x
მეტი
  • 27.04.2024
  • სტატია:134548
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508610
რამდენიმე ფაქტი მენსტრუალური ციკლის შესახებ, რომელიც ყველა ქალმა უნდა იცოდეს!
ალბათ ფიქრობთ, რომ ქალური საკითხების შესახებ ყველაფერი იცით, თუმცა გარწმუნებთ, რომ არსებობს ისეთი რაღაცები, რის შესახებაც შესაძლოა დღემდე არ იცოდეთ.


დღევანდელ სტატიაში გაგიმხელთ, თუ რისი ცოდნაა სავალდებულო მენსტრუალური ციკლის შესახებ.


image



როგორც კონდომებს, ასევე ქალის ტამპონებსაც აქვთ შენახვის პირობები და ვადები, ხოლო როდესაც "ის" გადის, არა მარტო ეფექტს კარგავს, არამედ შეუძლია სხეულის დაზიანებაც გამოიწვიოს. უბრალოდ დაფიქრდით, ქალის ტამპონს, რომელიც ბამბის გროვას წარმოადგენს და დიდი ხნის მანძილზე დევს კოლოფში, თავისუფლად შეუძლია მტვრის ბუდე გახდეს და ამის ცოდნის შემდეგ, ნამდვილად გენდომებათ მათი გამოყენება?


image





თვეში ორი დღე, ხუთი დღე ან ერთი კვირა - მენსტრუალური ციკლის მსვლელობის პერიოდი, სრულიად ნორმალურად შეიძლება ჩაითვალოს, ვინაიდან ზუსტი გრაფიკი არ აქვს ამ ციკლს, ის უბრალოდ ციკლურად მოძრაობს და ზუსტ რიცხვს, ყოველთვის ვერ გათვლით და ვერც მოგზაურობას ან ორსულობას დაგეგმავთ ამის მიხედვით.


image





ფაქტი, რომ მენსტრუალური ციკლის დროს თავს არ გავხართ და თქვენში მონსტრი იღვიძებს, სრულიად ნორმალურია, რადგან ამაზე გავლენას ჰორმონები ახდენს.




შეიძლება გაგეცინოთ, მაგრამ ორგაზმი მენსტრუაციის დროს არსებული ტკივილის შემსუბუქებას უწყობს ხელს. ამიტომ, თქვენს პარტნიორს შეუძლია არსებული გაუსაძლისი ტკივილი შეგიმსუბუქოდ.

image





მარკეტინგის სფეროში ქალის ტამპონები, საფენები და ტკივილგამაყუჩებლები, ერთ-ერთი ყველაზე მომგებიანი ხაზია, ამიტომ ქალი, თავისი ცხოვრების მანძილზე, ყველაზე მეტ ფულს სწორედ ამ პროდუქციაში ხარჯავს.

image




მენსტრუალური ციკლის დროს მომატებული მოთხოვნილება ტკბილეულის მიმართ, ბუნებრივია. ისევ და ისევ ჰორმონების გავლენაა - ამ დროს, სტრესის ჰორმონი კორტიზოლი იმატებს, ხოლო ბედნიერების ჰორმონი - სეროტონინი მცირდება. შედეგად, სხეულში იმატებს მოთხოვნები შაქრიანი და ცხიმიანი საკვების მიმართ, რადგან ეს პროდუქტები ებრძვიან კორტიზოლს და ამაღლებენ სეროტონინს, რაც გვაიძულებს, ვიყოთ ბედნიერი და მოვდუნდეთ.








0
271
6-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
271
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0