა, მიხვდა, რომ მე მისთვის ზიანის მიყენებას არ ვაპირებდი, კამერასთან თითქმის პოზირებდა".


"ეს თავგადასავალი ჩემთვის ძალიან საინტერესო იყო, უფრო აღმოჩენას ჰგავდა".


image





მიუხედავად იმისა, რომ ჩრდილოეთის ირემს და მის ბიჟინას ქათქათა თეთრი ფერის ბეწვი აქვს, ისინი ალბინოსები არ არიან. სინამდვილეში უიშვიათესი გენეტიკური მუტაცია მათი კანის ფერის პიგმენტებს ანადგურებს, რის შედეგადაც ასეთი საოცარი სანახაობის მნახველები ვხდებით.


image







რამოდენიმე წლის წინ, შვედეთში ადგილობრივმა ფოტოგრაფმა შემთხვევით შენიშნა ასევე უმშვენიერესი ჩრდილოეთის ირემი. ფოტოგრაფმა დრო იხელთა და რამოდენიმე ფოტო გადაუღო ამ ულამაზეს არსებას.


როგორც თავად ფოტოგრაფი ამბობს, ის ერთ-ერთი ყველაზე იშვიათი ცხოველია დედამიწაზე, რომელსაც გადაშენების საფრთხე ემუქრება.


შვედი ფოტოგრაფის შემდეგ, რამოდენიმე წელი გავიდა და ამჯერად როგორც ხედავთ, ნორვეგიელმა ფოტოგრაფმა შენიშნა ჩრდილოეთური ირემი თავის ნუკრთან ერთად. მოგახსენებთ, რომ ბოლო 20 წლის მანძილზე, ჩრდილოეთის ირმის დაფიქსირების ეს მხოლოდ მესამე შემთხვევაა.


image














სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევი



თქვენთვის საინტერესო



ვაკანსია - უნდა იმოგზაუროთ მსოფლიოს ულამაზეს ქალაქებში, გადაუღოთ ფოტოები მათ და ამისთვის თქვენ მიიღებთ 80 000 ევროს!

მათ ოცნება აისრულეს - მოგზაურობენ... და ბედნიერებით ტკბებიან!

როგორი იქნება 2019 წელი კუროებისთვის?

ვიდეო, რომელმაც მსოფლიო საზოგადოების მწვავე რეაქცია გამოიწვია - სექსი ხეოპსის პირამიდაზე! (+16)

6 ბნელი სიმართლე იაპონიის შესახებ!

მოღალატე ცოლები - "საცოდავი ჯარისკაცი, ლეგენდარული წერილი და იღბლიანი ქმარი"

6 ყველაზე უნიკალური კუნძული ჩვენს პლანეტაზე!

საკვები პროდუქტები, რომლებიც ღამით უნდა მიირთვათ!

როგორი იქნება 2019 წელი ვერძებისთვის?

გამოცხადდა ჯანმრთელობისთვის ყველაზე სასარგებლო პროდუქტები, რომელიც ზამთარში უნდა მივირთვათ!


1
400
4-ს მოსწონს
ავტორი:alex999
alex999
Mediator image
400
  
2018, 27 დეკემბერი, 1:59
მოგესალმებით საუკეთესო, გაცნობის საიტი = = > Sexydrom.com
0 1 1