ფოტოგრაფია უნიკალური ფოტომატიანე-საბჭოთა კავშირი National Geographic-ის ალბომში 2018, 15 დეკემბერი, 14:09
1977 წელს ამერიკის ნაციონალური გეოგრაფიის (National Geographic)საზოგადოების ეგიდით ჟურნალისტმა და ფოტოგრაფმა ბარკ მაკდაულემა( Bart McDowell) ორი წლის განმავლობაში იმოგზაურა საბჭოთა კავშირის 15-ივე რესპუბლიკაში, ათეულობით ქალაქში, რის შედეგადაც გამოიცა 370 გვერდიანი წიგნი-ფოტოალბომი "Journey across russia the soviet union today".გთავაზობთ ამ უნიკალური ფოტომატიანის მცირე ნაწილს.
1)სამარყანდის ცენტრალური ქუჩა 2)მარცხნივ-კოლმეურნეობა "Саку"-ს მშრომელი (ესტონეთი);შუაში-ერევნელი სტუდენტები;მარჯვნივ-ლატვიელი გოგონა სამკერდე ნიშნით "Virginia is for lovers" 3)ქორწინების სახლი(ალმა-ატა) 4)გოგონები "ერმიტაჟში" რემბრანტის ნახატს ათვალიერებენ 5) ექიმი სინჯავს პატარა გოგონას, რომელმაც გულის ოპერაცია გადაიტანა(ნოვოსიბირსკი) 6)მიწისძვრის შემდეგ აღდგენილი ტაშკენტის ახალი კორპუსები 7)მარცხნივ: ახალგაზრდა ლენინგრადელი გოგონა;შუაში მურმანსკელი ბიჭუნა ჟესტით პასუხობს;მარჯვნივ:კიეველი ახალგაზრდა ქალი აშკარად იმ ეპოქის მოდას მიყვება. 8) ოდესელი ბაპტისტები ყურადღებით უსმენენ მღვდელს 9) უკრაინელი გლეხის, მიხეილ ბოიკოს ოჯახი, რომელსაც მოჰყავს ღორები, ქათმები და იხვები. 10)მილიციელი ახალგაზრდა გოგონას ეფლიტრავება(პოდოლსკი) 11)კაფე "მარგალიტი" ბაქოში 12)რიგაში წვიმს 13)წვიმის ქვეშ მოყოლი წყვილი ერთ-ერთი ქუჩის გადასასვლელზე(ტალინი) 14) "ფრთხილად ბავშვები"-ბავშვებმა პატარა წითელი ალმით შეაჩერეს მოძრაობა 15)ლენიგრადელი წყვილის ინტიმური საღამო:სანთლები, არაყი და დაბალ ხმაზე მუსიკა 16) ლენინგრადის თეთრი ღამეები, სტუდენტები კურსის დამთავრებას აღნიშნავენ 17)ტოლიატი, "ჟიგულის" ქარხანა 18)ულან-უდე-კარგად ჩანს ეთნიკური სიჭრელე 19) 7 ნოემბრის დღესასწაულისთვის მორთული ნევის პროსპექტი 20)ტრანსციმბირის მატარებლის კუპეში P.S 265 4-ს მოსწონს
|